ორთომოლეკულური მედიცინა და საკვები დანამატები დაორსულებამდე თუ მის შემდეგ
28 ოქტ 2025

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია — როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. სხეული განიცდის მკვეთრ ცვლილებებს, რაც ზრდის ორგანიზმში მნიშვნელოვან ნუტრიენტებზე მოთხოვნას, რათა სრულად იყოს მხარდაჭერილი როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობა და განვითარება.
სწორედ ამიტომ, ორსულობის პერიოდში ორთომოლეკულური მედიცინის დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების — ორთომოლეკულების — განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით.
ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს აღადგენს.
სწორედ აქ გამოდის ასპარეზზე ორთომოლი (Orthomol), 1991 წელს გერმანიაში დაარსებული კომპანია, რომელიც ორთომოლეკულური მედიცინის სფეროში მსოფლიოს ლიდერია და აწარმოებს არაერთ პროდუქტს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების, მათ შორის ორსული ქალებისთვის არის განკუთვნილი. მიკრონუტრიენტების ინოვაციური კომბინაციები, როგორიც ორთომოლ ნატალია (Orthomol Natal), დედისა და ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას უზრუნველყოფენ და მეტიც, ზრუნავენ ორივე მათგანზე ძუძუთი კვების პერიოდშიც.
ორთომოლის პროდუქტები მხოლოდ ორსულობისა და ლაქტაციის მხარდასაჭერად არ არის შექმნილი — მაგალითად, ორთომოლი® ნატალი პრე (Orthomol natal pre) ქალების, ხოლო ორთომოლ® ფერტილ პლუსი (Orthomol Fertil plus) კაცების ფერტილობის ზრდას ემსახურებიან.
ორთომოლი® ნატალი პრე (Orthomol natal pre)-ში შემავალი ვიტამინები — B6 და B12 — მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფოლიკულის მომწიფებისთვის, ოვულაციის ნორმალური მიმდინარეობისთვის, არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ენერგეტიკულ ბალანსს, ხელს უწყობს მომავალი დედის მენტალურ ჯანმრთელობას და ნაყოფის ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ განვითარებას. ასევე, D ვიტამინი ზრდის ემბრიონის ხარისხს, არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის დონეს, ინარჩუნებს მომავალი დედის და ნაყოფის ძვლების ჯანმრთელობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გარდა ამისა, პროდუქტი შეიცავს იოდსა და თუთიას, რომლებიც ხელს უწყობენ ფარისებრი ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებას, ნაყოფის სწორ განვითარებას, ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ. თუთია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოვულაციის რეგულაციასა და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის სეკრეციაში. იოდის დეფიციტი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ამიტომ მისი დონის შენარჩუნება როგორც ნაყოფის, ისე დედის ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, ამ პროდუქტის მიღება აუმჯობესებს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას, ზრდის დაორსულების შესაძლებლობას, ამზადებს ორგანიზმს წარმატებული ჩასახვისთვის, ზრდის ანტიმიულერის ჰორმონის დონეს და აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.
რაც შეეხება ორთომოლ® ფერტილ პლუსს (Orthomol Fertil plus), ის, როგორც აღინიშნა, ანაალოგიურ როლს კაცების შემთხვევაში ასრულებს — ის ზრდის სპერმატოგენეზის ხარისხს, რაც მკვეთრად აისახება ფერტილობაზე.
კოენზიმ Q10 (უბიქინონი), რომელსაც პროდუქტი შეიცავს, სასიცოცხლოდ აუცილებელი ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნის პროცესში. ის ზრდის სპერმის მოცულობას, ხარისხსა და აქტივობას, აუმჯობესებს განაყოფიერების ხარისხს, ასტიმულირებს ქოლინერგულ აქტივობას, რაც სისხლში ტესტოსტერონის დონეზე დადებითად აისახება.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ზრდიან სპერმის სიცოცხლისუნარიანობას, აუმჯობესებენ მის ელასტიკურობას, რაც წარმატებული განაყოფიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხიმოვანი მჟავები უჯრედულ მემბრანაში აუმჯობესებენ სხვადასხვა ფერმენტის აქტივობას, რაც ფიზიკური და ქიმიური სტრესის მიმართ სპერმის მემბრანის მდგრადობას განაპირობებენ. E და C ვიტამინები მნიშვნელოვნად ზრდიან სპერმის მოძრაობას და აფერხებენ მის დნმ ფრაგმენტაციას.
შედეგად, ორთომოლის ეს პროდუქტი კაცებში რეპროდუქციულ ფუნქციას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ნაყოფის ჯანმრთელობისა და უწყვეტი ზრდის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება და ეს კომპლექსური პროცესია, რომელშიც უამრავი ნივთიერება მონაწილეობს: ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ფოლიუმის მჟავა, რკინა, ქოლინი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ვიტამინები, იოდი, სელენი — ეს არასრული ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაც ნაყოფის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვისაა საჭირო — ალბათ, ძალიან რთულია, გავიხსენოთ პროდუქტები, რომლებიც ორსულ ქალს თითოეულ აღნიშნულ ნივთიერებას მიაწვდის, თუმცა ორთომოლმა ამაზე უკვე იზრუნა — ორთომოლ ნატალი (Orthomol Natal) შეიცავს ჩამოთვლილთაგან თითოეულს და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ორთომოლეკულას და, შესაბამისად, სამ დეკადაზე მეტია, საკვები დანამატი ექიმებისა და პაციენტების ნდობით სარგებლობს.
პროდუქტი ხელმისაწვდომია როგორც ტაბლეტებისა და კაფსულების, ისე კაფსულებისა და წყალში გასახსნელი გრანულების კომბინაციების სახით.
პროდუქტში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ ნაყოფისა და ძუძუთი კვების პერიოდში ჩვილის ტვინის და თვალების ნორმალურ განვითარებას. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს. რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას. D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ შეწოვას და ათვისებას. იოდი და სელენი უზრუნველყოფენ ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღ ფუნქციონირებას. ქრომი არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. პრობიოტიკები (რძემჟავა ბაქტერიები) როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში, დადებითად მოქმედებენ ნაწლავურ ფლორაზე — და, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ, რომ ეს სრული ჩამონათვალიც კი არ არის!
თუ ეჭვები მაინც გაქვთ, გეტყვით, რომ ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, მზადდება მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე, არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და მათი წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე.
28 ოქტ 2025