პანკრეასის დაავადებები და მკურნალობა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
10 ივნ 2025

პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) მუცლის ღრუში მდებარე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც საჭმლის მომნელებელ და ჰორმონალურ ფუნქციებს ასრულებს. მისი მასა 70 გრამია, რაც შეეხება პანკრეასის ზომებს, ორგანოს სიგრძე დაახლოებით 16-22 სმ-ია, ხოლო სიგანე 3-9 სმ-ის ფარგლებში მერყეობს.
პანკრეასი კუჭსა და ხერხემალს შორის მდებარეობს, რის გამოც ხშირად „კუჭუკანა ჯირკვალსაც“ უწოდებენ. ის საჭმლის მონელებასა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაში მონაწილეობს. პანკრეასის ფუნქციები ორად იყოფა:
o პროტეაზა – ცილებს შლის;
o ამილაზა – ნახშირწყლებს შლის;
o ლიპაზა – ცხიმების მონელებაში მონაწილეობს.
ეს ფერმენტები პანკრეასის სადინარებით თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის, სადაც აქტიურდება.
პანკრეასი მნიშვნელოვანი ორგანოა როგორც მონელებისთვის, ისე ენერგეტიკული ბალანსის შესანარჩუნებლად. მისი დაზიანება ან ჰორმონების დისბალანსი შეიძლება სერიოზულ დაავადებებამდე, მაგალითად, დიაბეტამდე ან პანკრეატიტამდე მივიდეს.

პანკრეასის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია ანთება, კიბო და კისტა, რომელთაც თან ახლავს განსხვავებული გამოვლინებები:
პანკრეასის ანთება, რომელსაც მედიცინაში პანკრეატიტი ეწოდება, არის მდგომარეობა, როდესაც პანკრეასი თავისივე ფერმენტების თავდასხმის ქვეშ ექცევა. შედეგად, ანთებითი პროცესი ვითარდება. დაავადება შესაძლოა იყოს მწვავე, რომელიც მოულოდნელად იჩენს თავს და, როგორც წესი, სწრაფად იკურნება; ან ქრონიკული, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და პანკრეასის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.
პანკრეატიტის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
პანკრეატიტი სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს. მწვავე ფორმის დროს ადამიანს ხშირად აწუხებს მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ზურგის ან გულმკერდის მიმართულებით ვრცელდება. ტკივილი, როგორც წესი, ჭამის შემდეგ ძლიერდება. ხშირია გულისრევა და ღებინება, პაციენტი აჩქარებულ გულისცემას, ტემპერატურის მატებას, მუცლის შებერილობას და შეხებისას ტკივილს უჩივის. ზოგ შემთხვევაში მუცლის ღრუში სითხე გროვდება, იკლებს არტერიული წნევა, შესაძლოა, აღინიშნოს კანისა და თვალების სიყვითლეც.
რაც შეეხება ქრონიკულ პანკრეატიტს, მას ყველაზე ხშირად მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი ახასიათებს. დროთა განმავლობაში ადამიანი იწყებს წონაში სწრაფად კლებას. განავალი ცხიმიანი და მძაფრი სუნის მქონე ხდება, რაც სტეატორეის ნიშანია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პანკრეატიტის ეს სიმპტომები სპეციფიკური არ არის და შესაძლოა სხვა დაავადებების დროსაც გამოვლინდეს. ამიტომ დიაგნოზის დასასმელად მხოლოდ კლინიკური ნიშნები საკმარისი არ არის და საჭიროა დამატებითი კვლევები.
პანკრეასის კიბო ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ფარული დაავადებაა. საწყის ეტაპზე ის უმეტესად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე პანკრეასის კიბოს სიმპტომების ამოცნობა თავიდან ძალიან რთულია, რის გამოც ხშირად მისი დიაგნოსტირება დაგვიანებულია. დაავადებაზე ეჭვი შესაძლოა მხოლოდ პანკრეასის შეტევისას გაჩნდეს, როდესაც პაციენტს მუცელი შეაწუხებს, მადა დაუქვეითდება და წონაში სწრაფად დაკლებას დაიწყებს. ამასთან, პანკრეასის სიმსივნის სიმპტომებს შორის არის სიყვითლე, კანისა და თვალების მოყვითალო შეფერილობა, რაც ღვიძლისა და სანაღვლე გზების პრობლემებზეც მიუთითებს.
ადამიანის სხეულის თითქმის ყველა უჯრედი შეიძლება გადაიქცეს კიბოს უჯრედად – გამონაკლისი არც პანკრეასის უჯრედებია. ამ ორგანოში რამდენიმე ტიპის სიმსივნე შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია ეგზოკრინული ტიპის კიბო, რომელიც პანკრეასის სადინართა უჯრედებიდან აღმოცენდება. მას პანკრეასის ადენოკარცინომას უწოდებენ. შედარებით იშვიათია ენდოკრინული (ნეიროენდოკრინული) სიმსივნეები, რომლებიც ჰორმონის გამომმუშავებელი უჯრედებიდან ვითარდება.
პანკრეასის კიბო იწყება უჯრედში მომხდარი გენეტიკური მუტაციებით – დნმ-ში ცვლილებები უჯრედს აიძულებს, უკონტროლოდ გაიზარდოს და გამრავლდეს. თუ დაავადება დროულად არ იქნა აღმოჩენილი და შეჩერებული, სიმსივნე ახლომდებარე ორგანოებსა და ქსოვილებზე ვრცელდება, შემდეგ კი – მთელ ორგანიზმში.
მიუხედავად იმისა, რომ პანკრეასის კიბოს განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, არსებობს რამდენიმე რისკფაქტორი, რომლებიც მისი გაჩენის ალბათობას ზრდის. მათ შორისაა:
მართალია, პანკრეასის კიბო რთულად დასამარცხებელია, თუმცა დროული რეაგირება და მკურნალობა შედეგის გაუმჯობესების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
პანკრეასის კისტა სითხით სავსე ჯიბისებრი წარმონაქმნია, რომელიც ამ ორგანოს შიგნით ვითარდება. ხშირ შემთხვევაში ის კეთილთვისებიანია, უსიმპტომოდ ვითარდება და მხოლოდ გამოკვლევისას შემთხვევით ვლინდება. თუმცა ზოგჯერ კისტა მუცლის ტკივილს, საჭმლის მონელების პრობლემებსა ან მის შიგნით ინფექციასა და სისხლდენას იწვევს, რაც ჯანმრთელობისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის.
იშვიათ შემთხვევაში პანკრეასის კისტას შეიძლება ავთვისებიანი უჯრედები ჰქონდეს ან მომავალში ავთვისებიანად გადაიქცეს. ასეთ დროს საჭიროა, სითხის ანალიზი, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა ორგანოში სიმსივნური წარმონაქმნები.
კისტის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ასოცირებული ფაქტორი, მათ შორისაა:
პანკრეასის კისტები უმეტესად უვნებელია, თუმცა ყოველთვის საჭიროა ექიმის შეფასება და დაკვირვება. მტკივნეული სიმპტომების ან მუცლის ტრავმის შემთხვევაში გადამწყვეტია დროული მიმართვა სპეციალისტთან, რათა ავიცილოთ სერიოზული გართულებები.

პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტიკა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. პირველ რიგში, ტარდება პანკრეასის ანალიზი სისხლისა და განავლის ნიმუშების გამოყენებით. ეს საშუალებას იძლევა პანკრეასის ჯირკვლის ფერმენტების დონე შეფასდეს, რაც ამ ორგანოს ფუნქციის მნიშვნელოვან მაჩვენებლად მიიჩნევა.
გარდა ამისა, პანკრეასის კვლევისას იყენებენ ულტრაბგერით, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას (MRI). ეს მეთოდები ორგანოს სტრუქტურასა და შესაძლო პათოლოგიურ ცვლილებებს ვიზუალურად იწვევს.
უფრო ღრმა და ზუსტი შეფასებისთვის გამოიყენება ენდოსკოპიური ულტრაბგერა (EUS), რაც ექიმებს საშუალებას აძლევს დეტალურად დააკვირდნენ პანკრეასის ქსოვილებს და საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიას მიმართონ.
პანკრეასის მკურნალობის მეთოდის შერჩევა კონკრეტული დაავადების ტიპსა და მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ხშირად ინიშნება პანკრეასის ფერმენტების შემცველი პრეპარატები, რომლებიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და სიმპტომებს ამსუბუქებს.
პანკრეასის ეგზოკრინული სეკრეციის უკმარისობითა და ქრონიკული პანკრეატიტით გამოწვეული საჭმლის მონელების დარღვევების დროს ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ პანცებილი, რომელიც ხელს უწყობს ცილების, ნახშირწყლების და ლიპიდების მონელებას პანკრეასის ფერმენტების, ჰემიცელულაზასა და ნაღვლის მარილების უზრუნველყოფით.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი ემართება, აუცილებელია სისხლში შაქრის დონის რეგულაცია სპეციალური მედიკამენტებით ან ინსულინის მეშვეობით.
თუ პანკრეასზე კისტა ან სიმსივნე ვითარდება, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა — კისტის ამოკვეთა ან სიმსივნის მოცილება. რაც შეეხება პანკრეასის კიბოს, მკურნალობის გეგმა ხშირად მოიცავს ქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას, რაც სიმსივნური უჯრედების ზრდას ანელებს და ზოგ შემთხვევაში —გადარჩენის შანსებს ზრდის.
ყველა შემთხვევაში, დიაგნოსტიკა და მკურნალობა სპეციალისტის ზედამხედველობით უნდა განხორციელდეს, რადგან პანკრეასი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და ფუნქციურად მნიშვნელოვანი ორგანოა.
10 ივნ 2025