აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნანომელი — პრეპარატი ძილის დასარეგულირებლად

უკან

ნანომელი — პრეპარატი ძილის დასარეგულირებლად

8 აგვ 2025

ნანომელი სპრეი

 

უძილობა და ძილის დარღვევები თანამედროვე ცხოვრებაში მრავალ ადამიანს აწუხებს. გაჯეტები, ეკრანზე დამოკიდებულება, სტრესი, შფოთვა, სამუშაო რეჟიმი, ან სხვა — უძილობის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. 

პრობლემის მოგვარების გზაც ინდივიდუალურია – ფსიქოთერაპიიდან დაწყებული თქვენს ჩივილებსა და საჭიროებებზე მორგებულ მედიკამენტამდე. იტალიაში წარმოებული ნანომელის სპრეი, რომლის მთავარი მოქმედი ნივთიერებაც მელატონინია, ერთ-ერთი ხელმისაწვდომი პრეპარატია პსპ-ს სააფთიაქო ქსელში.

ნანომელის ანოტაცია — რას შეიცავს და როდის გამოიყენება პრეპარატი

ნანომელი სედატიური, საძილე პრეპარატების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ჯგუფის პრეპარატები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციისა და დანიშნულების მიხედვით. 

ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ნანომელის სპრეი სხვადასხვა დაავადებებით ან მდგომარეობებით გამოწვეული უძილობის დროს გამოიყენება. ეს სპრეი მელატონინის მეშვეობით არეგულირებს ცირკადულ რიტმებს — ანუ ძილისა და სიფხიზლის ციკლს. ნანომელის ერთი სპრეი  0,5 მგ მელატონინს შეიცავს. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ტვინის ეპიფიზში და ორგანიზმის ძილისა და სიფხიზლის საათებს არეგულირებს. 

ანოტაციის თანახმად, ნანომელის სპრეის უპირატესობებია მელატონინის მაქსიმალური შეწოვა, სწრაფი და სტაბილური მოქმედება, ასევე პრეპარატს გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები. ნანომელი სუბლინგვალური სპრეია, ანუ გამოიყენება ენის ქვეშ შესხურებით. 

ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ნანომელის სპრეი არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლს, სხეულის ტემპერატურას, არეგულირებს ჰორმონების სეკრეციას, ასწორებს ძილის დარღვევებს (ეს შეიძლება იყოს ფრენასთან დაკავშირებული, სამუშაოსთან დაკავშირებული ძილის პრობლემები, ან ძილის ზოგიერთი დარღვევა ბავშვებში). პრეპარატი აუმჯობესებს საერთო ძილის დროსა და ხარისხს, ასევე აჩქარებს ჩაძინების დროს. ეს არის ნეიროპროტექტორული ნივთიერება, ანუ ამცირებს ტვინის ოქსიდაციურ დაზიანებას. გარდა ზემოჩამოთვლილი თვისებებისა, ანოტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ნანომელის სპრეი ამცირებს ბენზოდიაზეპინების „მოხსნის სინდრომის“ სიმწვავეს, ნეიროლეპტიკების გვერდით მოვლენებს. პრეპარატს აქვს ონკოსტატიკური ეფექტი, განსაკუთრებით ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნეებზე.

 

ნანომელი უკუჩვენება

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება?

ნანომელის მიღების წესსა და ხანგრძლივობას თქვენი მკურნალი ექიმი გამოგიწერთ, აქ კი შემოგთავაზებთ ანოტაციაში მითითებულ რეკომენდაციებს. სასურველია მიიღოთ დაძინებამდე 1 საათით ადრე. დოზა შეიძლება იყოს 1-2 შესხურება ენის ქვეშ. თუკი ე.წ. ჯეტლეგის შემსუბუქება გსურთ საათობრივი სარტყელის შეცვლამდე, რეკომენდებულია დაგეგმილ ფრენამდე ერთი დღით ადრე მიიღოთ, შემდეგ კი 2-5 დღის განმაცლობაში, დაძინებამდე ერთი საათით ადრე. დოზა შეიძლება იყოს სპრეის 1-2-ჯერ შესხურება ენის ქვეშ. 

შეიძლება თუ არა ნანომელის გამოყენება ბავშვებში

ანოტაციაში არ წერია ვრცლად, თუ რამდენად მიზანშეწონილია ნანომელი ბავშვებში გამოსაყენებლად. ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ ერთი წინადადებით — ძილის ზოგიერთი დარღვევა ბავშვებში. რადგანაც არ არის ყოვლისმომცველი მითითება, ყველა ასაკისთვის და ყველა შემთხვევისთვის დეტალურად გაწერილი, აუცილებელია პედიატრთან და მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ საკითხზე. 

ანოტაციაში არ არის მითითებული ნანომელის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, ამიტომ დაიცავით მკურნალი ექიმის დანიშნულება და ნებისმიერი ჩივილის, ან კითხვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მას. 

8 აგვ 2025