პილინგი — ახალგაზრდული და ჯანმრთელი კანისთვის
8 ივლ 2025

პილინგი არის კანის მოვლის პროცედურა, რომლის მიზანიც ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებაა. ეს პროცესი კანის განახლებას, ტექსტურისა და ფერის გაუმჯობესებას, ასევე დაბერების ნიშნების შემცირებას უწყობს ხელს.
სახის პილინგი ასუფთავებს ფორებს, ამცირებს წვრილ ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის ტონუსსა და ფერს, გვეხმარება აკნეს მკურნალობაში და კოსმეტიკური პროდუქტების შეწოვას აუმჯობესებს. ამასთან არსებობს პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო პილინგიც.
PSP-ში სახის პილინგის საშუალებების ფართო არჩევანია. მათ შორის აფთიაქების ქსელში ხელმისაწვდომია მიზონის, ლირენეს, მისშას, აპიუს, პაიოსა და სხვა პოპულარული ბრენდების პილინგის პროდუქტები. აღსანიშნავია, რომ PSP-ში სახის გარდა ფეხის პილინგის საშუალებებსაც შეხვდებით.
პილინგი, სიღრმის მიხედვით, რამდენიმე სახის არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: მექანიკური პილინგი, ქიმიური პილინგი და ენზიმური პილინგი.
მექანიკური პილინგი – სპეციალური სკრაბების ან აპარატების დახმარებით ხდება, რომლებიც მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირიდან ფიზიკურად აშორებს. ასეთ საშუალებებს შორის არის: სახის სკრაბები, მიკროდერმაბრაზია და სხვა. ეს უკანასკნელი არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელსაც კანის საერთო ფერისა და სტრუქტურის გასაახლებლად მიმართავენ.
ქიმიური პილინგი – კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად სხვადასხვა მჟავის (მაგალითად: გლიკოლის, სალიცილის, ლაქტობის) გამოყენებას გულისხმობს. არსებობს ზედაპირული, საშუალო და ღრმა ქიმიური პილინგები.
ზედაპირული პილინგი ძირითადად აკნეს, ფორების გაფართოებისა და პიგმენტაციის წინააღმდეგ გამოიყენება.
ენზიმური პილინგი – შედარებით ნაზი მეთოდია და ფერმენტებზეა დაფუძნებული. იგი შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის.

როგორც აღვნიშნეთ, PSP-ში სახის პილინგისთვის განკუთვნილი პროდუქტების ფართო არჩევანია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მიზონის პილინგი, ამავე ბრენდის გამწმენდი გელ-პილინგი და პილინგ-შრატი.
მიმოვიხილოთ კონკრეტული პროდუქტები: მაგალითად, მიზონის ვაშლის პილინგი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით კი მოსახერხებელია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს და მექანიკურ ან მჟავაზე დაფუძნებულ პილინგებს ვერ იყენებს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა მის ნაზ და დამცველობით ფორმულაშია, რომელიც კანის ზედაპირს ეფექტიანად, თუმცა სათუთად წმენდს.
მისი მოქმედება ეფუძნება ბუნებრივ ცელულოზასა და ვაშლის ექსტრაქტს. ხილის მჟავა ასუსტებს კავშირს კანის მკვდარ უჯრედებსა და ეპიდერმისს შორის, ხოლო ცელულოზა, ჰაერთან შეხებისას, შრება და ზედაპირიდან მკვდარ უჯრედებს მექანიკურად აქერცლავს. შედეგად, კანი, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, უფრო სუფთა და გლუვი ხდება.
პროდუქტის გამოყენება მარტივია: პილინგი სუფთა და მშრალ კანზე დაიტანეთ, დაელოდეთ 1-2 წუთით, შემდეგ კი ნაზი მასაჟით, ქვედა ნაწილიდან ზემოთ მოძრაობით, აქერცვლა დაიწყეთ. პროცესში თვალნათლად შეამჩნევთ, როგორ შორდება კანის ზედაპირს მკვდარი უჯრედები. პროცედურის დასრულების შემდეგ, კანი თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ და აუცილებლად გამოიყენეთ ტონერი და დამატენიანებელი, რათა მას აღდგენის საშუალება მისცეთ.
მიზონის გამწმენდი გელ-პილინგი მატონიზირებელ გელს წარმოადგენს, რომელიც ღრმად აღწევს კანის ზედაპირში და ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს. მისი მსუბუქი ტექსტურა კანს არ აღიზიანებს და სისუფთავესთან ერთად ინტენსიურ დატენიანებასაც უზრუნველყოფს.
პროდუქტის ფორმულაში შედის ფრანგული მინერალური წყალი, რომელიც კანის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას აძლიერებს. აქტიური ინგრედიენტები — ლიმონის ექსტრაქტი, ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი, ლოტოსის ყვავილი, მწვანე ჩაი, ვაშლის ექსტრაქტი და პაპაიას წვენი — ერთობლივად მოქმედებს, კანის ტექსტურას აუმჯობესებს, მიკრორელიეფს ათანაბრებს და პიგმენტური ლაქების თანაბრად გაუფერულებას უწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა აკნეს შემდგომი ნარჩენებისთვის.
პილინგის გელი სუფთა და მშრალ კანზე დაიტანეთ. ამ შემთხვევაშიც, დაახლოებით 1-2 წუთის შემდეგ დაიწყეთ ნაზი მასაჟი ქვევიდან ზევით მიმართულებით, რათა მკვდარი უჯრედების ფრთხილი აქერცვლა მოხდეს. პროცედურის დასრულების შემდეგ კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რაც შეეხება მიზონის პილინგ-შრატს, ის გამოირჩევა ძლიერი და ეფექტიანი მოქმედებით, რაც აქტიური კომპონენტების მაღალ კონცენტრაციას უკავშირდება. უკვე პირველი გამოყენების შემდეგ იგრძნობა კანის ტექსტურის გაუმჯობესება — შრატი ებრძვის აკნესა და წვრილ ნაოჭებს, ამსუბუქებს ანთებით პროცესებს და ხელს უშლის მათ ხელახლა გაჩენას. რეგულარული გამოყენებით კანი უფრო გლუვი, თანაბარი და ხავერდოვანი ხდება.
ფორმულაში შემავალი AHA მჟავები ათანაბრებს კანის ფერს, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აქერცვლას და მათი განახლების პროცესს აუმჯობესებს. შრატი იდეალურად ერგება როგორც დღის, ისე საღამოს რუტინას.
დაიტანეთ საშუალო რაოდენობის შრატი სახეზე, ყელსა და დეკოლტეს არეში. ნაზად გადაინაწილეთ პროდუქტი კანის ზედაპირზე. შესაძლებელია შრატის გამოყენება როგორც დღისით, ისე ღამით, თუმცა დღის რუტინაში, საბოლოო ეტაპზე, მზისგან დამცავი კრემის დამატება არის აუცილებელი.

PSP-ში სახის პილინგთან ერთად ფეხის პილინგის პროდუქტებიცაა წარმოდგენილი. მათ შორის აფთიაქების ქსელში ხელმისაწვდომია კორეულის ბრენდის, მისშას ფეხის ნიღაბ-პილინგი.
იგი ეფექტიანად აშორებს მკვდარ უჯრედებს და ინტენსიურ დამატენიანებელ და დამამშვიდებელ ზემოქმედებას უზრუნველყოფს. უკვე პირველი გამოყენების შემდეგ ქუსლები შესამჩნევად რბილი და გლუვი ხდება.
ფორმულაში შედის AHA და BHA მჟავები, რომლებიც ღრმა პილინგზე არის პასუხისმგებელი. ჰიდროლიზირებული კოლაგენი, ვაშლისა და ლიმონის ექსტრაქტებთან ერთად, კანის დატენიანებასა და დარბილებას უწყობს ხელს. 9 სახეობის ბუნებრივი კომპონენტები კი სასიამოვნო გამაგრილებელ შეგრძნებას და დამატებით ზრუნვას უზრუნველყოფს.
პროცედურის დაწყებამდე ფეხები უნდა დაიბანოთ და კარგად გაიმშრალოთ. ნიღაბი ორი ნაწილისგან შედგება — თითოეული განკუთვნილია ერთი ფეხისთვის. ფურცლის გაყოფის შემდეგ, თითოეული ნიღაბი ფეხზე უნდა მოირგოთ ისე, რომ ტერფს კომფორტულად ფარავდეს. სტიკერის მოცილების შემდეგ იგი ტერფის გარშემო მჭიდროდ იკვრება.
საჭიროა, ნიღაბი ფეხზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იქონიოთ, რის შემდეგაც უნდა მოიშოროთ და ფეხები თბილი წყლით დაიბანოთ. შედეგი ეტაპობრივად გამოვლინდება — გამოყენებიდან დაახლოებით 4-6 დღის შემდეგ დაიწყება კანის ექსფოლაცია, რაც მკვდარი უჯრედების სრულ მოცილებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა არ განმეორდეს 4 კვირამდე, რათა კანს ბუნებრივი რეგენერაციისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს.
8 ივლ 2025