აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლუკარნიტი — თვალის წვეთები გაღიზიანებისა და სიმშრალისთვის

უკან

ლუკარნიტი — თვალის წვეთები გაღიზიანებისა და სიმშრალისთვის

8 აგვ 2025

ლუკარნიტი თვალის წვეთები გაღიზიანებისა და სიმშრალისთვის

 

თვალი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ის, შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორის გავლენით გაღიზიანდეს ან გამოშრეს, რასაც წვა და უცხო სხეულის შეგრძნება ახლავს ხოლმე თან.

ასეთ შემთხვევებში თვალის ბუნებრივი ბალანსის აღდგენა ხდება საჭირო, რათა დისკომფორტი მოიხსნას. ამ მხრივ გამორჩეული ადგილი უკავია ლუკარნიტს, ახალი თაობის ოფთალმოლოგიურ ხსნარს, რომელიც თვალის ზედაპირის დაცვას, დატენიანებასა და აღდგენას უზრუნველყოფს.

ლუკარნიტის შედგენილობა და ფლაკონის სპეციალური დიზაინი 

ლუკარნიტის წვეთები სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარია, რომელიც შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატსა (0.4%) და ლევოკარნიტინს. ისინი თვალის ზედაპირის დაცვისა და დატენიანების მისაღწევად ძირითადი კომპონენტებია. დამხმარე ნივთიერებებში შედის: თუთიის ქლორიდი, ნატრიუმის ტეტრაბორატი დეკაჰიდრატი, ბორის მჟავა, სორბიტოლი, ნატრიუმის ქლორიდი და სტერილური წყალი. მათი ერთად მოქმედება მაღალი სიბლანტის მქონე გელისებრ სტრუქტურას ქმნის, რომელიც თვალის ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება და დამცავი საფარველის ფუნქციას ასრულებს. ის ცრემლის აორთქლებას ამცირებს და თვალის ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებას განაპირობებს.

პრეპარატი მოთავსებულია 10 მლ-იან სპეციალურ ფლაკონში, რომლის თავსახურიც თვითდახურვის მექანიზმითაა აღჭურვილი. მისი მეშვეობით ფლაკონის წვერი ყოველი წვეთის გამოსვლის შემდეგ იხურება, რის გამოც ზედმეტი სითხე არ გადმოდის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ სისტემის დახმარებით ფლაკონში ბაქტერიების შეღწევის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს ლუკარნიტს საშუალებას აძლევს, სტერილობა ფლაკონის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში შეინარჩუნოს. აღსანიშნავია, რომ მასში კონსერვანტები არ გვხვდება.

როგორია პრეპარატის მოქმედების მექანიზმი 

ლუკარნიტი მოქმედებს, როგორც ცრემლის ძლიერი და ბუნებრივი შემცვლელი. მისი ეფექტი ჰიალურონატისა და ლევოკარნიტინის კონცენტრირებულ კომბინაციას ეფუძნება, რომელიც მხედველობის ორგანოს დამცავ ერთგვარ “ფარს” ქმნის. ეს სტრუქტურირებული გელისებრი ფენა ორმაგ ფუნქციას ასრულებს: თვალს მექანიკური დაზიანებისგან იცავს და ცრემლის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც ე.წ. მშრალი თვალის სინდრომის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნატრიუმის ჰიალურონატი ბუნებრივი პოლისაქარიდია, რომელსაც ძლიერი ჰიდროფილურობა ახასიათებს — იგი ტენს იზიდავს და აკავებს, რაც თვალის ზედაპირს საშუალებას აძლევს, რომ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს დატენიანებული. ლევოკარნიტინი თვალის უჯრედებს ოსმოტური სტრესისგან იცავს, რაც გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია. ის ხელს უშლის უჯრედის დაზიანებას თავისუფალი რადიკალების მიერ, რაც პრეპარატის დამცავ შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად ზრდის.

 

ლუკარნიტი ანოტაცია

ლუკარნიტის წვეთების ჩვენებები და გამოყენების წესები

ლუკარნიტი რეკომენდებულია თვალის გაღიზიანების, სიმშრალის, წვისა და უცხო სხეულის შეგრძნებისას. ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ტექნოგენური ფაქტორებით — ქარი, მზე, მშრალი ჰაერი, კვამლი, ეკრანთან დიდხანს ყოფნა, კონტაქტური ლინზების ხშირი ან ხანგრძლივი ტარება ან ოფთალმოლოგიური ოპერაციები. ამ ფართო სპექტრის პირობებში ლუკარნიტი თვალის ზედაპირის დაცვას უზრუნველყოფს, სიმპტომებს ამსუბუქებს და ხელს უწყობს მხედველობის სიმკვეთრის შენარჩუნებას.

გამოყენების წესი მარტივია: ფლაკონზე მსუბუქი დაჭერით 1-2 წვეთი დღეში 3-4-ჯერ უნდა ჩაიწვეთოთ იმ თვალში, რომელშიც დისკომფორტს გრძნობთ. ფლაკონის შიგთავსის რაოდენობის კლებასთან ერთად წვეთის გამოსაყოფად საჭირო ძალაც იზრდება, რაც გასათვალისწინებელია. ამის მიუხედავად, ფლაკონზე გადაჭარბებულ ზეწოლას უნდა მოერიდოთ, რათა იქიდან წვეთის ნაცვლად სითხის მთელი ნაკადი გადმოიღვაროს.

რა უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხოებისთვის 

ლუკარნიტი არაა რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მის რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე ალერგია აქვს. არ შეიძლება გამოყენება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგაც. ასევე, პრეპარატის ჩაწვეთებისას აუცილებელია, ფლაკონი თვალის ზედაპირს არ შეეხოს, რათა მისი დაბინძურება აიცილოთ თავიდან.

ჩაწვეთების შემდეგ, შესაძლებელია, მცირე ხნით მხედველობის დაბინდვა იგრძნოთ, რაც პროდუქტის სიბლანტის ბრალია. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მხედველობის გამოსწორებას რამდენიმე წუთი მშვიდად დაელოდებით. იმ შემთხვევაში, თუ ლუკარნიტთან ერთად სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებაც გამოიყენება, ჩაწვეთებებს შორის მინიმუმ 10-წუთიანი შუალედი უნდა იყოს.

ფლაკონის გახსნის შემდეგ ლუკარნიტი 90 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. მისი მოხმარება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში, ასევე ბავშვებში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის მიზანშეწონილი. პროდუქტი მხოლოდ გარეგანი, ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ის პეროლარულად არ მიიღება. სასურველია ლუკარნიტის არაუმეტეს 30-დღიანი უწყვეტი ჩაწვეთება, ხოლო ხანგრძლივი სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.

8 აგვ 2025