აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოდესტონი — რა უნდა ვიცოდეთ ამ ნაღვლმდენი საშუალების შესახებ

უკან

ოდესტონი — რა უნდა ვიცოდეთ ამ ნაღვლმდენი საშუალების შესახებ

8 ივლ 2025

ოდესტონი ფასი

ვირუსული ჰეპატიტის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, ან სხვა ქიმიური ნაერთებით მოწამვლით გამოწვეული ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებს შორის ერთ-ერთია ოდესტონი. ეს მედიკამენტი ნაღვლმდენი საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს განეკუთვნება. ოდესტონი პსპ-სა და სხვა სააფთიაქო ქსელებში ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი. 

რისი წამალია ოდესტონი? 

ერთი ტაბლეტი ოდესტონი 200მგ ჰიმეკრომონს შეიცავს. მედიკამენტი ფარმაკოლოგიური თვისებებით  ხელს უწყობს ნაღვლის შეგუბების სიმპტომების კუპირებას. შესაბამისად, ოდესტონი შემდეგი ჩვენებების დროს გამოიყენება:

გარდა აღნიშნული მდგომარეობებისა, ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ოდესტონი ღებინებისა და ყაბზობის დროს, რაც შესაძლოა ნაღვლის სეკრეციის დაქვეითებით იყოს გამოწვეული, ხელს უწყობს მადის გაძლიერებას და გაუმჯობესებას. შესაძლოა ოდესტონი ექიმმა ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც დაგინიშნოთ გაურთულებელი ქოლელითიაზის, ან როგორც ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი საშუალება.

 

ოდესტონი ტაბლეტები

 

ოდესტონის ინსტრუქცია — როგორია პრეპარატის მიღების წესი 

გაითვალისწინეთ, რომ ოდესტონი როგორც სხვა ნებისმიერი მედიკამენტი ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა მიიღოთ. აქ გაწერილი ინსტრუქცია და დოზირებები კი ეფუძნება ანოტაციას. 

ოდესტონის შედგენილობაში შემავალი ჰიმეკრომონი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან იოლად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღება 2-3 საათის შემდეგ. ეს ნივთიერება შარდთან ერთად გამოიყოფა.

ანოტაციის მიხედვით, შესაძლოა ოდესტონი ექიმმა დაგინიშნოთ ჭამამდე 30 წთ-ით

ადრე. ტაბლეტის რაოდენობა შესაძლოა იყოს ერთი, ან ორი, შესაბამისად 200, ან 400 მგ, სამჯერ დღეში. ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს 15-20 დღე, დამოკიდებულია თქვენს ჩივილებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

თუ მდგომარეობა მოითხოვს, ოდესტონი მკურნალმა ექიმმა შესაძლოა 4 ტაბლეტის ოდენობითაც დაგინიშნოთ, ანუ 800 მგ, სამჯერ დღეში. განსხვავებულია ოდესტონის  საბავშვო დოზა 10 კგ წონაზე შესაძლებელია 200-600მგ დოზის გამოწერა, რაც უნდა გადანაწილდეს 1-3 მიღებაზე, დღე-ღამეში. 

როგორია ოდესტონის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები 

თუკი დაიწყეთ მედიკამენტი ოდესტონის მიღება, იყავით ყურადღებით ისეთ ჩივილთან როგორიცაა დიარეა. ეს უკანასკნელი აღწერილია როგორც გვერდითი მოვლენა, პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში. 

არ მიიღოთ ოდესტონი, თუკი გაქვთ ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ობტურაციული სიყვითლე.

გაითვალისწინეთ, რომ ოდესტონის მიღების უსაფრთხოებაზე მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, შესაბამისად, ამ დროს პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

8 ივლ 2025