აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მედაოქსი — ანტიბაქტერიული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის

უკან

მედაოქსი — ანტიბაქტერიული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის

10 ივლ 2025

მედაოქსი - მედაოქსი ფასი

მოზრდილებსა და ბავშვებში ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ერთ-ერთი მედიკამენტი — მედაოქსია. ეს პრეპარატი ტეტრაციკლინების, ანტიბაქტერიული საშუალებების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. 

მედაოქსი 100მგ ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი ბაზარზე, 10 ტაბლეტი ბლისტერში. მედიკამენტის მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია. თუ რისთვის გამოიყენება პრეპარატი, ასევე მედაოქსის ანოტაციას და უკუჩვენებებს უფრო დეტალურად ამ ბლოგში გაგაცნობთ. 

 

რისთვის გამოიყენება მედაოქსი 

“მოყვითალო-მოყავისფრო ფერის მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით „173“ და მეორე მხარეს ნაჭდევით”, — ეს მედაოქსის აღწერილობაა. პრეპარატის საერთაშორისო დასახელება დოქსიციკლინია. ეს უკანასკნელი ასევე მედაოქსის შემადგენელი აქტიური ნივთიერებაა. 

როგორც ნებისმიერი სხვა მდგომარეობისა და მედიკამენტის, მედაოქსის შემთხვევაშიც თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, როდის, რა დოზითა და ხანგრძლივობით დაგინიშნავთ პრეპარატს. მედაოქსის ანოტაციაში, თუ რისთვის გამოიყენება იგი,  ეს ჩვენებებია აღწერილი:

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, უროგენიტალური ინფექციები;
  • კანის ინფექციები, მაგალითად ვულგარული აკნე;
  • მსუბუქი სიმძიმის არაჰოსპიტალური პნევმონია (გამოწვეული ატიპიური პათოგენური მიკროორგანიზმებით);
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • თვალის ინფექციური დაავადებები; (გამოწვეული Chlamydia trachomatis (ტრაქომა)
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები;
  • ლაიმის დაავადება;
  • რიკეტსიოზი, იგივე ცხელება;
  • სხვა ისეთი ინფექციები, როგორიცაა: მუცლის ტიფი, ჭირი, ტულარემია, ბრუცელოზი, ციმბირული წყლული, ორნიტოზი;
  • ლეპტოსპიროზი;
  • პასტერელოზი;
  • მალარია, ასევე მალარიის პროფილაქტიკა;

მედაოქსი და ზოგადად, ტერტაციკლინები არ გამოიყენება ისეთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია სალმონელას ბაქტერიით, Salmonella spp. მისი მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ ის ზოგადი და ოფიციალური რეკომენდაციები, რაც გულისხმობს ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენებას.

 

 მედაოქსი 100მგ

როგორია მედაოქსის ინსტრუქცია — მიღების წესი

მედაოქსის გამოყენების წესი და დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ჩვენებაზე, ასაკზე და ასევე, მდგომარეობის სიმძიმეზე. რადგანაც რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების სიხშირის ზრდა, მნიშვნელოვანია მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებას. აქ ანოტაციაში მითითებულ დოზირებებს გაგაცნობთ. 

დოქსიციკლინი, იგივე მედაოქსი არ უნდა მიიღონ ბავშვებმა დაბადებიდან 8 წლამდე. ხოლო 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე ინფექციების დროს სიფრთხილით უნდა შეფასდეს დოქსიციკლინის გამოყენების აუცილებლობა. ანოტაციის მიხედვით ამ ასაკის ბავშვებში დოქსიციკლინი, ანუ მედაოქსი იმ შემთხვევებში ინიშნება, თუკი სხვა პრეპარატები უკუნაჩვენებია, არაეფექტურია, ან მიუწვდომელია. 

გასათვალისწინებელია, რომ თუკი პაციენტისთვის 100 მგ-ზე ნაკლები დოზაა საჭირო, დოქსიციკლინის შემცველი სხვა ხელმისაწვდომი პრეპარატი უნდა გამოიყენონ. 

რაც შეეხება 12-დამ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, მწვავე ინფექციების დროს, დოქსიციკლინის ჩვეულებრივი დოზა შეიძლება მკურნალობის პირველ დღე-ღამეს 200 მგ იყოს, 1 ან 2 მიღებაზე, შემდეგ კი — 100-100 მგ დღე-ღამეში.

ჩვეულებრივ, მედაოქსით მკურნალობის კურსი შესაძლოა გაგრძელდეს 5-დან 10 დღემდე. ანოტაციის მიხედვით, ცხელების სიმპტომების აღმოფხვრის შემდეგ, პაციენტმა მედიკამენტი უნდა მიიღოს მინიმუმ 24-48 საათის განმავლობაში. უფრო დეტალურად კურსის ხანგრძლივობა და დოზირება ცალკეული ინფექციების სამკურნალოდ უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

რაც შეეხება გამოყენების წესს, მედაოქსი მიიღება სუსპენზიის, ანუ სითხეში გახსნილი ფორმით. მედაოქსის ტაბლეტი უნდა გახსნათ არაუმცირეს 50მლ წყალში. სუსპენზიის მიღება რეკომენდებულია მომზადებისთანავე, ჭამის დროს, მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში, დაძინებამდე დიდი ინტერვალით. ამგვარად შემცირდება ეზოფაგიტის (საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი), ან საყლაპავის წყლულის განვითარების რისკი.

როგორია პრეპარატის უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები

მედაოქსი არ უნდა მიიღონ ბავშვებმა 8 წლამდე (რადგანაც დოქსიციკლინს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს კბილების განვითარებაზე და გამოიწვიოს მათი ფერის შეუქცევადი შეცვლა. 

ასევე, მედიკამენტის მიღება შეზღუდულია ორსულებში, მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს, ლაქტაციის პერიოდში და პაციენტებში, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინების, ან დოქსიციკლინებისა და პრეპარატის შემადგენელი რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.

თუკი გაქვთ გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი, ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, გაითვალისწინეთ, რომ მედაოქსი შეიცავს ლაქტოზას და არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი.

თუ მიიღეთ მედაოქსი და გრძნობთ თავბრუსხვევას, მხედველობის მკაფიოობის დარღვევას, ან თვალებში გაორებას, არ მართოთ ავტოტრანსპორტი, ან სხვა მექანიზმი. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

გაითვალისწინეთ, რომ მედაოქსის ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია ღვიძლის დაზიანება სხვა თანმდევი სიმპტომებით. დოზის გადაჭარბებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის გაღიზიანება და დაწყლულება. ამ დროს არ არის რეკომენდებული ღებინება, სიმპტომური მკურნალობა უნდა ჩატარდეს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლით.

10 ივლ 2025