ნიზიტა — ბუნებრივი საშუალება ცხვირის ღრუში დისკომფორტის მოსახსნელად
5 ივლ 2025

სიმშრალე ცხვირის ღრუში, რომელსაც ქავილი და ზოგჯერ სისხლდენაც კი სდევს თან, შესაძლოა, უმნიშვნელო დისკომფორტი გეგონოთ, თუმცა არაერთი ადამიანისთვის ეს მუდმივად მტანჯველი პრობლემაა. არ აქვს მნიშვნელობა რა იწვევს მას: ცივი ამინდი, დახურულ სივრცეში გამათბობლის მიერ გამოწვეული დაბალი ტენიანობა, სეზონური ალერგიები, ნიღბის გამოყენება თუ კონკრეტული სამედიცინო საშუალებების მიღება — ცხვირის სიმშრალეს შეუძლია, გაგირთულოთ სუნთქვა, გამოიწვიოს გაღიზიანება, ცხვირში არასასიამოვნო ფუფხის წარმოქმნა და თავის ტკივილი, რასაც თქვენი ყოველდღიურობის გართულება ნამდვილად შეუძლია.
დისკომფორტი ამ პრობლემის ერთადერთი განზომილება არ არის — ცხვირის ლორწოვანი გარსი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ჩვენი იმუნიტეტისთვის, ჰაერში არსებული მავნე მიკროორგანიზმების დიდ ნაწილს ჩვენს სხეულში მოხვედრისგან სწორედ ის აკავებს, ამიტომ მისი ფუნქციის მოშლა ჯანმრთელობის პრობლემებთან გვაახლოებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი საშუალების მოძებნა, რომელიც ცხვირის სიმშრალეს გარეგანი ჩარევით დაამარცხებს — ნიზიტა სწორედ ასეთი მედიკამენტია.
ნიზიტა ნაზალური საშუალებაა, რომლის აქტიური ნივთიერებათა შორისაც ნატრიუმის ქლორიდსა და ნატრიუმის ბიკარბონატს ვხვდებით. ნატრიუმის ქლორიდისა და ბიკარბონატის საშუალებით, ის ეფექტიანად ასუფთავებს ცხვირის ღრუს და მის ლორწოვან გარსს ატენიანებს. ნიზიტა არბილებს და დისკომფორტის გარეშე აშორებს ფუფხებსა და ქერქებს, რომლებიც ცხვირის ღრუში წარმოიშობა, რაც ცხვირის გაჭედვასაც გვარიდებს თავიდან. მარტივი შემადგენლობის წყალობით, ნიზიტა უსაფრთხოა ისეთი მოწყვლადი სამედიცინო ჯგუფებისთვის, როგორებიც ბავშვები, ხანდაზმულები და ორსულები არიან.
აფთიაქებში ხელმისაწვდომია როგორც ნიზიტას სპრეი, ისე ნიზიტას მალამო. მალამოს დამატებით ნივთიერებათა შორის ვხვდებით: ლანოლინის ალკოჰოლს, ლიმონის ზეთს, თეთრ ვაზელინს, საშუალო ჯაჭვიან ტრიგლიცერიდებს, შესქელებულ პარაფინს, ცეტილის სტეარილის სპირტს.
ნიზიტას სპრეის გამოყენების ინსტრუქცია შემდეგნაირია:
რაც შეეხება დოზას, საჭიროებისამებრ, მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლიდან რეკომენდებულია ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე, 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში. ჩვილებსა და 2 წლამდე ბავშვებში, რეკომენდებულია არაუმეტეს 1 შესხურებისა თითოეულ ნესტოში. შესაბამისად, ნიზიტას სპრეი საბავშვო გამოყენებისთვისაც აბსოლუტურად უსაფრთხოა.
შესაძლოა, ნიზიტას დოზირებული სპრეი გამოყენებული იქნეს ხანგრძლივი პერიოდით. თუ 14 დღიანი მკურნალობის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მალამო უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით კი ძილის წინ.

ნიზიტას სპრეის შემთხვევაში, დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცხვირის ოპერაციების/ტრავმების დროს ნიზიტას დოზირებული სპრეის გამოყენებამდე მაინც უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ვინაიდან, ნიზიტას სპრეი მარტივი ფორმულის მქონე, საკმაოდ უსაფრთხო საშუალებაა, მისი დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. იშვიათ შემთხვევებში ნიზიტას მალამომ შესაძლოა, მისი გამაღიზიანებელი მოქმედების გამო, გამოიწვიოს მსუბუქი წვა ცხვირის ლორწოვან გარსზე. მალამოში შემადგენლობაში არსებულმა ლანოლინის ალკოჰოლმა და ლიმონის ზეთმა შეიძლება ძალიან იშვიათად ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ნიზიტა აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ნიზიტა არ უნდა გამოიყენოთ. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება შეფუთვაზე აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ნიზიტას გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ნუ მისცემთ თუნდაც უმცირესი დისკომფორტის შექმნის საშუალებას პრობლემას, რომლის მოგვარებაც აბსოლუტურად უსაფრთხო და ეფექტიანი საშუალებით შეგიძლიათ — ცხვირის სიმშრალესთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს ნიზიტა უმოკლეს ვადაში დაგავიწყებთ.
5 ივლ 2025