აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნიაცინამიდი — რა უნდა ვიცოდეთ კანის მოვლის მრავალფუნქციურ საშუალებაზე

უკან

ნიაცინამიდი — რა უნდა ვიცოდეთ კანის მოვლის მრავალფუნქციურ საშუალებაზე

8 აგვ 2025

აკნეს საწინააღმდეგო შრატი: თიოლოჯის ნიაცინამიდის შრატი სალიცილისა და ჰიალურონის მჟავით

 

ნიაცინამიდის კრემი, ნიაცინამიდის შრატი, ნიაცინამიდი სახისთვის — თანამედროვე კოსმეტოლოგიაში კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, გასაძლიერებლად, დასატენიანებლად ნიაცინამიდი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უნივერსალურ საშუალებად არის მიჩნეული. შესაბამისად, მსგავსი დასახელების პროდუქტებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. 

ნიაციანამიდი სხვადასხვა ბრენდის სხვადასხვა კოსისტენციის პროდუქტის სახითაა ხელმისაწვდომი. მათ შორისაა სახის შრატი ნიაცინამიდი თიოლოჯი, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი, ისევე როგორც ქულ ბიუთის ნიაციამიდის ორფაზიანი შრატი, ლა როშ-პოზეს ნიაცინამიდის შრატი თუ სხვა. 

ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორ მუშაობს ნიაცინამიდის შემცველი პროდუქტები, როგორ გამოიყენება და რა უნდა ვიცოდეთ მათ გამოყენებამდე. 

 

როგორ მუშაობს ნიაცინამიდის პროდუქტები? 

ნიაცინამიდის შემცველ პროდუქტებს, მთავარი ინგრედიენტიდან გამომდინარე, ბევრი რამ აქვთ საერთო. მათ შორის ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი მოქმედებაა, ისევე როგორც მუქი ლაქებისა თუ ნაოჭების შემცირების უნარი. განვიხილოთ თითოეული თვისება:

კანის დატენიანება  — ნიაცინამიდი აძლიერებს კანის ლიპიდური ბარიერის ფუნქციას. ეს კი, ხელს უწყობს ტენიანობის შეკავებასა და დამაბინძურებლების, ან სხვა პოტენციური გამაღიზიანებლების მოცილებას, რაც კანს ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის.

ანთების შემცირება  —  ნიაცინამიდი ამსუბუქებს ანთებას. იგი ხელს უწყობს სიწითლის დამშვიდებას, რომელიც გამოწვეულია აკნეს, როზაცეას (ვარდისფერი აკნე) და ეგზემით.

ცხიმის რეგულირება — საშუალება ხელს უწყობს ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ცხიმის რაოდენობის რეგულირებას.

კანზე მუქი ლაქების შემცირება — კვლევების ნაწილის თანახმად,  კანის მოვლის ფორმულები 5% ნიაცინამიდის შემცველობით ხელს უწყობს მუქი ლაქების გაღიავებას.

ნაოჭების შემცირება — ვიტამინის ანტიოქსიდანტური თვისებები კანის აღდგენას უწყობს ხელს. ასევე დაბერების, მზისა და სტრესის ფაქტორებისგან გამოწვეული დაზიანებისგან იცავს.

ნიაცინამიდი აკნესა და ეგზემას სამკურნალოდაც გამოიყენება, თუმცა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 

გახსოვდეთ, კანის მოვლის საშუალებების თვითნებურად და ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება. აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი კოსმეტოლოგისა და დერმატოლოგის დანიშნულება.

ზოგადად, ნიაცინამიდი ითვლება უსაფრთხო ინგრედიენტად, თუმცა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიწითლე, მსუბუქი წვა, ქავილი, ან სხვა სახის რეაქცია. ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და  მიმართეთ დერმატოლოგს.

 

მოზარდი გოგონა აკნეს პრობლემებით: ნიაცინამიდი აკნეს სამკურნალოდ

როგორ გამოიყენება ნიაცინამიდი სახის კანისთვის 

ნიაცინამიდი, ასევე ცნობილი როგორც ნიკოტინამიდი, B3 ვიტამინის აქტიური ფორმაა.  სხვადასხვა წყაროს თანახმად, ნიაცინამიდს გააჩნია მრავალფუნქციური მოქმედება. იგი ატენიანებს, ამცირებს კანზე ანთებას, აბალანსებს ცხიმს, ალაგებს ლაქებს და მეტიც, მას ასაკის საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. შესაბამისად, ნიაცინამიდი ერთ-ერთია იმ ინგრედიენტებიდან, რომლებიც გვხვდება კანის მოვლის ბევრ პროდუქტში. 

ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი, ლა როშ-პოზეს ნიაცინამიდის შრატია. ანოტაციის თანახმად, იგი შესამჩნევად ამცირებს პიგმენტურ ან აკნეს შემდგომ ლაქებს და ასევე, ანთების შემდგომ გამოხატულ პიგმენტაციას. ეს არის სახის კანის დაბერების საწინააღმდეგო შრატი, რომელიც 10% ნიაცინამიდს შეიცავს. მისი ფორმულა სამმაგ მოქმედებას უზრუნველყოფს, რაც პიგმენტური ლაქების ზომის, რაოდენობისა და ფერის ერთობლივ შემცირებას გულისხმობს. ანოტაციის თანახმად, შედეგი შესამჩნევი ხდება გამოყენებიდან 1 კვირაში. 

საფრანგეთში წარმოებული ამ პროდუქტის გამოყენების წესი კი შემდეგნაირია — შეფუთვაში არსებული საწვეთური უნდა შეავსოთ შრატით, საიდანაც 3-4 წვეთი დილა-საღამოს უნდა წაისვათ სახეზე, კისერსა და ხელებზე. აუცილებელია, რომ ეს საშუალება კანის გაწმენდის შემდეგ დაიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ შრატი მზისგან დამცავ საშუალებებთან ერთად გამოიყენოთ. 

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ, სახის შრატი ნიაცინამიდი თიოლოჯია. მისი სპეციალური ფორმულა აკნეს, გაფართოებული ფორებისა და აკნეს ნიშნების წინააღმდეგ საბრძოლველადაა შექმნილი. საშუალება აუმჯობესებს კანის ბუნებრივ ბარიერს. კომბინირებული კანისთვის რეკომენდებული ეს საშუალება შეგიძლიათ დილა-საღამოს, რამდენიმე წვეთის რაოდენობით გამოიყენოთ. ის შეიცავს 8% ნიაცინამიდსა და სხვა დამხმარე ნივთიერებებთან ერთად, სალიცილისა და ჰილალუონის მჟავებს. 

რაც შეეხება ქულ ბიუთის ნიაციამიდის ორფაზიანი შრატს, ის 2% ნიაცინამიდს შეიცავს და განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. თუმცა განსაკუთრებით ეფექტიანია ცხიმიან და კომბინირებულ, აკნესკენ მიდრეკილ ან ფორებიან კანზე გამოყენების შემთხვევაში. ანოტაციის თანახმად, მისი მოქმედება დეფექტების საწინააღმდეგოა და თუთიის მაღალი შემცველობის გამო, ეს შრატი სიწითლის, აკნესა და შავი წერტილების შემცირებაში გვეხმარება. 

ამ კონკრეტული შრატის გამოყენება მთელ სახეზე, დღის ან ღამის კრემის ქვეშაა რეკომენდებული. შრატის 2-3 წვეთის დამატება წასასმელად გამზადებულ სახის კრემშიც შეგიძლიათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გამოყენებამდე შრატი უნდა შეანჯღრიოთ და წასმისას უნდა მოერიდოთ თვალთან მის მოხვედრას. 



8 აგვ 2025