მედროლგინი — ეფექტიანი, ძლიერმოქმედი და სანდო საშუალება ტკივილთან გასამკლავებლად
12 სექ 2025

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რომლის გამოც ადამიანები ექიმსა და მკურნალობას მიმართავენ. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან წარმოიქმნება ის, ტრავმაა მისი მიზეზი, ქრონიკული დაავადება თუ ქირურგიული ჩარევა, ტკივილს პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების თავდაყირა დაყენება შეუძლია: ის გიკარგავთ კონცენტრაციას, მოსვენებას, ძილს, მოქმედებს თქვენს ფსიქიკაზე და არ გაძლევთ გამართულად ფუნქციონირების საშუალებას. საშუალო და მწვავე ტკივილის თავიდან მოსაშორებლად კი ეფექტიანი პრეპარატის გამოყენებაა საჭირო.
მედროლგინი (Medrolgin) ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა. ის არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატია ძლიერი ანალგეზიური ეფექტით. ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, მას ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამოც აფასებენ, რაც მოკლე ვადაში ოპიოიდების ალტერნატივად აქცევს.
პსპ-ს აფთიაქებში ხელმისაწვდომია როგორც მედროლგინის ამპულა, ისე მედროლგინი 10მგ ტაბლეტების სახით და მედროლგინის თვალის წვეთები.
მედროლგინის ნებისმიერი ფორმის აქტიური ნივთიერება კეტოროლაკის ტრომეტამინია, ხოლო დამხმარე ნივთიერებები განსხვავდება პრეპარატის ფორმის მიხედვით: მედროლგინის წვეთების შემთხვევაში, ესენია: ოქტოქსინოლ 40, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა და გასუფთავებული წყალი. ტაბლეტების შემთხვევაში, დამხმარე ნივთიერებების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. ბოლოს კი, მედროლგინის ამპულა შეიცავს დინატრიუმის ედეტატს, ეთილის სპირტს, ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ჰიდროქსიდსა და საინექციო წყალს.
კეტოროლაკის ტრომეტამინი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ამავდროულად, პრეპარატს არ გააჩნია სედაციური და ანქსიოლიზური ეფექტი. მაქსიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აღინიშნება კეტოროლაკის ტრომეტამინის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ და მნიშვნელოვნად არ იცვლება რეკომენდებული დოზის დიაპაზონში. ანალგეზიის ხანგრძლივობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება პრეპარატის მაღალ და დაბალ დოზებს შორის.
მოზრდილებში, კეტოროლაკის ტრომეტამინის ერთჯერადი პერორალური, ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ რეკომენდებული დოზების დიაპაზონში, რაცემატის კლირენსი არ იცვლება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კეტოროლაკის ტრომეტამინის ფარმაკოკინეტიკა მოზრდილებში ერთჯერადი ან მრავალჯერადი ინტრამუსკულური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ისევე როგორც რეკომენდებული დოზებით პერორალური მიღების შემდეგ, წრფივია. მედროლგინის ტაბლეტების მიღებისას, პრეპარატი 100%-ით შეიწოვება. პრეპარატის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები წარმოადგენენ საწყისი პრეპარატის ჰიდროქსილირებულ და კონიუგირებულ ფორმებს. მედროლგინის გარკვეული რაოდენობა უცვლელი სახით, ისევე როგორც მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები, გამოიყოფა შარდთან ერთად.
რაც შეეხება ჩვენებებს, რომლის დროსაც გამოიყენება მედროლგინი, ისინი განსხვავებულია პრეპარატის მიღების ფორმის შესაბამისად. კერძოდ, მედროლგინის ტაბლეტები გამოიყენება საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის ხანმოკლე (≤ 5 დღე) მკურნალობისთვის, ოპიოიდებით ანალგეზიის საჭიროებისას, ჩვეულებრივ პოსტოპერაციულ პერიოდში. მედროლგინის ამპულებს იყენებენ სხვადასხვა გენეზის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს (მათ შორის, ტკივილი ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების დროს), ხოლო თვალის წვეთები გამოიყენება კატარაქტისა და თვალის ოპერაციების შემდგომ განვითარებული ანთებისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობისთვის.

როგორც ნებისმიერი პრეპარატის, ისე მედროლგინის მიღებისას, სიფრთხილე გმართებთ — დაიცავით ექიმის დანიშნულება ზედმიწევნით, რათა თავიდან აირიდოთ არასასურველი და სახიფათო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
მედროლგინის ტაბლეტების ფორმით მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა კეტოროლაკის ტრომეტამინით მკურნალობის პოტენციური სარგებლის და რისკის, აგრეთვე მკურნალობის სხვა ვარიანტების სათანადო შეფასება. საჭიროა, გამოყენებულ იქნას პრეპარატის ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზა დროის უმოკლეს პერიოდში პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალური მიზნების გათვალისწინებით.
მედროლგინის ტაბლეტები მიიღება შიგნით, ერთჯერადად ან განმეორებით, ტკივილის სინდრომის სიმძიმის გათვალისწინებით. საჭიროა, მკურნალობა დაიწყოს კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენებით და მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მედროლგინის ტაბლეტების მიღება.
გაითვალისწინეთ, რომ მედროლგინით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
რაც შეეხება დოზებს, 17-64 წლის პაციენტებში მიიღება ერთი დოზა 20 მგ პერორალურად, შემდეგ 10 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 40 მგ-ისა დღე-ღამეში.
ხანდაზმულ, 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში, ერთი დოზა 10 მგ პერორალურად, შემდეგ 10 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 40 მგ-ისა დღე-ღამეში.
მედროლგინის ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 17 წლამდე პაციენტებში გამოყენებისთვისს.
მედროლგინის ამპულის შიგთავსის ინტრავენური შეყვანა უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 15 წამი. ინტრამუსკულარული შეყვანა უნდა მოხდეს ნელა, ღრმად კუნთში.
ზომიერად მძიმე და მწვავე ტკივილის მოსახსნელად 65 წლამდე ასაკის მოზრდილ პაციენტებში კუნთში ერთ ჯერზე შეყავთ არა უმეტეს 60 მგ-ისა (კეტოროლაკის პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ 30 მგ ყოველ 6 საათში; ინტრავენურად — 30 მგ (არა უმეტეს 15 დოზისა 5 დღე-ღამის განმავლობაში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ-ს.
50კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე პაციენტებში, აგრეთვე, 65 წელს გადაცილებულ პირებში, კუნთში ერთ ჯერზე შეყავთ არა უმეტეს 30 მგ-ისა (კეტოროლაკის პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ 15 მგ (არა უმეტეს 20 დოზისა 5 დღე-ღამის განმავლობაში); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ-ს.
რაც შეეხება თვალის წვეთებს, ამ ფორმით წარმოდგენილი მედროლგინით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას.
თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ განვითარებული ანთებითი პროცესებისათვის ოპერაციიდან 24 საათში აწვეთებენ თითო წვეთს 4-ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტისას პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში თითო წვეთს 4-ჯერ დღე-ღამეში.
მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარებისას.

გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში არსებობს — გამონაკლისი არც მედროლგინია. მიუხედავად ამისა, ნუ შეგაშინებთ ვრცელი ჩამონათვალი: ექიმის მითითებების გათვალისწინებისა და სიფრთხილის ზომების დაცვის შემთხვევაში, ამ არასასურველი ეფექტების გამოვლენის რისკი ძალიან მცირეა.
პირველ რიგში, ნუ მიიღებთ მედროლგინს, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
ძალიან ხშირად ვლინდება მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, თავის ტკივილი. ხშირია ყაბზობა/ფაღარათი, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადავსების შეგრძნება, ანემია, ჰიპერტენზია, ქავილი, პურპურა, გამონაყარი, ოფლიანობის მომატება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შუილი ყურებში, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება,
არახშირად (1000-დან 1 შემთხვევაში) ვლინდება ანორექსია, პირის სიმშრალე, ბოყინი, ეზოფაგიტი, ძლიერი წყურვილი, ჰეპატიტი, მომატებული მადა, სიყვითლე, მელენა, რექტალური სისხლდენა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულისცემის აჩქარება, სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, გულის წასვლა, ალოპეცია, ფოტოსენსიტიურობა, ჭინჭრის ციება, ეკხიმოზი, ეოზინოფილია, სისხლდენა ცხვირიდან, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ეიფორია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ნევროზულობა, პარესთეზია, ძილიანობა, სტუპორი, ტრემორი, ვერტიგო, ზოგადი სისუსტე, ხველა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება, რინიტი, გემოს დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, ცისტიტი, დიზურია, ჰემატურია, შარდვის გახშირება, ცხელება, ინფექციები, სეფსისი.
იშვიათია მწვავე პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, წყლულოვანი სტომატიტი, არითმია, ბრადიკარდია, ტკივილი გულმკერდში, წამოხურება სახის მიდამოში, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ვასკულიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრემია, ასეპტიური მენინგიტი, გულყრები, ბრონქოსპაზმი, კონიუნქტივიტი.
რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამინის ტაბლეტების გამოყენება ორსულ ქალებში შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევ დახურვასთან და ნაყოფში თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან, რაც იწვევს ოლიგოჰიდრამნიოს განვითარებას და ზოგიერთ შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის დარღვევას ახალშობილებში. ზემოაღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით, ორსულ ქალებში ორსულობის 20-დან 30 კვირამდე ვადაზე მედროლგინი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზით. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს, შესაბამისი რისკების შეფასების საფუძველზე.
მედროლგინი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ მედროლგინს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
არ მისცეთ ტკივილს საშუალება, რომ ხანგრძლივად დაგტანჯოთ — განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს ისეთი ეფექტიანი საშუალება, როგორიც მედროლგინია.
12 სექ 2025