აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლორობენი — პრეპარატი ყელის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტის წინააღმდეგ

უკან

ლორობენი — პრეპარატი ყელის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტის წინააღმდეგ

5 აგვ 2025

ყელის ტკივილის ხსნარი ლორობენი

 

ყელის ტკივილი ცხოვრებაში არაერთხელ თითოეულ ჩვენგანს განუცდია, შესაბამისად, ყველას კარგად მოეხსენება, როგორ დისკომფორტთან შეიძლება იყოს ის დაკავშირებული. ის მოულოდნელად გვსტუმრობს და ხელს გვიშლის მეტყველებაში, კვებაში, ნეწყვის ყლაპვასა და ძილშიც კი. 

ყელის ტკივილს ძირითადად ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული ანთება, ალერგია ან ვოკალური დაძაბულობა იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ის, ყელის ტკივილი ადამიანის ყოველდღიურობას თავდაყირა აყენებს, ამცირებს პროდუქტიულობას და აჩენს სურვილს, არსებობდეს საშუალება, რომელიც მას ერთ წამში გააქრობდა. 

ასეთი საშუალება ნამდვილად არ არსებობს, თუმცა მედიცინის არსენალში მოიპოვება პრეპარატები, რომლებიც სწრაფ და ლოკალიზებულ შვებას გვთავაზობენ — ლორობენი ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია. 

ლორობენი ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეზიური ფორმულის კომბინაციაა, რომელიც ყელისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ჩაცხრობის, შეშუპების შემცირების, ინფექციის განადგურებისა და ტკივილის გაყუჩების გზით პაციენტს შვებას ანიჭებს. შესაბამისად, ექიმები ხშირად მიმართავენ აღნიშნულ პრეპარატს ისეთი ჩვენებების სამკურნალოდ, როგორებიცაა:

  • ფარინგიტი და ტონზილიტი (ყელის ინფექციები);
  • გინგივიტი და სტომატიტი (პირის ღრუს ინფექციები);
  • ყელის გაღიზიანება ჰაერის სიმშრალის, მოწევის, ალკოჰოლის მოხმარების გამო;
  • სტომატოლოგიური პროცედურების შემდგომ დარჩენილი დისკომფორტი;

თავისი მრავალმხრივი მიდგომით, ლორობენი არ ნიღბავს ტკივილს, ის მის მიზეზს, ინფექციას ანადგურებს და მდგომარეობის დამძიმებას გარიდებთ თავიდან. 

აფთიაქებში ხელმისაწვდომია როგორც ლორობენის სავლები ხსნარი, ისე ლორობენი სპრეის სახით.

რა არის ლორობენი — ანოტაცია 

ლორობენი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. მის აქტიურ ნივთიერებებს  ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ქლორჰექსიდინის გლუკონატი წარმოადგენენ, ხოლო დამხმარე ნივთიერებები განსხვავდება პრეპარატის ფორმის მიხედვით. ლორობენის სპრეის დამხმარე ნივთიერებებია: პოლისორბატი 20, სორბიტოლი 70%, პროპილენგლიკოლი, ყვითელიქინოლინი, პიტნისესენცია, საქაროზა, Ecocool MP, პატენტ V ლურჯი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი,ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი, გასუფთავებული წყალი. რაც შეეხება ლორობენის ხსნარის დამხმარე ნივთიერებებს, აქ პიტნისა და ლიმონის ესენციებთან ერთად ვხვდებით სორბიტოლს, ეთანოლსა და ჰიდროქინონს.

 

ექსპერიმენტალურად დადგენილია, რომ ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო გამოხატულია ანთებითი პროცესის შედეგად განვითარებული ტკივილისას, ვიდრე არაანთებითი ხასიათის ტკივილის დროს. ქლორჰექსიდინი ეფექტიანია გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებთან, ზოგიერთ პათოგენურ სოკოებთან, საფუარებთან და უმეტეს ვირუსებთან ბრძოლაში. ქლორჰექსიდინის გლუკონატი ბისბიგუანიდია ფართო ანტიმიკრობული აქტივობით, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას აბსორბირდება კბილების ზედაპირზე, პირის ღრუს ლორწოვანზე და ნადებზე, ნელ-ნელა გამონთავისუფლდება ნერწყვში 24 საათის განმავლობაში. 

პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება არ არის დაკავშირებული ჰიპოფიზო-ადრენალურ სისტემასთან. ბენზიდამინი აინჰიბირებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, ხოლო ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინს გააჩნია პროლონგირებული ბაქტერიოსტატიკური ეფექტი, რომელსაც მოჰყვება დაუყოვნებელი ბაქტერიოციდული მოქმედება. ქლორჰექსიდინი აბსორბირდება ბაქტერიის კედელზე და ახდენს პროლონგირებულ ზედაპირულ ზემოქმედებას, ანელებს ბაქტერიის ზრდას, ხელს უწყობს ციტოპლაზმის პრეციპიტაციას და იწვევს ბაქტერიის უჯრედის სიკვდილს.

ლორობენი გამოიყენება კბილებზე ნადების შესამცირებლად და პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლადაც.

 

ლორობენის სპრეის ფასი და ყიდვა

როგორია ლორობენის ხსნარისა თუ სპრეის მიღების წესი

მიუხედავად იმისა, რომ ლორობენი უსაფრთხო პრეპარატია, მისი მიღებისას გარკვეული წესების დაცვა მაინც გმართებთ, რათა მინიმუმამდე შეამციროთ არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შანსები.

ლორობენის ხსნარის მიღების წესი 

პრეპარატი არავითარ შემთხვევაში არ განაზაოთ! გამოყენების შედეგ საჭიროა ხსნარის გადმოფურთხება.

მოზრდილებში ჩვეულებრივი დოზა არის 15მლ. პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველ 1,5-3 სთ-ში მთელი დღის განმავლობაში. ხსნარი პირის ღრუში 30 წამის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ. ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული არასასურველი შეფერვის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით.

6-12 წლის ბავვებში რეკომენდებული დოზაა 5-15მლ გამოსავლებად 30 წამის განმავლობაში ყოველ 1,5-3 სთ-ში. 

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში.

ლორობენის სპრეის მიღების წესი

დააჭირეთ თითი სპრეის აპლიკატორს მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული რეგულარული დინება, აწიეთ აპლიკატორის ბოლო, სანამ იგი კარგად არ მოთავსდება პირის ღრუში, რის შემდეგაც დააჭერთ აპლიკატორს და სხვადასხვა უბანზე 4-ჯერ მოასხურებთ.

გაიმეორეთ ეს მოქმედება ყოველ 1.5-3 საათში.

ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული არასასურველი შეფერვის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში.

პრეპარატისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები და სიფრთხილის ზომები

ლორობენი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება და ნაკლებად ახასიათებს არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები, თუმცა მათ ბოლომდე გამოსარიცხად, უმჯობესია, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და ზედმიწევნით დაიცვათ გამოყენების წესები.

პირველ რიგში, არ მიიღოთ ლორობენი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ მძიმე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოთ.

მკურნალობის შედეგად მიღებული ყველაზე ხშირი რეაქციებია — პირის ღრუს დაბუჟება, მოჭერისა და ჩხვლეტის შეგრძნება. ძალიან იშვიათად აღინიშნება სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება, ასევე სიმხურვალის შეგრძნება პირის ღრუში და გემოვნების შეცვლა.

გულისრევა, ღებინება, სლოკინი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები და ძილიანობა გვხვდება ძალიან იშვიათად და არ ატარებენ სერიოზულ ხასიათს. 

რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, შესწავლილია ქლორჰექსიდინის გლუკონატის მოქმედება რეპროდუქციაზე და ფერტილობაზე. ვირთხებზე ჩატარებულ კვლევეში არ გამოვლინდა დასაბუთებული დამაზიანებელი გავლენა ფერტილობაზე. აგრეთვე ნაყოფზე ზემოქმედების შედეგი იყო უარყოფითი ვირთხებსა და ბოცვერებში ჩატარებულ კვლევებში. არ არსებობს ორსულ ქალებზე ქლორჰექსიდინის მოქმედების შესახებ კონტროლირებადი კვლევები, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

 

ლორობენი ხსნარი ყელის ტკივილისთვის

ლორობენის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები 

ლორობენი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე, ხოლო ლორობენის შემთხვევაში ეს ვადა 2 წელს შეადგენს. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ლორობენს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

იმ სამყაროში, რომელშიც ლორობენი არსებობს, ყელის ტკივილმა ხანგრძლივად არ უნდა შეგაწუხოთ — მიიღეთ ლორობენი, აღადგინეთ ბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაივიწყეთ დისკომფორტი.

5 აგვ 2025