რატომაა ჯანსაღი ძილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ დაგვეხმარება ამაში ორთომოლი
28 ოქტ 2025

ძილი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაზე ხშირად უგულებელყოფილი საჭიროებაა. ბევრი ჩვენგანი მას ისე ეპყრობა, თითქოს ძილის დარღვევა პრობლემას არ წარმოადგენდეს. მას ვამცირებთ მკვეთრად, როცა ცხოვრება უფრო დაკავებული ხდება — მეცნიერება ამას საგანგაშო ტენდენციად მოიაზრებს და დიდი ხანია ექიმები ამტკიცებენ, რომ ხარისხიანი ძილი ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვება და ფიზიკური დატვირთვა.
ღამით, როცა გონება ისვენებს, სხეული მაინც დაკავებულია უჯრედების აღდგენით, ჰორმონების დაბალანსებით, იმუნური სისტემის გაჯანსაღებით და ენერგიის დონეების შევსებით მომავალი დღისთვის. ამ დროს ჩვენი ტვინი წინა დღის გამოცდილებას ამუშავებს და სუფთავდება ტოქსინებისგან, რომელიც დღის განმავლობაში გროვდება — სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვიღვიძებთ უფრო მშვიდები, ვაზროვნებთ უკეთ და კონცენტრაციის მოკრებაც უკეთ შეგვიძლია.
საპირისპიროდ, არასაკმარისი ძილის შემდეგ მარტივი დაბრკოლებებიც კი გვერთულება, კონცენტრაცია შეუძლებელია და რეაქციის დროც მკვეთრად მცირდება, ამ ყველაფერს კი სტრესამდე, დაძაბულობამდე და დეპრესიამდე მივყავართ.
ძილი უმნიშვნელოვანესია მეტაბოლიზმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. არაადეკვატურად მცირე დროით დასვენებას შეუძლია, დაარღვიოს მადის მარეგულირებელი ჰორმონების ბალანსი, რასაც მივყავართ შაქრისა და არაჯანსაღი საკვების მიმართ მიდრეკილებამდე, რაც საბოლოოდ გულის დაავადებების რისკის მატებით სრულდება.
არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ძილის ნაკლებობას იმუნიტეტის დასუსტებამდეც მივყავართ — შესაძლოა, ეს აქამდეც გქონდათ შემჩნეული, თუ წარსულში მცირეხნიანი ძილის შემდეგ მალევე გაციებულხართ.
სპორტით დაკავებულმა ადამიანებმა საუკეთესოდ იციან, რომ ჯანსაღი ძილი კუნთების აღდგენასა და კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული, ისევე როგორც ემოციურ და ფსიქიკურ კეთილდღეობასთან.
სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილი მრავალი ადამიანისთვის პირდაპირ ნიშნავს ძილის რეჟიმის დარღვევას — შესაბამისად, მილიონობით ადამიანი იტანჯება ინსომნიითა და ძილში მოუსვენრობით, რაც ძალიან დიდი დროის საწოლში გატარების შემდეგაც, როგორც წესი, დაღლილობით სრულდება.
მშვიდი და ჯანსაღი ძილის დასაბრუნებლად სხეულს, დასვენების გარდა, კვებითი მხარდაჭერაც სჭირდება. არაერთი ნივთიერება — მაგნიუმი, B ვიტამინი, თუთია, ამინომჟავები და ა.შ. — საკვანძო როლს ასრულებს ნეიროტრანსმიტერების წარმოებაში, რომლებიც ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და არეგულირებენ ძილის ციკლებს.
თუ დაიბენით და ვერ ხვდებით, საიდან უნდა მიიღოთ ეს ნივთიერებები ერთბაშად, დაგამშვიდებთ — ამაში ორთომოლის (Orthomol) პროდუქტები დაგეხმარებათ. თუ ორთომოლის შესახებ აქამდე არ გსმენიათ — ეს 30 წელზე მეტი ხნის წინ გერმანიაში დაარსებული კომპანიაა, რომელიც ორთომოლეკულური მედიცინის სფეროში მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს.
ორთომოლეკულური მედიცინა — ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების, ორთომოლეკულების, განსაზღვრული დოზებისა და სწორი კომბინაციების გამოყენებით.

ნემური ნაითი (Orthomol Nemuri Night) ორთომოლის მიერ წარმოებული პროდუქტია, რომელსაც აფთიაქებში გრანულებისა და სპრეის სახით ვხვდებით. მიღების მარტივი ფორმითა და წარმოების მაღალი ხარისხით, ნემური ნაითი გაგახსენებთ, როგორია მშვიდი და ჯანსაღი ძილის შემდეგ კარგ ხასიათზე გამოღვიძება. დანამატის შედგენილობაში შემავალი თითოეული ნივთიერება 100%-ით ბუნებრივია და მზადდება უმკაცრესი სტანდარტების დაცვით.
რაც შეეხება ხსენებულ ნივთიერებებს — ჯანსაღ ძილში ცენტრალურ ადგილს მელატონინი იკავებს — “ძილის ჰორმონი”, რომელიც არეგულირებს ძილის ბიოლოგიურ რითმს, ამცირებს სხვადასხვა სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორულ აქტივობას და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს, უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, გამოღვიძების შემდეგ არ იწვევს უხალისობას, დაღლილობის შეგრძნებას. არ ახასიათებს შეჩვევა და დამოკიდებულება.
გარდა მელატონინისა, ორთომოლ ნემური ნაითი შეიცავს ბარამბოს (Melissa) ექსტრაქტს, რომელსაც ახასიათებს სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, რაც დადებითად აისახება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და უზრუნველყოფს სრულფასოვან ძილს.
მესამე ინგრედიენტი, პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ ვიტექსინს. ახასიათებს მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს შფოთვას, არეგულირებს ძილს, გამოღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე. პასიფლორა აგრეთვე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე და აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.
შესაბამისად, თუ განიცდით გაძნელებულ ჩაძინებას, გეღვიძებათ ღამით ხშირად, დარღვეული გაქვთ ძილის ცირკადული რითმი ან გაქვთ “ჯეთ ლეგი”, შეგიძლიათ ენდოთ ორთომოლის პროდუქტებს. მიუხედავად ამისა, ნუ მიიღებთ ორთომოლ ნემური ნაითს ექიმთან კონსულტაციის გარეშე — სანამ ამას გააკეთებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არ გაქვთ აუტანლობა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნივთიერების მიმართ, რათა არ გამოიწვიოთ ალერგიული რეაქციების განვითარება.
თუ სიფრთხილის ყველა ზომა დაცულია და ექიმმა გირჩიათ კომპლექსურ თერაპიაში ამ კონკრეტული პროდუქტის გამოყენებაც — სანერვიულო არაფერი გაქვთ, ორთომოლის გამოცდილება და ხარისხი ნამდვილად არ დაგაღალატებენ.
28 ოქტ 2025