აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მუფლექსინი — ეფექტიანი მიორელაქსანტი სპაზმური მდგომარეობების სამკურნალოდ

უკან

მუფლექსინი — ეფექტიანი მიორელაქსანტი სპაზმური მდგომარეობების სამკურნალოდ

5 აგვ 2025

წამალი მუფლექსინი პსპ

 

მუფლექსინი (Mufleksin) წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების მქონე მიორელაქსანტს, რომელიც, ანოტაციის თანახმად, გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

  • კისრის მიდამოს მკვეთრი დაჭიმულობა;
  • ზურგის ტკივილები (დორსალგია);
  • მალთაშუა დისკებისა და ხერხემლის სხვა დეგენერაციული ცვლილებები, მათ შორის წელის ტკივილი (ლუმბალგია);
  • ხერხემლის მალების სტატიკური ტიპის გადახრები;
  • ტრავმული ან ნევროლოგიური სპასტიური დარღვევები;
  • ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესი.

მუფლექსინი პსპ-ს აფთიაქში ხელმისაწვდომია როგორც კაფსულების, ისე ტაბლეტების (მუფლექსინ პლუსი) და ამპულების სახით. 

როგორია მუფლექსინის მიღების წესები და დოზირება?

მუფლექსინის ანოტაციის თანახმად, მისი მიღების წესები და დოზირება დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე და მკურნალობის მიზნებზე.

კაფსულები: რეკომენდებულია ერთიდან ორ კაფსულამდე დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, წყალთან ერთად. როგორც წესი, მკურნალობის კურსი გრძელდება 5-დან 7 დღემდე. კლინიკურად რთულ შემთხვევებში, თერაპიის დაწყება შესაძლებელია ინიექციების ფორმით, რასაც შემდგომში მოჰყვება კაფსულების მიღება.

ამპულები: პარენტერალური მკურნალობისას, მუფლექსინის 1 ამპულა ინიექციურად ინიშნება დღეში ორჯერ, მკურნალობის ხანგრძლივობა კი, როგორც წესი, 3-5 დღეს არ აღემატება. ოპტიმალური შედეგისთვის, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება ფიზიოთერაპიასთან ან რეაბილიტაციის პროგრამასთან კომბინაციაში — მიღებამდე დაახლოებით 30-40 წუთით ადრე.

 

მუფლექსინი ანოტაცია

რა უკუჩვენებები ახასიათებს მუფლექსინს?

მუფლექსინის ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ არსებობს გარკვეული მდგომარეობები, როდესაც ამ პრეპარატის მიღება მკაცრად არ არის რეკომენდებული.

მუფლექსინი არ ინიშნება:

  • თიოკოლხიკოზიდის ან კოლხიცინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში;
  • კუნთოვანი ჰიპოტონიის ან დამბლის დროს;
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში (თიოკოლხიკოზიდი გადადის რძეში);
  • თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების მქონე პირებში, როგორებიც არის გალაქტოზემია, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან ლაქტოზა-საქაროზა-მალტოზას დეფიციტი, ვინაიდან კაფსულების შემადგენლობაში შედის ლაქტოზა-მონოჰიდრატი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუფლექსინის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ხოლო თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას დოზის კორექცია ხდება ინდივიდუალურად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ შემთხვევებს, როცა პაციენტს აღენიშნება ფაღარათის ტენდენცია — ასეთ დროს დოზის შემცირება არის მიზანშეწონილი. ასევე, თუ პაციენტს აქვს გასტრიტი ან კუჭის წყლული, შესაძლებელია მუფლექსინის ერთდროული გამოყენება გასტროპროტექტორებთან.

გაითვალისწინეთ: მუფლექსინი გაიცემა ექიმის რეცეპტით და გარკვეულ შემთხვევებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, მუფლექსინის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

 

მუფლექსინი ფასი

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს მუფლექსინმა?

როგორც ყველა მედიკამენტს, მუფლექსინსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი იშვიათია და უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი სახისაა.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია:

  • კანის ალერგიული გამოვლინებები — გამონაყარი, შეშუპება, ქავილი;
  • კუჭ-ნაწლავის დარღვევები — მაგალითად, მსუბუქი გასტრალგია ან დიარეა;
  • ინიექციის შემთხვევაში — სისხლის წნევის შემცირება, ძილიანობა.

ძალიან იშვიათად ფიქსირდება ფსევდო-ალერგიული რეაქციები, მაგალითად, ალერგიული ვასკულიტი. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ან სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

5 აგვ 2025