აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლიპოგლუ — ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ოქსიდაციური სტრესის პრევენციისთვის

უკან

ლიპოგლუ — ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ოქსიდაციური სტრესის პრევენციისთვის

8 აგვ 2025

ლიპოგლუ, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ანტიოქსიდანტებით, 30 კაფსულა.

 

ყოველდღიურად ჩვენს ჯანმრთელობაზე უამრავი გარე ფაქტორი მოქმედებს — დაბინძურებული ჰაერი, სტრესი, არაჯანსაღი კვება, თუ  სხვა. ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც იდეალურ შემთხვევაში ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე უნდა ზრუნავდეს, სწორედ ამ მოცემულობის გამო, ხშირად იძულებულია მავნე ფაქტორებთან ბრძოლაში კოლოსალური რესურსი დახარჯოს. შედეგად ორგანიზმი არაერთი გამოწვევის წინაშე დგება. 

ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა ოქსიდაციური სტრესი — მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში დისბალანსია თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის. თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობა კი იწვევს: უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანებას, ლიპიდების, ცილების და დნმ-ის სტრუქტურული ცვლილებებს, ანთებით პროცესებს, ან ქრონიკული დაავადებების განვითარებას.

ოქსიდაციური სტრესის პრევენცია თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან მისი კონტროლი მნიშვნელოვანწილად ამცირებს დაავადებების რისკს და ხელს უწყობს ჯანმრთელი დაბერების პროცესს.

ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც ამ მიზანს ემსახურება არის ლიპოგლუ — ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც აერთიანებს სამ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას: ალფა ლიპოის მჟავას, L-გლუტათიონს და ვიტამინ C-ს. 

ლიპოგლუს ანოტაცია — რისგან შედგება საკვები დანამატი

თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ეს საკვები დანამატი სააფთიაქო ქსელებში კაფსულის ფორმით არის ხელმისაწვდომი. ერთ კოლოფში შეფუთული 30 კაფსული გათვლილია ყოველდღიურ გამოყენებაზე. 

ანოტაციის მიხედვით, ლიპოგლუს ინგრედიენტებს გააჩნია სინერგიული მოქმედება, რაც უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდანტურ ეფექტს:

  • L-გლუტათიონი — ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენდოგენური ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს დეტოქსიკაციის პროცესებში, ხელს უწყობს უჯრედების დაცვას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
  • ალფა ლიპოის მჟავა (ALA) — უნივერსალური ანტიოქსიდანტია, რომელიც მოქმედებს როგორც წყალში, ისე ცხიმში. ამასთანავე, აღადგენს და აძლიერებს სხვა ანტიოქსიდანტების მოქმედებას, მათ შორის გლუტათიონისა და ვიტამინ C-ს.
  • ვიტამინი C — იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს.

ლიპოგლუს ანტიოქსიდანტების მოქმედება ორგანიზმზე, რაც ხელს უწყობს უჯრედების დაცვას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.

ლიპოგლუს ინსტრუქცია – როგორ მივიღოთ საკვები დანამატი 

ლიპოგლუს მიღებამდე კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან გაიარეთ. ანოტაციაში არ არის განსაზღვრული დღიური დოზა, თუმცა რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება დღეში ერთხელ, წყალთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.  

გაითვალისწინეთ, რომ საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად. შესაბამისად, იმის მიუხედავად, მიიღებთ თუ არა ამ საკვებ დანამატს, ჯანსაღი კვება კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ სხვა საშუალებების მსგავსად, ლიპოგლუც ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას შეინახოთ.

8 აგვ 2025