აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოსტეოპოროზი: როგორ დავიცვათ ძვლები და ავიცილოთ მოტეხილობა?

უკან

ოსტეოპოროზი: როგორ დავიცვათ ძვლები და ავიცილოთ მოტეხილობა?

10 ივნ 2025

ოსტეოპოროზი

 

ოსტეოპოროზი ძვლოვანი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. ის იწვევს ძვლის მასისა და სიმკვრივის შემცირებას, რის შედეგადაც მოტეხილობის რისკი იზრდება. მოტეხილობის რისკი განსაკუთრებით მაღალია ხანდაზმულებში – სტატისტიკურად, 50 წლის ზემოთ ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეხუთე მამაკაცს ოსტეოპოროზი აღენიშნება.

ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობა ყველაზე ხშირად გვხვდება ბარძაყის, ხერხემლისა და მაჯის მიდამოში. თუმცა ზოგჯერ სხვა ძვლებიც ზიანდება. განსაკუთრებით საშიშია ხერხემლისა და ბარძაყის არეში განვითარებული მოტეხილობები, რადგან ისინი ხშირად იწვევს მოძრაობის შეზღუდვასა და დაინვალიდებას, ასევე სიკვდილიანობის რისკს ზრდის.

დაავადება შესაძლოა ჩუმად, ყოველგვარი სიმპტომის გარეშე წარიმართოს და თავი მოულოდნელად, მოტეხილობით იჩინოს, რაც ხშირად უბრალო მოძრაობის, სიმძიმის აწევის ან მცირე ტრავმის შედეგადაც კი ხდება.

ოსტეოპოროზის გამომწვევი მიზეზები და რისკფაქტორები 

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ძვლოვანი სისტემა ცოცხალი სტრუქტურაა. ძვლები განუწყვეტლივ განიცდის განახლების პროცესს: ძველი ქსოვილი იშლება და ახალი ყალიბდება. როცა ეს ბალანსი ირღვევა, ანუ ძვლის დაშლა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მისი აღდგენა, ვითარდება ოსტეოპოროზი.

ასაკის მატებასთან ერთად ძვლები ბუნებრივად კარგავს სიმკვრივეს. ქალებში ეს პროცესი განსაკუთრებით ძლიერდება მენოპაუზის შემდგომ, როცა ჰორმონალური ფონი იცვლება (ესტროგენის დეფიციტი). თუ ამ ფიზიოლოგიურ პროცესს სხვა რისკფაქტორებიც დაერთვება, ოსტეოპოროზის განვითარების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.

ამ რისკფაქტორებს შორის კი არის:

  • ასაკი (65 წელზე ზემოთ)
  • ადრეული მენოპაუზა ან ტესტოსტერონის დეფიციტი
  • ოჯახური ანამნეზი – ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია
  • მალაბსორბცია და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები
  • გლუკოკორტიკოიდების, ანტიკოაგულანტების, ანტიკონვულსანტების ხანგრძლივი მიღება
  • ენდოკრინული პათოლოგიები – შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპერპარათირეოიდიზმი
  • რევმატოიდული დაავადებები
  • არაჯანსაღი კვება – კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის დეფიციტი
  • მოწევა, ალკოჰოლისა დაკოფეინის ჭარბად მიღება
  • მჯდომარე ცხოვრების წესი

 

ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი

რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება? 

ოსტეოპოროზის სიმპტომები დაავადების ადრეულ სტატიაზე ზოგჯერ თავს არ იჩენს, რადგან ხშირად ის „ჩუმად“ მიმდინარეობს. თუმცა, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც დაავადებაზე ეჭვის გაჩენის საფუძველი უნდა გახდეს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცვლილება, სიმაღლის კლებაა. შესაძლოა ადამიანმა ვერც კი გააცნობიეროს, რომ წლების განმავლობაში რამდენიმე სანტიმეტრით დაბალი გახდა. ეს ხშირ შემთხვევაში ხერხემლის მალების თანდათანობითი დეფორმაციის შედეგია, რაც ოსტეოპოროზის ფონზე ვითარდება.

ხშირად იცვლება სხეულის აღნაგობაც, რაც ძირითადად ზურგში მოხრაში გამოიხატება. ეს ცვლილებები არა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა, არამედ იმაზე მიანიშნებს, რომ ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცე მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ზურგის არეში გაჩენილი ტკივილიც შეიძლება ერთ-ერთი ნიშანი იყოს. თუ ადამიანი დიდხანს დგომის ან სიარულის დროს ადვილად იღლება და ამ დროს ზურგში გაჩენილი ყრუ, მუდმივი ტკივილი აწუხებს, ეს კიდევ ერთი სიმპტომია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.

ზოგჯერ ტკივილი მოულოდნელია, მაგალითად, ის შეიძლება მოჰყვეს უმნიშვნელო სიმძიმის აწევას, უხერხულ მოძრაობას ან სხეულის პოზიციის მკვეთრ ცვლილებას. ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ძვალი იმდენად სუსტია, მიკროტრავმის ან ფარული მოტეხილობის გამოწვევისთვის მცირე დატვირთვაც საკმარისია.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ დახველებასა და დაცემინებასაც კი შეუძლია ნეკნის მოტეხილობა ან ხერხემლის მალაზე მძიმე ზემოქმედება გამოიწვიოს, რაც ზოგჯერ მალის სრულ ან ნაწილობრივ კოლაფსს განაპირობებს.

რაც მთავარია, ოსტეოპოროზის ნიშნების მიმართ უყურადღებობა არ უნდა გამოვიჩინოთ. დაავადების ადრეული სიმპტომების ამოცნობა და შესაბამისი კვლევების ჩატარება საშუალებას გვაძლევს, ოსტეოპოროზის მკურნალობა დროულად დავიწყოთ და თავიდან ავიცილოთ რისკები, რომლებსაც ის წარმოშობს.

 

როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ოსტეოპოროზის მკურნალობა ინდივიდუალურად იგეგმება და რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა პირველ რიგში, დაავადების დიაგნოზის დასმაა საჭირო. ოსტეოპოროზის კვლევისა და დიაგნოზის დასასმელად კი გამოიყენება დენსიტომეტრია, სპეციალური რენტგენული დაკვირვება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ძვლის მინერალური სიმკვრივე ზუსტად განვსაზღვროთ და მოტეხილობის რისკი შევაფასოთ.

 

სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ ექიმები გადაწყვეტილებას, დაუნიშნონ თუ არა პაციენტს ოსტეოპოროზის სამკურნალო წამლები ან, ზოგადად, რა ტიპის ჩარევა იქნება შესაბამისი კონკრეტული პაციენტის მდგომარეობისთვის.

მკურნალობის მიზანი ძვლების გამაგრება და მოტეხილობების თავიდან აცილებაა. ეს პროცესი მოიცავს როგორც მედიკამენტებით თერაპიას, ისე ცხოვრების წესის ცვლილებას. მაგალითად, შეიძლება დაინიშნოს ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ძვლის დაშლას აფერხებს ან მის განახლებას ასტიმულირებს.

ასეთ მედიკამენტებს მიეკუთვნება, მაგალითად, ართროსტოპი რაპიდი პლუსი, რომელიც ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და აღდგენას. ის ოსტეოართროზის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოპოროზისა და ბევრი სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატი ამცირებს კალციუმის დეფიციტს, ანელებს ძვლოვანი ქსოვილის დაშლას და აჩქარებს მისი აღდგენის პროცესს.

ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტებს შორის არის ასევე ტერაფლექსი, რომელიც ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩალაგების ნორმალიზებას უწყობს ხელს.  ის ოსტეოპოროზის გარდა, პირველადი და მეორადი ოსტეოართროზის, მხარ-ბეჭის პერიართრიტის, ოსტეოქონდროზის, სპონდილოზისა და მუხლზედა ქონდრომალაციის სამკურნალოდაც გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატები ექიმის მიერ ხშირად ინიშნება, უმჯობესია, ოსტეოპოროზის წამლების გამოყენება მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ დაიწყოთ.

ოსტეოპოროზის მკურნალობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი დეტალების შეფასებას, როგორიცაა პაციენტის ასაკი, არსებული ძვლის სიმკვრივის მაჩვენებლები და სხვა თანმდევი რისკფაქტორები. მაგალითად, აქვს თუ არა ადამიანს უკვე გადატანილი მოტეხილობა, რამდენად აქტიურია მისი ყოველდღიური ცხოვრება ან იღებს თუ არა ის ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ძვლებზე უარყოფითად მოქმედებს.

სწორად დაგეგმილი და დროულად დაწყებული მკურნალობა ხელს უწყობს დაავადების პროგრესის შენელებას და მნიშვნელოვნად ამცირებს მოტეხილობის რისკს, რაც, თავის მხრივ, პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების წინაპირობაა.

 

ოსტეოპოროზის წამლები

როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოპოროზი? 

აღსანიშნავია, რომ ძვლების სიმტკიცის ჩამოყალიბება ბავშვობის ასაკიდან ხდება. ძვლის მაქსიმალური მასა კი დაახლოებით 25–30 წლის ასაკში მიიღწევა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის კალციუმი, D ვიტამინი და ცილა ადრეული ასაკიდანვე მივაწოდოთ. შესაბამისად, ოსტეოპოროზი კვების არასწორმა რაციონმაც შეიძლება გამოიწვიოს.

ასევე არანაკლებ აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ვარჯიშები ოსტეოპოროზის პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. პარალელურად, მნიშვნელოვანია ნიკოტინისა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან თავის შეკავება.

კვლევების მიხედვით, ცხოვრების სწორი წესით, თუ ძვლის პიკური მასის მხოლოდ 10%-ით გაზრდასაც კი შეძლებთ ბავშვობის ასაკიდან, ზრდასრულ ასაკში მოტეხილობის რისკს თითქმის ორჯერ შეამცირებთ.



10 ივნ 2025

პროდუქცია