რას ნიშნავს ანემია - ყველაფერი დაავადების შესახებ
17 აპრ 2024

სარჩევი:
ანემია სისხლის დაავადებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. იგი ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულს არ აქვს საკმარისი ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედები, ანუ ერითროციტები. ამ დეფიციტის გამო წარმოიქმნება სხვადასხვა სიმპტომები, რამაც შეიძლება რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დაავადების მიზეზების, ტიპებისა და სიმპტომების ცოდნა. ბლოგში მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ, მართოთ და თავიდან აიცილოთ ეს მდგომარეობა.
ანემია ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა, ან ჰემოგლობინის არარსებობაა. ჰემოგლობინი სისხლის წითელი უჯრედების მთავარი ცილაა. ის ატარებს ჟანგბადს და აწვდის მას მთელ სხეულს.
როდესაც ადამიანს აქვს ანემია, მისი ჰემოგლობინის დონეც დაბალია. შესაბამისად, ორგანოები ვერ იღებენ საკმარის ჟანგბადს. ანემიის სიმპტომები – როგორიცაა დაღლილობა ან ქოშინი – ზუსტად ამ მიზეზითაა გამოწვეული.
ანემიის მრავალი ფორმა არსებობს. თითოეულს აქვს თავისი მიზეზი. ანემია შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი, მსუბუქი ან მძიმე.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ანემია:
რკინადეფიციტური ანემია ძალიან გავრცელებულია. მას იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. ჰემოგლობინის შესაქმნელად ძვლის ტვინს სჭირდება რკინა. საკმარისი რკინის გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ჰემოგლობინს სისხლის წითელი უჯრედებისთვის.
ორსულებს ხშირად უვითარდებათ ამ ტიპის ანემია, თუ ისინი არ იღებენ რკინის დანამატებს. ასევე, სისხლის დაკარგვა ერთ-ერთი მიზეზია. სისხლის დაკარგვა შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის, წყლულის, კიბოს ან ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების, განსაკუთრებით ასპირინის რეგულარული გამოყენებით.
გარდა რკინისა, ორგანიზმს სჭირდება ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B-12, რათა საკმარისი ჯანსაღი ერითროციტები წარმოქმნას. თუ კვების რაციონში არ შედის ეს და სხვადასხვა ძირითადი საკვები ნივთიერებები, ორგანიზმს ერითროციტების წარმოება უჭირს.
ასევე, ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი ვერ ითვისებს B-12 ვიტამინს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინდეფიციტური ანემია, რომელსაც ასევე უწოდებენ პერნიციულ ანემიას.
დაავადებები, რომლებიც იწვევენ ანთებას, ორგანიზმს სისხლის წითელი უჯრედების საკმარისი რაოდენობის წარმოქმნაში უშლიან ხელს. მაგალითად: კიბო, აივ/შიდსი, რევმატოიდული ართრიტი, თირკმელების დაავადება და კრონის დაავადება.
ეს იშვიათი, სიცოცხლისათვის საშიში ანემია ვითარდება მაშინ, როდესაც სხეული არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ახალ სისხლის უჯრედებს. აპლასტიკური ანემიის გამომწვევი მიზეზებია ინფექციები, გარკვეული მედიკამენტები, ავტოიმუნური დაავადებები და ტოქსიკურ ქიმიკატებთან კონტაქტი.
ანემიები, რომლებიც დაკავშირებულია ძვლის ტვინის დაავადებასთან.
ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ლეიკემია და მიელოფიბროზი, შეიძლება გავლენა იქონიოს ძვლის ტვინში სისხლის გამომუშავებაზე.
ამ ტიპის შემთხვევაში, სისხლის წითელი უჯრედები იმაზე უფრო სწრაფად ნადგურდება, ვიდრე ძვლის ტვინი შეძლებს მათ ჩანაცვლებას. სისხლის ზოგიერთი დაავადება ზრდის ერითროციტების დესტრუქციის ტემპს.
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია მემკვიდრეობითი დაავადებაა. ამ ტიპის დროს სისხლის წითელ უჯრედებს ნამგლის ფორმა აქვთ. მათი სწრაფი დაშლა იწვევს ქრონიკულ ანემიას.
ანემიის სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზე. რიგ შემთხვევებში, ანემია თავდაპირველად არ იწვევს სიმპტომებს, მდგომარეობა როცა უარესდება, ამის პარალელურად ჩნდება სიმპტომებიც.
ანემიის სიმპტომები მოიცავს:
თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო, ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, როგორიცაა:
ჯანსაღი კვების რაციონი ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ანემიის თავიდან ასაცილებლად. ჯანსაღი დიეტა მოიცავს:
ამ ფაქტორებმა შეიძლება გაზარდოს ანემიის რისკი:
ანემიის მკურნალობა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე - დაავადების ტიპზე, სიმძიემზე და სიმძიმეზე.
შეგახსენებთ, რომ ჰემატოლოგიური პრეპარატები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და დამოუკიდებლად მიღება არაა რეკომენდებული.
ანემია ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ბავშვების დაახლოებით 20%-ს რაღაც მომენტში ანემიის დიაგნოზი დაუსვეს.
ანემიის ზოგიერთი სახეობა მემკვიდრეობითია და მისი პრევენცია შეუძლებელია. რკინადეფიციტური ანემია, ანემიის გავრცელებული ფორმა, შეიძლება თავიდან იქნას აცილებული იმით, რომ დარწმუნდებით, რომ თქვენი ბავშვი იღებს საკმარის რკინას.
თუ ხშირად ხართ დაღლილი, ან სუნთქვა გიჭირთ, მაგრამ არ იცით რატომ, მიმართეთ ექიმს.
1. როგორ ხდება ანემიის დიაგნოსტიკა?
დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება სისხლის დათვლის (CBC) ტესტი რომელიც ზომავს სისხლის წითელი უჯრედების, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონეს.
2. რომელია ანემიის ყველაზე გავრცელებული ტიპი?
რკინადეფიციტური ანემია ყველაზე გავრცელებული ტიპია.
3. შეიძლება თუ არა ანემიამ გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?
დიახ, ანემია ხშირად იწვევს დაღლილობასა და დეპრესიას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ზოგად ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.
4. რამდენი დრო სჭირდება ანემიისგან გამოჯანმრთელებას?
აღდგენის დრო განსხვავდება ანემიის გამომწვევი მიზეზისა და სიმძიმისა და მკურნალობის გეგმის ეფექტურობის მიხედვით.
17 აპრ 2024