მონტელუკასტი — პრეპარატი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ასთმის სამართავად
30 ოქტ 2025

ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული რესპირატორული დაავადებაა მსოფლიოში. იგი გავლენას ახდენს არა მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ცხოვრების ხარისხზეც: ხშირი შეტევები და ხანგრძლივი მკურნალობა ყოველდღიურ აქტივობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.
ასთმის სიმპტომების სამართავად შეიქმნა პრეპარატი მონტელუკასტი, რომელიც პსპ-ის აფთიაქებში ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. მათ შორის ხელმისაწვდომია მონტელუკასტი-10 10მგ, მონტელუკასტი-10 5მგ, მონტელუკასტი ნორმონი 10მგ და მონტელუკასტი ნორმონი 4მგ (საბავშვო მონტელუკასტი). თითოეული მათგანის ერთ შეკვრაში 28 ტაბლეტია მოთავსებული.
რისთვის იყენებენ პრეპარატს?
მონტელუკასტის ტაბლეტები გამოიყენება ასთმის კომპლექსურ მკურნალობაში იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მუდმივი (პერსისტიული) ასთმა აწუხებთ და მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებით საკმარის კონტროლს ვერ უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია, რომ ასთმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მონტელუკასტს იღებენ, პრეპარატი ამავდროულად სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომებსაც ამცირებს.
გარდა ამისა, მონტელუკასტი გამოიყენება ასთმის პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავარი პრობლემა ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარებული ბრონქოსპაზმია.
რას შეიცავს და როგორ მოქმედებს მონტელუკასტის ტაბლეტები?
მონტელუკასტი რამდენიმე დოზირებით არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, მონტელუკასტი-5-ის ყოველი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ მონტელუკასტის ეკვივალენტს (5.20 მგ მონტელუკასტის ნატრიუმის სახით), მონტელუკასტი-10-ის აპკით შემოგარსული ყოველი ტაბლეტი კი 10 მგ მონტელუკასტის ეკვივალენტს (10.40 მგ მონტელუკასტის ნატრიუმის სახით). პრეპარატი ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფს მიეკუთვნება.
რაც შეეხება მედიკამენტის მოქმედების მექანიზმს, მონტელუკასტი ბლოკავს ცისტეინილური ლეიკოტრიენების (LTC₄, LTD₄, LTE₄) რეცეპტორებს, რომლებიც ასთმისა და ალერგიული რინიტის დროს ანთებასა და სასუნთქი გზების გართულებებს იწვევს. ეს ლეიკოტრიენები პასუხისმგებელია:
აღსანიშნავია, რომ ცხვირის ლორწოვანშიც სწორედ იგივე მედიატორები იწვევს შეშუპებასა და ალერგიული რინიტის ძირითად სიმპტომებს, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და რინორეა.
მონტელუკასტი პერორალურად მიღების შემდეგ:
კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტიანია როგორც მოზრდილებში, ისე 6 წლიდან ასაკის ბავშვებში, ასევე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმისა და სეზონური ალერგიული რინიტის შემთხვევაში.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტელუკასტი მიზანმიმართულად თრგუნავს სასუნთქ გზებში ანთებით პროცესს, აუმჯობესებს სუნთქვას და ხელს უწყობს ასთმისა და ალერგიული რინიტის სიმპტომების კონტროლს.

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება
მონტელუკასტის მიიღება დღეში ერთხელ და რეკომენდებულია გამოიყენოთ საღამოს, რათა პრეპარატის ეფექტი ღამისა და დილის საათებში ერთნაირად იყოს შესამჩნევი. დღის ამ მონაკვეთებში ასთმის სიმპტომები ხშირად ძლიერდება.
პრეპარატის დოზა ასაკის მიხედვით განსხვავდება:
12 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის, ამიტომ ამ ასაკში მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მკურნალობა სპეციალისტის მკაცრი დანიშნულებითა და მეთვალყურეობით ხდება.
ასეთ სქემას ექიმები ხშირად ირჩევენ იმიტომ, რომ მონტელუკასტის ერთჯერადი მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმში პრეპარატის საკმარის დონეს მთელი 24 საათის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს როგორც ასთმის სიმპტომების, ისე სეზონური ალერგიული რინიტის კონტროლს.
რა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა გავითვალისწინოთ მონტელუკასტის გამოყენებისას
გაითვალისწინეთ, რომ მონტელუკასტს ვერ გამოიყენებთ ასთმის მწვავე შეტევის სამკურნალოდ. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია პაციენტს თან ჰქონდეს სწრაფად მოქმედი ინჰალატორი, მაგალითად ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტი, და შეტევისას დაუყოვნებლივ გამოიყენოს. თუ პაციენტი ამ სწრაფი მოქმედების ინჰალატორს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად საჭიროებს, აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაცია.
გარდა ამისა, დაიმახსოვრეთ, რომ აღნიშნული პრეპარატი არ ცვლის ინჰალაციურ ან პერორალურ კორტიკოსტეროიდებს და მონტელუკასტით მკურნალობის დაწყებისას მათი დოზის შემცვლა ან გამოყენების შეწყვეტა არ შეიძლება. ამასთან, არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ მონტელუკასტთან ერთად მიღებისას პერორალური კორტიკოსტეროიდების დოზის უსაფრთხო შემცირება იყოს შესაძლებელი.
იშვიათად, ანტიასთმური მკურნალობის, მათ შორის მონტელუკასტის გამოყენების დროს, შეიძლება განვითარდეს ეოზინოფილიით (სისხლში ეოზინოფილების მატებით) მიმდინარე სისტემური ანთება, ზოგჯერ სისხლძარღვების დაზიანებით. მსგავსი შემთხვევები ზოგჯერ მაშინ იჩენს თავს, როცა პაციენტს პერორალური კორტიკოსტეროიდების დოზა შეუმცირდება ან შეუწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მონტელუკასტსა და ამ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არ არის, ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა გამონაყარი, სუნთქვის გაუარესება, გულის პრობლემები ან ნეიროპათიის სიმპტომები. ასეთი ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამოკვლევა და მკურნალობის სქემის გადახედვა.
ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, რადგან ეს მდგომარეობები მონტელუკასტის უსაფრთხო გამოყენებას უშლის ხელს.

პრეპარატის უკუჩვენებები და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
მონტელუკასტის მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან თავად მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.
სხვა მხრივ პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება, თუმცა გარკვეული არასასურველი რეაქციები მაინც შესაძლოა განვითარდეს. ყველაზე ხშირად აღინიშნება მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, მუცლის ტკივილი, ყელის გაღიზიანება ან რინიტი - ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთება.
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს ხიხინი, ხველა, კანის გამონაყარი, მოუსვენრობა ან მსუბუქი ტრემორი. იშვიათად ვითარდება გულისრევა და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რაც ღვიძლის ფუნქციის დროებით ცვლილებაზე მიანიშნებს.
კიდევ უფრო იშვიათად აღწერილია სერიოზული ფსიქიკური მოვლენები, მათ შორის სუიციდური აზრები ან ქცევა, დეპრესიული მდგომარეობა, ჰალუცინაციები და ორგანიზმში სითხის შეკავება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდითი მოვლენები იშვიათია, ექიმის მიერ პაციენტის რეგულარული მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია, რათა შესაძლო გართულებები დროულად გამოვლინდეს და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა შეიცვალოს.
30 ოქტ 2025