ნაპროფი – საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებით-დეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ
17 სექ 2025

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები, სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესები და ტკივილის სინდრომი ხშირად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას. ამ პრობლემების მოსაგვარებლად კი თანამედროვე მედიცინა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ თერაპიებს გვთავაზობს. მსგავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის არის ნაპროფი – ნატრიუმის ნაპროქსენზე დაფუძნებული პრეპარატი.
მედიკამენტი ორი დოზირებით არის წარმოდგენილი – ნაპროფი 275 მგ-იანი და ნაპროფი 550 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტების სახით. ტაბლეტების გარდა, ასევე ხელმისაწვდომია ნაპროფის გელი, რომლის ერთ ტუბში 45 გრამი მალამოა. პსპ-ის აფთიაქებში ნაპროფის ტაბლეტები ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა, ნაპროფის მალამოს კი რეცეპტის გარეშე მიიღებთ.
რისთვის იყენებენ ნაპროფის ტაბლეტებსა და მალამოს? (H2)
ნაპროფის ტაბლეტები გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობის დროს, მათ შორისაა:
რაც შეეხება ნაპროფის გელს, იგი გამოიყენება ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებისა და ოსტეოართრიტის დროს.

როგორ და რა დოზებით გამოვიყენოთ პრეპარატი?
ნაპროფის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე, გადასაყლაპად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. დაიმახსოვრეთ, დოზირების რეჟიმის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს.
ნაპროფის გელი კანის დაზიანებულ უბანზე, მისი ზომის შესაბამისად (საშუალოდ დაახლოებით 4 სმ) უნდა წაისვათ. პრეპარატი ფრთხილად შეიზილეთ, სანამ სრულად არ შეიწოვება. მისი გამოყენება დღეში 4-5-ჯერ, რამდენიმე საათიანი ინტერვალით არის რეკომენდებული. გამოყენების შემდეგ კი აუცილებელია ხელების დაბანა.
გაითვალისწინეთ, პრეპარატის 4 კვირაზე მეტხანს გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი ან შეშუპება ერთ კვირაში არ მცირდება ან მდგომარეობა უარესდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ამასთან, მალამოს გამოყენებისას კანის სიწითლის და გაღიზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თუ სიმპტომები კვლავ შენარჩუნდება, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა.
ნაპროფის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
ნაპროფის ტაბლეტები და გელი, ზოგადად, კარგად აიტანება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, არასასურველი რეაქციები გამოვლინდეს:
გელის ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით დაზიანებული კანის დიდ ზედაპირზე, შესაძლოა განვითარდეს სისტემური არასასურველი ეფექტები, რომლებიც ტაბლეტებისთვისაც არის დამახასიათებელი (გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები).
ქოშინის, დერმატიტის ან სხვა მძიმე რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
17 სექ 2025