აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოქტიზი – თანამედროვე ანტისეპტიკური საშუალება თქვენი ოჯახისთვის

უკან

ოქტიზი – თანამედროვე ანტისეპტიკური საშუალება თქვენი ოჯახისთვის

29 დეკ 2025

 

ხშირად ნაკაწრებსა და მცირე ჭრილობებს ყურადღებას არ ვაქცევთ და გვგონია, რომ ისინი თავისით, გართულებების გარეშე შეხორცდება. სინამდვილეში, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოდ დაზიანებულ კანზე, შესაძლოა, ინფექცია მარტივად განვითარდეს და არა მხოლოდ შეხორცების პროცესი შეაფერხოს, არამედ სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს. ამას მონაცემებიც მოწმობს, რომლის მიხედვითაც არასათანადო, არასწორი და დაგვიანებული დამუშავების გამო, ყოველწლიურად მილიონობით მცირე ჭრილობა რთულდება. 

ბლოგში უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ კანის დაზიანებების დროულად დამუშავების მნიშვნელობას. ასევე, გაგაცნობთ ერთ-ერთ თანამედროვე, სანდო და გამოცდილ ანტისეპტიკ ოქტიზსს (Octizy), რომელიც ჭრილობის მოვლას განსაკუთრებით გაგიმარტივებთ. 

 

რატომ არ არის უსაფრთხო მცირე ჭრილობები?

 

თანამედროვე სამყაროში ინფექციების კონტროლი უდიდესი გამოწვევაა. საქმე ისაა, რომ მიკროორგანიზმები მუდმივად განიცდიან მუტაციას, შედეგად, წარმოიქმნება ისეთი შტამები, რომლებსაც ძველი ანტისეპტიკები და ანტიბიოტიკები ვეღარ უმკლავდება. ამ პროცესს ხელს უწყობს მცირე ჭრილობების არასათანადოდ დამუშავებაც. ასეთ დროს იმატებს ბაქტერიების გადარჩენის, მათი გამრავლებისა და გაძლიერების რისკი, რომლებიც შესაძლოა დროთა განმავლობაში რეზისტენტული გახდეს სამკურნალო საშუალებების მიმართ. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხშირად უსვამს ხაზს პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას.

 „თუ ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ზომებს არ მივიღებთ, არსებობს რისკი, რომ დავუბრუნდეთ ეპოქას, როდესაც ჩვეულებრივი ინფექციები და უმნიშვნელო დაზიანებები სიკვდილის მიზეზი ხდებოდა“, – აღნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი და ექიმი მარგარეტ ჩანი. 

ამ გამოწვევის დასაძლევად უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, დროულად დავამუშაოთ ჭრილობები და, მეორე მხრივ, სწორად შევარჩიოთ სადეზინფექციო საშუალებები. 

 

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ანტისეპტიკი?

 

თანამედროვე ანტისეპტიკები რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ფართო ანტიმიკრობული სპექტრი – იმ მიკროორგანიზმების ჩამონათვალი, რომლებიც ჭრილობაში შეიძლება აღმოჩნდეს, საკმაოდ მრავალფეროვანია. თანამედროვე ანტისეპტიკს ყველა ამ მიკრობის განადგურება უნდა შეეძლოს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის განვითარების რისკი.

  • მაღალი უსაფრთხოება და დაბალი ციტოტოქსიურობა – ანტისეპტიკი უნდა იყოს უსაფრთხო როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის, მათ შორის ახალშობილებისთვის. დაბალი ციტოტოქსიურობა კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს ჯანმრთელი კანი და არ შეფერხდეს ქსოვილის აღდგენის პროცესი. 

  • გაღიზიანებისა და ალერგიის მინიმალური რისკი – ზოგიერთი ანტისეპტიკური საშუალება იწვევს წვას, სიწითლეს ან ქავილს, რის გამოც პაციენტები წყვეტენ მათ მოხმარებას. სწორედ ამიტომ თანამედროვე ანტისეპტიკი, სასურველია, იყოს ჰიპოალერგიული და არ იწვევდეს უსიამოვნო რეაქციებს. 

  • შეხორცების პროცესის ხელშეწყობა – ჭრილობის დასამუშავებელმა საშუალებამ არ უნდა შეაფერხოს კანის რეგენერაციის პროცესი, პირიქით, ის ხელს უნდა უწყობდეს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას. 

  • რეზისტენტობის განვითარების დაბალი ალბათობა – როგორც აღვნიშნეთ, ანტიმიკრობული რეზისტენტობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე მედიცინაში. 

 

 

ოქტიზი – ახალი თაობის ანტისეპტიკური საშუალება

 

ოქტიზი შექმნილია თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და მკვეთრად განსხვავდება ძველი თაობის ანტისეპტიკური საშუალებებისგან. გარდა იმისა, რომ არის უსაფრთხო, პრეპარატი მაღალი ეფექტიანობითაც გამოირჩევა – ის ერთდროულად მოქმედებს სხვადასხვა ტიპის პათოგენებზე და უზრუნველყოფს ფართო ანტიმიკრობულ დაცვას. ოქტიზი ეფექტურად ანადგურებს:

  • ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს ინფექციებს;

  • სოკოებს, რომლებიც ხშირად აფერხებს ჭრილობის შეხორცების პროცესს;

  • ლიპოფილურ ვირუსებს, რომლებიც კანის დაზიანებული უბნებიდან ადვილად აღწევს ორგანიზმში.

კვლევების მიხედვით, ოქტიზის გამოყენებისას ბაქტერიების რაოდენობა მცირდება 99.9999%-ით. ამასთან, ეფექტი მიიღწევა დაახლოებით 30 წამში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ მოქმედების დროს არ ვითარდება ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რაც პრეპარატის რეგულარულად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. 

 

 

როდის უნდა გამოვიყენოთ ოქტიზის სპრეი და გელი?

 

ოქტიზი ხელმისაწვდომია ორი ფორმით – სპრეისა და გელის სახით. ანტისეპტიკური სპრეი იდეალურია ჭრილობის პირველადი დამუშავებისთვის, რადგან არ საჭიროებს ჭრილობასთან უშუალო შეხებას, აქვს სწრაფი მოქმედება და გამოსაყენებლად მარტივია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეპარატი არ აღიზიანებს კანს და არ ტოვებს ლაქებს. 

ოქტიზის გელი კი განკუთვნილია ჭრილობის შემდგომი მოვლისთვის. ის ქმნის დამცავ ბარიერს, ატენიანებს დაზიანებულ კანს და ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას. გელი ამცირებს ქავილსა და სისხლდენას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახანგრძლივებული ან განმეორებითი დაზიანებების დროს. 

პრეპარატის ეს ფორმები ერთმანეთს ავსებს და ქმნის ჭრილობის სრულყოფილად მოვლის შესაძლებლობას – სწრაფი დეზინფექციიდან სრულ შეხორცებამდე.

 

როგორ დავამუშაოთ ჭრილობა სწორად

 

ჭრილობის დამუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ესენია:

  • დაბინძურებული ჭრილობის ჩამობანა – პირველ ეტაპზე აუცილებელია ჭრილობა სუფთა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით ჩამოიბანოთ. ეს ნაბიჯი ხელს უწყობს ჭუჭყის, მტვრისა და მიკროორგანიზმების ნაწილობრივ მოცილებას.

  • ოქტიზის სპრეის გამოყენება – უზრუნველყოფს ჭრილობის სწრაფ დეზინფექციას მასთან შეხების გარეშე. აქტიური ნივთიერებები აღწევს დაზიანებულ უბანში და რამდენიმე წამში იწყებს მიკროორგანიზმების განადგურებას.

  • სპრეის გაშრობა – სპრეის გამოყენების შემდეგ, სასურველია, მოვიცადოთ და პრეპარატს გაშრობა ვაცადოთ, რათა აქტიურმა ნივთიერებებმა სრულფასოვნად იმოქმედოს. ეს ეტაპი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ანტისეპტიკურ ეფექტს და ქმნის საფუძველს შემდგომი მოვლისთვის.

  • ოქტიზის გელის გამოყენება – იცავს ჭრილობას გარე გამღიზიანებლებისგან, ატენიანებს კანს და ხელს უწყობს რეგენერაციას. გელის ტექსტურა ქმნის დამცავ ბარიერს, ამცირებს ქავილსა და სისხლდენას.

  • საჭიროების შემთხვევაში პლასტირის ან დოლბანდის გამოყენება – განსაკუთრებით მაშინ, თუ არსებობს ჭრილობის დაბინძურების ან რაიმესთან ხახუნის რისკი. 

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ შესაბამისი ზომების მიღება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დროულად დაიმუშავეთ ჭრილობა ეფექტიანი და სანდო სადეზინფექციო საშუალებებით და განაგრძეთ მისი მოვლა სრულ შეხორცებამდე. საჭირო პროდუქტების მოძიებასა და შეძენას კი PSP-ს აფთიაქებში შეძლებთ.

29 დეკ 2025