აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მიროლიპი — ბუნებრივი საშუალება ქოლესტერინთან საბრძოლველად

უკან

მიროლიპი — ბუნებრივი საშუალება ქოლესტერინთან საბრძოლველად

6 აგვ 2025

MiroLip 30 კაფსულა

 

მიროლიპი მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი სასურსათო დანამატია, რომელიც ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციის დანიშნულებითაა შექმნილი. მისი უნიკალური ფორმულა მიზნად ისახავს სისხლში საერთო ქოლესტერინის, განსაკუთრებით კი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL), შემცირებას. მიროლიპის მოქმედება მრავალმხრივია — ის არამხოლოდ არეგულირებს ლიპიდურ ბალანსს, არამედ ხელს უწყობს სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც.

მიროლიპის სამმაგი მოქმედების ფორმულა მონაკოლინ K-ს, ბერბერინსა და ფლავანოიდებს ეფუძნება. ის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბუნებრივ და უსაფრთხო მხარდაჭერას ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს. დამატებითი კომპონენტებია: ჟელატინი (რომელიც კაფსულის საფარველზე არსებულ გარსს ქმნის), მაგნიუმის სტეარატი და სიმინდის სახამებელი.

მიროლიპი 30 კაფსულის შეფუთვითაა წარმოდგენილი და ყოველდღიური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თითოეული კაფსული აქტიურად მოქმედი ნივთიერებების ზუსტად განსაზღვრულ დოზას შეიცავს, რაც უსაფრთხო და თანმიმდევრულ ეფექტს უწყობს ხელს.

როგორ მოქმედებს მიროლიპის თითოეული კომპონენტი 

მიროლიპის მოქმედება სამ ძირითად კომპონენტს ეფუძნება, რომელთაგანაც თითოეული ორგანიზმზე განსხვავებული ბიოქიმიური გზებით მოქმედებს. სწორედ ეს განაპირობებს პრეპარატის კომპლექსურ ეფექტს. 

გაგაცნობთ სამივე ნივთიერებას:

წითელი საფუვრიანი ბრინჯის ექსტრაქტი — თითოეულ კაფსულში ამ კომპონენტის რაოდენობა 333 მგ-ს შეადგენს. იგი მონაკოლინ K-ს შეიცავს, ბუნებრივი წარმოშობის სტატინს, რომლის რაოდენობაც კაფსულში 10 მგ-ს უტოლდება. მონაკოლინ K ღვიძლში ქოლესტერინის ენდოგენურ სინთეზს უშლის ხელს. ასევე, ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL) ქოლესტერინის დონეს. შედეგად, ის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს.

კოპტის ფესვების ექსტრაქტი — მიროლიპში წარმოდგენილია 50 მგ-ის ოდენობით. ის მდიდარია ბერბერინით, რომლის კონცენტრაციაც 98%-ს შეადგენს და, შესაბამისად, ერთ კაფსულში მისი რაოდენობა 49 მგ-ია. ბერბერინი ალკალოიდია, რომელიც მცენარეული წარმოშობისაა. ის ქოლესტერინის შემცირებას სტატინებისგან განსხვავებული მექანიზმით განაპირობებს და, ამავდროულად, ხელს უწყობს სისხლში ტრიგლიცერიდების დონის შემცირებასაც. იგი ლიპიდების დონეს ეფექტიანად აქვეითებს და კომპლექსური მოქმედებით გამოირჩევა.

ველური მოცვის ექსტრაქტი — თითოეულ კაფსულში 43 მგ. მოცვის ექსტრაქტი შედის, რომელიც ფლავანოიდებს შეიცავს. ესაა აქტიური ანტიოქსიდანტური ნივთიერებები, რომელთა რაოდენობაც ერთ კაფსულში 2,36 მგ-ს შეადგენს. ფლავანოიდებს ანთების საწინააღმდეგო, ანტითრომბოზული და ვაზოდილატაციური მოქმედება ახასიათებს. ისინი სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გულს გადატვირთვისგან იცავს.

 

MiroLip 30 კაფსულა

როგორ გამოიყენება პრეპარატი — დოზირება და მიღების წესი 

მიროლიპ 30-ის რეკომენდებული დოზაა 1 კაფსული დღეში ერთხელ. მისი მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგაა შესაძლებელი. პრეპარატს წყალი უნდა მიაყოლოთ, რომლის ოდენობაც მედიკამენტის გადასაყლაპად და კუჭში ჩასატანად საკმარისი იქნება. კაფსული მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, ამიტომ მისი დაღეჭვა რეკომენდებული არაა. თავი შეიკავეთ მიროლიპის უზმოზე მიღებისგანაც.

მიროლიპის რეგულარული გამოყენება ეფექტიანია იმ პაციენტებისთვის, ვისაც სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება აღენიშნება და მისი ბუნებრივი გზით მართვა სურს.

რა უნდა ვიცოდეთ მიროლიპის გამოყენებამდე

მიუხედავად იმისა, რომ მიროლიპი ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი დანამატია, მისი გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში ყურადღებას საჭიროებს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საშუალება საკვების შემცვლელი არაა, ამიტომ მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვების რაციონს ვერ ჩაანაცვლებს. მიროლიპის მიღება მიზანშეწონილია ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური აქტივობისა და სწორად შერჩეული კვების ფონზე.

არასდროს უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, რადგან აქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია, შესაძლოა, არასასურველი ეფექტების გამომწვევი გახდეს. ასევე, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 5 წლამდე ბავშვებში.

მიროლიპისგან თავი უნდა შეიკავონ იმ პირებმაც, რომელთაც ამ მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციები აღენიშნებათ. ორსულებისა და ლაქტაციის პროცესში მყოფი დედებისთვის მიროლიპის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რომელიც პოტენციურ სარგებელსა და რისკებს შეაფასებს.

ეს პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც 15-25 გრადუსი ცელსიუსია. ის ბავშვებისგან დაცულ და მზის სხივებისგან მოშორებულ ადგილას უნდა მოთავსდეს. მისი გამოყენება მიზანშეწონილია შეფუთვაზე მითითებულ ვადამდე. 

6 აგვ 2025

პროდუქცია