მენოქტა — 1 ტაბლეტში მოქცეული 4 სარგებელი მენოპაუზის სიმპტომების მართვისთვის
12 სექ 2025

არარეგულარული, ან შეწყვეტილი მენსტრუალური ციკლი, განწყობის ცვლილებები, სექსუალური სურვილის დაქვეითება, ცხელება, ძლიერი ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, თავის ტკივილები, საშოს სიმშრალე და გაღიზიანება, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ძილის დარღვევები და სხვა — მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ნიშნებია.
ქალების ცხოვრებაში მენოპაუზა ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია. ზოგადი აღწერით, ეს არის მენსტრუალური ციკლისა და ფერტილურობის შეწყვეტის ეტაპი. ბუნებრივად მენოპაუზა საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება. თუმცა, შეიძლება დადგეს 40 წლამდე. ამას ვადამდელი მენოპაუზა ჰქვია.
ეს ცვლილებები ქალების ცხოვრებაში ხშირად არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ და სოციალურ კომფორტსაც არღვევს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი უსაფრთხო და ეფექტიანი საშუალებების პოვნა, რომლებიც ამ პერიოდში ქალებს ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში დაეხმარება.
პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის სიმპტომების ეფექტიანი მართვისთვის სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომი ერთ-ერთი პრეპარატი არის მენოქტა (Menocta).

ესპანეთში წარმოებულ ამ პრეპარატს აქვს უნიკალური ფორმულა. ანოტაციის მიხედვით, 1 ტაბლეტში 4 ბენეფიტია გაერთიანებული. არის არა-ჰორმონალური, არა-ფიტოესტროგენული, არა-უტეროტროპული საშუალება და აქვს 0%-იანი კანცეროგენული რისკი.
მენოქტა ამცირებს ცხელებას და ღამის ოფლიანობას. პრეპარატს გააჩნია სეროტონინერგული მოქმედება, აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და ძილის ხარისხს.
ასევე პრეპარატის მოქმედებით შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომები მნიშვნელოვნად მცირდება, ასევე შეუძლია სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ასევე, მენოქტა თავსებადია ქიმიოთერაპიულ მკურნალობასთან და არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს, რაც მის გამოყენებას შესაძლებელს ხდის ალერგიული ფონის ან საკვების შეუწყნარებლობის მქონე ქალებისთვისაც.
ეს მახასიათებლები მენოქტას განსაკუთრებულად უსაფრთხოს ხდის იმ ქალებისთვისაც კი, რომლებსაც აქვთ ონკოლოგიური ან სხვა ქრონიკული დაავადებების ისტორია.
გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია მენოქტა გამოიყენოთ ექიმის რეკომენდაციით. დოზირება და კურსის ხანგრძლივობაც მკურნალ ექიმთან შეათანხმეთ. ანოტაციაში კი, პრეპარატის გამოყენების შემდეგი სქემაა მოცემული: 1 ტაბლეტი დღეში, ძილის წინ 30 წუთით ადრე.
მენოქტა წარმოადგენს თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტიან არჩევანს იმ ქალებისთვის, რომლებიც მენოპაუზისა და პერიმენოპაუზის პერიოდში განიცდიან სხვადასხვა დისკომფორტს.
12 სექ 2025