მედოტილინი — პრეპარატი რომელიც ტვინის ჯანმრთელობის აღდგენაში დაგეხმარებათ
5 აგვ 2025

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ამ პრობლემას ხშირად ვერ აწყდებოდეთ, ინსულტი, ტვინის დაზიანება და მასთან დაკავშირებული ეფექტები: მეხსიერების დაკარგვა, გონების დაბინდვა და ა.შ. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის ცხოვრებას ცვლის. ჯანმრთელობის ეს პრობლემები არამხოლოდ ინდივიდებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურობას გარდაქმნის, არამედ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მედიცინისთვის.
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად დედამიწის მოსახლეობა ბერდება, რაც ზრდის ხსენებული პრობლემების რიცხვს — ნეირომეცნიერებს მუდმივად უწევთ იმუშაონ მკურნალობის ისეთი გზების შექმნაზე, რომლებიც ტვინის ფუნქციონირების აღდგენას არამხოლოდ სიმპტომების მკურნალობით, არამედ უჯრედულ დონეზე ტვინის გამოკვებით შეძლებენ.
ერთ-ერთი ასეთი საშუალება მედოტილინია (ქოლინის ალფოსცერატი), რომელიც ტვინის ფუნქციას აცეტილქოლინის ბიოსინთეზის გაუმჯობესების საშუალებით აღადგენს — აცეტილქოლინი მეხსიერების, ინფორმაციის მიღებისა და კონცენტრაციისათვის საკვანძო ნეიროტრანსმიტერია.
სხვა მსგავსი პრეპარატებისგან განსხვავებით, მედოტილინი არ გვთავაზობს მოკლევადიან სტიმულაციას, არამედ ის ტვინის უჯრედების სტრუქტურული მთლიანობის აღდგენასა და დაცვას უზრუნველყოფს.
აფთიაქებში ხელმისაწვდომია როგორც, მედოტოლინი 400მგ-იანი კაფსულები, ისე მედოტილინი 1000მგ ამპულები.
მეტოდოლინის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერება ქოლინის ალფოსცერატის 400 მგ-ს, ხოლო დამხმარე ნივთიერებებს შორის ვხვდებით გლიცერინს, გასუფთავებული წყალს, ჟელატინს, თხევად სორბიტოლს, ტიტანის დიოქსიდს, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატსა და რკინის ყვითელ ოქსიდს.
რაც შეეხება მედოტილინის ამპულებს, თითო მათგანი შეიცავს 1000მგ ქოლინის ალფოსცერატსა და დამხმარე ნივთიერების სახით საინექციო წყალს.
მედოტილინი ქოლინომიმეტური საშუალებაა, ცენტრალური ნერვული სისტემის ქოლინურ რეცეპტორებზე უპირატესი მოქმედებით. ის მიეკუთვნება ნეირომეტაბოლური სტიმულატორების ჯგუფს და ახდენს ნეიროპროტექტორულ მოქმედებას.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ორგანიზმში მოხვედრისას, ფერმენტების ზეგავლენით, ქოლინის ალფოსცერატის ქოლინად და გლიცეროფოსფატად დაშლას ეფუძნება. ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის —ნერვული აგზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორის ბიოსინთეზში, ხოლო გლიცეროფოსფატი ნეირონის მემბრანის ფოსფოლიპიდების წინამორბედია.
მედოტილინი ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, ნეირონული მემბრანების პლასტიკურობასა და რეცეპტორების ფუნქციას აუმჯობესებს. ასევე, ააქტიურებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ცენტრალური ნერვიული სისტემის მეტაბოლიზმს და რეტიკულურ ფორმაციას. ინვოლუციური ან მემკვიდრულ-დეგენერაციული ფსიქოორგანული სინდრომის მქონე პაციენტებში დადებით ზემოქმედებას ახდენს შემეცნებით და ქცევით რეაქციებზე, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ინფორმაციის დამახსოვრებას და აღდგენას. აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს ემოციური არამდგრადობის, გაღიზიანებადობისა და აპათიის აღმოფხვრას.
რაც შეეხება ფარმაკოკინეტიკას, მედოტილინი ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად ტვინში (პლაზმური კონცენტრაციის 45%), აგრეთვე, ღვიძლსა და ფილტვებში. გამოიყოფა ძირითადად ფილტვების საშუალებით, ნახშირბადის დიოქსიდის (85%) სახით, დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებისა და ნაწლავების მეშვეობით.
მედოტილინი ძირითადად გამოიყენება, თუ:
მედოტოლინის კაფსულის მიღების წესი:
მედოტილინი მიიღება ჭამამდე, 1 კაფსულა 3-ჯერ დღე-ღამეში. თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 3-6 თვეს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების თავისებურების, მიღწეული თერაპიული ეფექტის და სამკურნალო საშუალების ამტანობის გათვალისწინებით.
მედოტოლინის ამპულის მიღების წესი:
ამპულა განკუთვნილია ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისათვის.
მწვავე შემთხვევებში ინტრამუსკულარულად გამოიყენება 1 ამპულა დღე-ღამეში ან ინტრავენურად 1-დან 3 ამპულამდე დღე-ღამეში.
ინტრავენური შეყვანისას 1 ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას ფიზიოლოგიური ხსნარის 50 მლ-ში; ინფუზიის სიჩქარე — 60-80 წვეთი/წთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 10 დღეს შეადგენს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება დადებითი დინამიკის დაწყებამდე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ დაიწყებთ მედოტოლინით მკურნალობას ექიმის მითითების გარეშე, რადგან კონკრეტული პაციენტისათვის, შესაძლოა, დოზები განსხვავებული იყოს.

მედოტოლინი ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ მისი მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რათა ნებისმიერი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენა თავიდან აირიდოთ.
როგორც წესი, მედოტოლინს გვერდითი ეფექტების სიმრავლე არ ახასიათებს და კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, თუმცა დოფამინერგული პროცესების სტიმულაციის შედეგად მაინც არის მოსალოდნელი გულისრევა. პრეპარატის მიღების შემდეგ გულისრევის განვითარებისას მედოტოლინის დოზა უნდა შემცირდეს.
ასევე, ნუ მიიღებთ პრეპარატს, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისი შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ, რათა არ გამოიწვიოთ ალერგიული რეაქციები, რომლებიც შესაძლოა ძალიან მძიმეც კი იყოს.
რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი უკუნაჩვენებია. მედოტოლინი არ უნდა მიიღონ ორსულმა ქალებმა და მეძუძურმა დედებმა. სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას. ბავშვებში მედოტილინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლისათვის პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
მედოტოლინი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტისა და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე. პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, რაც გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მედოტოლინი აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ მედოტოლინს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
მედოტოლინი დროებით შვებაზე მეტს გთავაზობთ — ის აქტიურად უჭერს მხარს ტვინის აღდგენის პროცესებს, გეხმარებათ მახსოვრობისა და კოგნიტიური უნარების დაცვაში და იდგება თქვენს გვერდით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.
5 აგვ 2025