მეტი, ვიდრე ანტიოქსიდანტი: ყველაფერი რაც დოქსინატის შესახებ უნდა იცოდეთ
5 აგვ 2025

თანამედროვე მედიცინისათვის დღემდე გამოწვევად რჩება ოქსიდაციური სტრესის საკითხი. ეს ბიოლოგიური პროცესია, რომელსაც ანტიოქსიდაციური თავდაცვის ნაკლებობის პირობებში ორგანიზმზე თავისუფალი რადიკალების გადაჭარბებული ზემოქმედება იწვევს და რომელიც პრობლემების ფართო დიაპაზონს მოიცავს ნეიროდეგენერაციული დაავადებებიდან სისხლის მიმოქცევის პრობლემებამდე.
ყოველდღიურად ჩვენი ტვინი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები განიცდიან სტრესს, რომელსაც უჯრედების დაზიანება, ნეირონებს შორის კომუნიკაციის მოშლა და დაბერების პროცესის აჩქარება შეუძლია — ეს განსაკუთრებით რელევანტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინსულტი, აქვთ ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ვეგეტატური დისტონიის სინდრომი და ა.შ.
ამ კონტექსტში, პრობლემის მნიშვნელოვან გადაწყვეტას გვთავაზობს დროქსინატი, ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელსაც მრავალმხრივი თერაპიული ეფექტი აქვს. დროქსინატი აუმჯობესებს ქსოვილებამდე ჟანგბადის მიღწევას, რითაც მათ დაზიანებას ამცირებს და ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევაში.
დროქსინატის ერთი ამპულა შეიცავს 50მგ აქტიურ ნივთიერება ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს. გარდა ამისა, დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით ნატრიუმის მეტაბისულფიტსა (E 223) და საინექციო წყალს.
პრეპარატს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური (ჟანგბადის ნაკლებობის საწინააღმდეგო), მემბრანომასტაბილიზირებელი, ნოოტროპული, სტრესისგან დამცავი, კრუნჩვების საწინააღმდეგო, ანქსიოლიზური მოქმედება. დროქსინატი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას სხვადასხვა დამაზიანებელ ფაქტორებთა ზემოქმედების მიმართ — ეს ფაქტორები შეიძლება იყოს შოკი, ჰიპოქსია, იშემია, ტრავმა, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური საშუალებებით.
მედიკამენტი აუმჯობესებს ტვინის მეტაბოლიზმსა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციასა და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებება). ასტაბილურებს ერითროციტებისა და თრომბოციტების მემბრანულ სტრუქტურას ერითროციტების დაშლის შედეგად ჰემოგლობინის გამოყოფის (ჰემოლიზის) დროს. ასევე, პრეპარატი ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას.
დროქსინატას მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანტიჰიპოქსანტური, ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით. აყოვნებს ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესებს, ააქტიურებს სუპეროქსიდოქსიდაზას, ზრდის ლიპიდებისა და ცილების შეფარდებას, ამცირებს ლიპიდური შრის სიბლანტეს და ზრდის მემბრანის გამტარობას. ახდენს მოდულირებად გავლენას მემბრანდაკავშირებული ფერმენტებისა და რეცეპტორების აქტიურობაზე, აძლიერებს მათ ლიგანდებთან დაკავშირების უნარს და ეხმარება ბიომემბრანის სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზების ხელშეწყობაში, ზრდის ნეირომედიატორების აქტივობასა და აუმჯობესებს სინაფსურ პროცესებს. გარდა ამისა, დროქსინატი ზრდის დოფამინის კონცენტრაციას ტვინში.
რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას, ინტრამუსკულარული შეყვანისას სისხლის პლაზმაში ის შეყვანიდან 4 საათის შემდეგ აღმოჩნდება. მაქსიმალური კონცენტრაცია, დაახლოებით, ნახევარ საათში მიიღწევა. დროქსინატი სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში და ასევე სწრაფად გამოიყოფა. პრეპარატის შეკავების საშუალო დრო ინტრამუსკულარული შეყვანისას 0,7-1,3 საათია. პრეპარატი უპირატესად გამოიყოფა შარდთან, გლუკურონიდის ფორმით და უმნიშვნელო რაოდენობით უცვლელი სახით.

დროქსინატი გამოიყენება შემდეგი ჩვენებების სამკურნალოდ:
მიუხედავად წარმოდგენილი ინსტრუქციისა, დაუშვებელია დროქსინატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე, რადგან, შესაძლოა, ასე არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარება გამოიწვიოთ.
ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად (ნაკადით ან წვეთოვნად) შეყვანისას, პრეპარატი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში.
ნაკადით დროქსინატი შეიყვანება ნელა, 5-7 წთ განმავლობაში. წვეთოვნად — სიჩქარით 40-60 წვეთი წუთში. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 1200 მგ-ს.
ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევებისას, დროქსინატი გამოიყენება პირველი 10-14 დღე ინტრავენურად წვეთოვნად 200-500მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ ინტრამუსკულარულად 200-250 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში.
დისცირკულატორული ენცეფალოპათიისას დეკომპენსაციის ფაზაში, დროქსინატი უნდა დაინიშნოს ინტრავენურად ნაკადით ან წვეთოვნად დოზით 200-500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში. შემდეგ ინტრამუსკულარულად 100-250 მგ/დღე-ღამეში შემდგომი 2 კვირის განმავლობაში.
მსუბუქი კოგნიტური დარღვევებისას ხანდაზმულ ავადმყოფებში და შფოთვითი აშლილობებისას, პრეპარატი გამოიყენება ინტრამუსკულარულად 100-300მგ/დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში, ხოლო აბსტინენციური ალკოჰოლური სინდრომისას, დროქსინატი შეიყვანება დოზით 200-500მგ ინტრავენურად წვეთოვნად ან ინტრამუსკულარულად 2-3-ჯერ დღე-ღამეში 5-7 დღის განმავლობაში.
ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციისას, პრეპარატი შეიყვანება ინტრავენურად დოზით 200-500მგ/დღე-ღამეში 7-14 დღის განმავლობაში. ბოლოს კი, მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესებისას (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი), პრეპარატი ინიშნება პირველი დღე-ღამე როგორც წინასაოპერაციო, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც. შესაყვანი დოზები დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე.

დროქსინატი ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ როგორც ნებისმიერ ასეთ მედიკამენტს, გვერდითი მოვლენები მასაც ახასიათებს. შესაბამისად, მისი მიღებისას სიფრთხილის ზომები მაქსიმალურად უნდა დაიცვათ, რათა ამ არასასიამოვნო გვერდითი ეფექტების განვითარება თავიდან აირიდოთ.
პირველ რიგში, ნუ მიიღებთ დროქსინატს, თუ მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღგენიშნებათ — ასეთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც სასიცოცხლო საფრთხესაც შეიძლება წარმოადგენდეს.
ასევე, შესაძლოა პრეპარატის მიღების შემდეგ განვითარდეს გულისრევა, ქსეროსტომია (პირის სიმშრალე), ძილიანობა — ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ვინაიდან გვერდით ეფექტებს შორის ძილიანობასაც ვხვდებით, დროქსინატის მიღების პარალელურად, უნდა მოერიდოთ ავტომობილისა და სხვა ისეთი მექანიკური საშუალებების მართვას, რომელთა ოპერირებაც კონცენტრაციას მოითხოვს.
რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, არ ჩატარებულა არანაირი კლინიკური კვლევა პრეპარატის მიღების უსაფრთხოებაზე ამ ჯგუფში შემავალ ინდივიდებზე. ამგვარად, დროქსინატი არ არის რეკომენდებული ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
დროქსინატი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ დროქსინატს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ამრიგად, ნუ შეგეშინდებათ ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევების, დისცირკულატორული ენცეფალოპათისა და ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული სხვა პრობლემების, რადგან თქვენი ორგანიზმის დასაცავად დროქსინატი თანამედროვე და მეცნიერულ მიდგომას
5 აგვ 2025