ოლეფარ დუო — სპრეი ყელის ტკივილის, ანთებისა და შეშუპების წინააღმდეგ
6 ივლ 2025

პრეპარატი ოლეფარ დუო ლატვიაში იწარმოება. ის სპრეის სახით არის წარმოდგენილი. ყელისთვის განკუთვნილი აეროზოლი 5 მცენარეული ზეთისგან შედგება, მათ შორის პრეპარატში შედის: ქაცვის ზეთი (30 მგ), კალენდულას ზეთი (15 მგ), დარიჩინის ზეთი (5 მგ), ჩაის ხის ზეთი (5 მგ) და პიტნის ზეთი (2.5 მგ).
ოლეფარ დუო ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, კაროტენოიდებით არის მდიდარი. ისინი ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში ეხმარება, რომლებიც დაავადებისა და სტრესის დროს წარმოიქმნება.
პსპ-ში ოლეფარ დუო 20 მლ-იანი ფლაკონით არის ხელმისაწვდომი. აფთიაქების ქსელში დოზირებული აეროზოლი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ოლეფარ დუო ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების ჯგუფში შედის. მედიკამენტი ლორწოვან გარსს ეფექტიანად ფარავს და ხველით გაღიზიანებულ ზონებს ამშვიდებს. პრეპარატი ანთების ლოკალიზებას ისახავს მიზნად და მის გავრცელებას უშლის ხელს. ამასთან, სპრეი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად, იგი ამცირებს ტკივილს და ყლაპვის პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს.
ოლეფარ დუო ასევე ამცირებს შეშუპებას, რაც დამატებით ამსუბუქებს დისკომფორტს ყლაპვისას. პრეპარატი აქტიურად უწყობს ხელს მიკროწყლულების, წყლულებისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებების შეხორცებას. მისი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანტივირუსული მოქმედება ინფექციური აგენტების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება.
გარდა ამისა, ოლეფარ დუო ამცირებს ყელში ქავილის შეგრძნებას და გაღიზიანებულ ზონაში დისკომფორტს აღმოფხვრის.

ოლეფარ დუო გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს, მათ შორის ანგინის, ფარინგიტის, ლარინგიტის, აფთოზური წყლულების, გლოსიტისა და გინგივიტის დროს:
პრეპარატი ასევე რეკომენდებულია ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდგომი პერიოდისთვის, როგორიცაა ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და სხვა.
ამასთან, ოლეფარ დუო გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, ტრაქეალური ინტუბაციის ან სხვა სამედიცინო ჩარევების შედეგად არის გაღიზიანებული.
სანამ ოლეფარ დუოს გამოიყენებთ, პირველ რიგში, აეროზოლის კონტეინერი უნდა შეარყიოთ. გამოყენების წინ, კონტეინერის სახურავზე მდებარე მილი პირის ღრუში უნდა მოთავსდეს და სპრეის მექანიზმი 2-3-ჯერ დაიწოს — ამ მოქმედებით პრეპარატის ერთი დოზა გამოიყოფა, რაც 250 მგ-ს შეადგენს.
მოზრდილი პაციენტებისთვის ოლეფარ დუოს სპრეი რეკომენდებულია დღეში სამჯერ გამოყენებისთვის, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 750 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ოლეფარ დუოს მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
ოლეფარ დუოთი მკურნალობის თავის შეკავებაა საჭირო, თუ პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ პაციენტს მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება.
6 ივლ 2025