მარიალი - გელი გულძმარვისა და ხველის სამკურნალოდ
13 ნოე 2024

მარიალი არის იტალიური წარმოების გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება.
მარიალის გელი გამოიყენება ჯანმრთელობის შემდეგი გართულებების დროს:
მარიალი იწარმოება გელის სახით, იგი არის 15 მლ-იანი სტიკი.
მარიალი შედგება შემდეგი ნივთიერებებისგან:
მარიალის შედგენილობაში შემავალი ნივთიერებები ამცირებენ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისა (გულძმარვა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა) და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსის (ხველა, დისფონია, ოდინოფაგია, ლარინგოსპაზმი, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ასთმა, დისპნოე, რინორეა) სიმპტომებს.
კერძოდ:
შესაბამისად, აღნიშნული ნივთიერებების კომპოზიცია ეწებება საყლაპავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, მოქმედებს ლოკალურად და იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების (ნაღვლის მჟავები, მარილმჟავა) დამაზიანებელი მოქმედებისაგან და ამასთანავე, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ფუნქციის აღდგენას.
მარიალი არ შეიცავს გლუტენს, GMO-სა და ლაქტოზას.
მარიალის გელის უკუჩვენება ვლინდება ჰიპერმგრძნობელობაში მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
მარიალის გელის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ სტიკი აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ გამოყენების წინ.
რაც შეეხება დოზებს, მარიალის გელის დოზები განსხვავდება ასაკის მიხედვით. კერძოდ:
გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ რეკომენდებულ დოზას.
არასასურველი ეფექტის ან გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში კი აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
მარიალის გელის გვერდითი მოვლენა შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობით მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე ნივთირების მიმართ.
მარიალის გელი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. რაც შეეხება ვარგისიანობის ვადას, მნიშვნელოვანია, რომ გელი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, არ გამოიყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია.
მარიალის გელი განეკუთვნება მედიკამენტების III ჯგუფს, შესაბამისად, აფთიაქიდან მისი გაცემა შესაძლებელია ურეცეპტოდ.
13 ნოე 2024