მზისგან დაცვა: საუკეთესო პროდუქტები ზაფხულისთვის
13 ივლ 2025

მზისგან დაცვა: საუკეთესო პროდუქტები ზაფხულისთვის
ზაფხულთან ერთად მზის სხივებიც ძლიერდება — სითბო, რომელიც ცივი თვეების შემდეგ განსაკუთრებით სასიამოვნოდ გვეჩვენება, სინამდვილეში კანისთვის უხილავი საფრთხის მატარებელია. ზღვისპირა გარუჯვა თუ უბრალოდ მზეზე ყოფნა, მიუხედავად თავისი მოჩვენებითი სიმსუბუქისა, ორგანიზმზე პირდაპირ ზემოქმედებს. სწორედ ამიტომ, მზისგან დაცვა ამ სეზონზე უმთავრესი პირობაა და ყოველდღიური რუტინის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს — როგორც აუცილებელი ნაბიჯი კანის სიჯანსაღისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
მზის სხივებში არსებული ულტრაიისფერი გამოსხივება — UVA და UVB — სხვადასხვა გზით აზიანებს ჩვენს კანს. UVA სხივები აღწევს კანის ღრმა ფენებში და არღვევს მის სტრუქტურას. შედეგად, ჩნდება ნაადრევი ნაოჭები, ელასტიკურობის დაკარგვა და პიგმენტური ლაქები. UVB სხივები კი ზედაპირულად მოქმედებს და სწორედ ისინი იწვევს მზის დამწვრობას — წვას, სიწითლეს, გაღიზიანებას და ზოგჯერ სერიოზულ შეშუპებასაც.
ამასთან, რეგულარულად დაცვის გარეშე მზეზე ყოფნა, წლიდან წლამდე, ზრდის კანის სიმსივნის განვითარების რისკს — მათ შორის, ყველაზე საშიში ფორმის, მელანომის.
ბევრს ჰგონია, რომ ჩრდილში ყოფნა ან ტანსაცმლის ჩაცმა საკმარისია მზისგან დასაცავად, თუმცა ეს შეცდომაა. სხივები ადვილად აღწევს ღრუბლების, ფანჯრებისა თუ მსუბუქი ქსოვილების მიღმაც. ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ მზის სხივები მხოლოდ ზღვაზე არ მოქმედებს — ისინი აქტიურია ქალაქში, მანქანაში, პარკში სეირნობისას და, ზოგადად, გარეთ ყოფნის ნებისმიერ დროს.
ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, სწორად შერჩეული მზისგან დამცავი საშუალებები ყოველდღიური ჩვევის ნაწილი უნდა გახდეს. ის ზრუნავს როგორც კანის გარეგან სიჯანსაღეზე, ასევე ღრმად, უჯრედოვან დონეზეც იცავს მას.
მზისგან დაცვის უგულებელყოფა ნიშნავს, რისკის ქვეშ დააყენო შენი კანი, და, ზოგადად, მთელი ჯანმრთელობა. როცა არსებობს ასე მრავალფეროვანი, მსუბუქი და ეფექტური საშუალებები, რომლებიც შეიძლება მარტივად გამოიყენო, ბევრად გონივრულია, მზეს სიფრთხილით შეხვდე…
შერჩევის პროცესში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი SPF მაჩვენებელია. რაც უფრო მაღალია SPF, მით უფრო ხანგრძლივად და ეფექტურად იცავს კანს UVB სხივებისგან. ღია ფერის კანის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და მგრძნობიარე კანისთვის სწორედ მაღალი — SPF50+ მაჩვენებლის მქონე პროდუქტი არის რეკომენდებული.
მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი UVA დაცვაა. ამიტომ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საშუალება ორივე ტიპის სხივისგან — UVA და UVB — იცავდეს.
ტექსტურაც დიდ მნიშვნელობას იძენს შერჩევის პროცესში. ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის უკეთესია მსუბუქი ფლუიდები ან ისეთი კრემები, რომლებიც არ ახშობს ფორებს და უზრუნველყოფს მატირებულ ეფექტს. ნორმალური და მშრალი კანისთვის შეიძლება არჩევანი დაეყრდნოს ისეთ კრემებს ან ლოსიონებს, რომლებიც დამატენიანებელ კომპონენტებსაც შეიცავს.
თუ მუდმივად გარეთ ხართ და ხშირი გადაადგილება გიწევთ, სტიკი ან სპრეი საუკეთესო გამოსავალია — მარტივად წასასმელია და არ აფუჭებს მაკიაჟს. ხოლო ბავშვებისთვის რძის ტექსტურაა მოსახერხებელი, რადგან მარტივად ნაწილდება კანზე და მალე შეიწოვება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე იმას, არის თუ არა პროდუქტი წყალგამძლე — ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ზღვაზე ან აუზზე ატარებთ დროს. წყალგამძლე ფორმულები უფრო დიდხანს ინარჩუნებს ეფექტიანობას.
და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ საშუალება, რომელიც ჰიპოალერგიულია და კლინიკურად გამოცდილი — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კანი გაღიზიანებისკენაა მიდრეკილი ან ალერგიული ფონი აღგენიშნებათ.
ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად, კანის მაშველებიც გამოჩნდნენ!
აირჩიე შენი საყვარელი ბრენდების კანის მაშველები.
სანაპიროს მაშველებმა უკვე გაგაფრთხილეს: ქოლგას მხოლოდ SPF 3-10 დაცვა აქვს.

ეს ბიოკოსმეტიკური ბრენდი ცნობილია თავისი თერმული წყლებისა და ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით. გამაღდეს SPF50-ის მქონე მზისგან დამცავი კრემი იდეალურია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. მასში არ არის ქიმიური ფილტრები, არ იწვევს ალერგიას და ფარავს კანს ნაზი, სუნთქვადი ფენით. განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კანის სიწითლე, დერმატიტი ან ალერგიული რეაქციები აწუხებს.

ბიოდერმას Photoderm სერია სპეციალურად შექმნილია კანის უჯრედოვანი დონის დასაცავად. ეს რძე განკუთვნილია ბავშვების დელიკატური კანისთვის და წყალგამძლე, UVA/UVB-ის ფართო სპექტრის ფილტრებითაა აღჭურვილი. ფორმულა ჰიპოალერგიულია, არ აღიზიანებს თვალებს და იდეალურია ზღვაზე ან მზიან ადგილებში ყოფნისას მთელი დღის განმავლობაში გამოსაყენებლად.

ესტედერმის ADAPTASUN-ის უნიკალური მექანიზმი კანს ეხმარება, ადაპტირდეს მზის სხივებთან ისე, რომ თანაბარი რუჯი შეინარჩუნოს. ამავდროულად, იცავს ფოტოდაბერებისა და უჯრედული დაზიანებისგან. გამორჩეულია იმით, რომ მზეზე ყოფნისას ეფექტიანად გვიცავს და ამასთან, ააქტიურებს ბუნებრივ მელანინს. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც თანაბარი რუჯის მიღება სურთ და მზეზე დიდ დროს ატარებენ.

Village11-ის მრავალფუნქციური მზისგან დამცავი, რომელიც ასრულებს როგორც დამცავის, ისე ტონალური კრემის როლს. იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის — ოფისში, ქალაქში, მანქანით მგზავრობისას. მსუბუქად შეფერილია, ერგება კანის ტონს და ოდნავ ამცირებს სიწითლეს. კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც არ უყვარს ტრადიციული მაკიაჟი, მაგრამ ბუნებრივი ეფექტის მიღება სურს.

მისი ნაზი არომატის მქონე მსუბუქი, ქაფისებრი უხილავი ტექსტურა ხდის კანს ხავერდოვანს და მაქსიმალურად იცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან (UVB + UVA + VISIBLE + INFRARED ). SVR — SUN ბლურ SPF50+ მსუბუქი კონსისტენციის კრემი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, მოზარდებსა და ზრდასრულებში.

პოლონური ბრენდის Ziaja-ს ტანის სპრეი SPF50+ ზაფხულში შეუცვლელი „პარტნიორია“. ის ქმნის ძლიერ, ფართო სპექტრის დამცავ ფარს, რომელიც ეფექტურად იცავს UVA და UVB სხივებისგან.
წასმისას არ ტოვებს წებოვან ტექსტურას, სწრაფად შეიწოვება, ხოლო კომპაქტური ფორმა საშუალებას გაძლევთ, ყველგან თან ატაროთ და მარტივად განაახლოთ დაცვა.

მზე, მარილიანი წყალი და ქლორი საგრძნობლად აზიანებს თმას. Kaypro-ს SUN შამპუნი კი სწორედ ასეთ პირობებში გამოიყენება. თმას აშორებს მავნე ნაწილაკებს, ატენიანებს და ამშვიდებს თავის კანს. იდეალურია ყველასთვის, ვინც ზაფხულში ხშირად სტუმრობს ზღვას ან აუზს.

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი Caudalie აერთიანებს მზისგან დაცვასა და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. Caudalie - მზისგან დამცავი ლოსიონი SPF50 შეიცავს ყურძნის თესლის პოლიფენოლებს, რაც კანს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ტექსტურა არაწებოვანია და არ ტოვებს თეთრ ლაქებს. შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის.

სპეციალურად შექმნილია ბავშვების ნაზი და სათუთი კანისთვის. Lirene SPF50+ მზისგან დამცავი კრემის რძის ტექსტურა არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. წყალგამძლეა და ეფექტიანია ზღვაზე ან აუზზე დიდხანს ყოფნისას.

ინოვაციური D-ფაქტორით გაჯერებული ფორმულა იცავს არა მხოლოდ UV სხივებისგან, არამედ ატმოსფერული დაბინძურებისგანაც. Martiderm-ის მზისგან დამცავ ამ ფლუიდს აქვს ჰაეროვანი, არაწებოვანი ტექსტურა, იდეალურია ყოველდღიურობაში გამოსაყენებლად.

კორეული ინოვაცია, რომელიც პრაქტიკული ფორმით გამოირჩევა. Mizon-ის მზისგან დამცავი სტიკი დაგეხმარებათ, ნებისმიერ დროსა და ადგილზე ხელახლა წაისვათ დამცავი — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაკიაჟი გაქვთ. უფერულია და ასევე, არ ახშობს ფორებს.

ეს არის სურნელოვანი ლოსიონი საშუალო დაცვის დონით. პაიო SPF30 SUNNY-ს მზისგან დამცავი ლოსიონი იდეალურია მათთვის, ვისაც დაცვასთან ერთად, რუჯის მიღებაც სურთ. არეგულირებს კანის ტენიანობას და ტოვებს ნაზ, ხავერდოვან იერს.

კლინიკურად შემოწმებული და pH 5.5-ის მქონე ფორმულა შესანიშნავია სენსიტიური კანისთვის. Sebamed-ის SPF50+ მზისგან დამცავი კრემი არ შეიცავს პარფიუმს, კონსერვანტებსა და ალკოჰოლს. იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს ეგზემა, აკნე ან კანის სიწითლე.

მზისგან დამცავი ტანის ლოსიონი რეკომენდებულია ნაზი, მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის, რომელსაც სჭირდება მაღალი ინტენსივობის დაცვა. ეფექტურად იცავს კანს მზის UVA/UVB სხივებისგან. Pharmaceris-ის SPF50+ მზისგან დამცავი ლოსიონი უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივების 98%-ზე მეტ დაცვას და ამცირებს ჰიპერპიგმენტაციის რისკს. მასში შემავალი ვიტამინი E და ალანტოინი ამშვიდებს და აჩქარებს კანის აღდგენის პროცესებს. არის წყალგამძლე, მარტივად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან ფენას ტანზე.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაცვასთან ერთად, რუჯის მიღებაც გსურთ, შეგიძლიათ, კანის ტიპისა და საჭიროებების მიხედვით, შესაბამისი გასარუჯი საშუალებები შეარჩიოთ.
13 ივლ 2025