აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რატომ ვნებს კანს ულტრაიისფერი სხივები და როგორ დავიცვათ ის ამ ზემოქმედებისგან

უკან

რატომ ვნებს კანს ულტრაიისფერი სხივები და როგორ დავიცვათ ის ამ ზემოქმედებისგან

7 ნოე 2025

 

მზის სხივების ზემოქმედება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც კანის ახალგაზრდულ იერზე, სტრუქტურასა და საერთო ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მზის სინათლე ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — ხელს უწყობს D ვიტამინის სინთეზს და განწყობასაც აუმჯობესებს — მისი ზედმეტი დოზა კანის უჯრედულ დონეზე სერიოზულ დაზიანებებს იწვევს.

ამ მხრივ მთავარი ულტრაიისფერი სხივებია: UVA და UVB სპექტრები. UVA სხივები კანში ღრმად აღწევს, რის შედეგადაც სიმტკიცისა და ელასტიკურობის განმაპირობებელ კოლაგენსა და ელასტინს ანადგურებს. ამის გამო ნაადრევი ნაოჭები, სიმშრალე და სიხისტე ჩნდება; UVB სხივები უფრო ზედაპირულ ფენებს აზიანებს და მზით დამწვრობებს, სიწითლესა თუ პიგმენტურ ლაქებს იწვევს. დროთა განმავლობაში ეს ეფექტი მწვავდება, კანი თავის ბუნებრივ ბალანსს, ბზინვარებას კარგავს და ე.წ. ფოტოდაბერების ნიშნებიც უფრო შესამჩნევი ხდება.

გარდა ესთეტიკური ცვლილებებისა, ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული გავლენა კანის უჯრედების დნმ-ის დაზიანების რისკსაც ზრდის, რაც შეიძლება სერიოზულ დაავადებებშიც გადაიზარდოს. სწორედ ამიტომ, მზისგან დაცვა არამხოლოდ სეზონური, არამედ ყოველდღიური მოვლის აუცილებელი ეტაპი უნდა იყოს, წელიწადის ნებისმიერ დროს.

მზისგან დამცავი საშუალებები უხილავ დამცავ ფენას ქმნის, რომელიც კანში მზის სხივების შეღწევას აფერხებს და მას არამარტო დაწვისგან, არამედ შიგნიდან გამოწვეული სტრესისგანაც იცავს. თანამედროვე ფორმულები ხშირად შეიცავს დამატენიანებელ და ანტიოქსიდანტურ კომპონენტებს, რომლებიც კანს ჰიდრატაციის შენარჩუნებასა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების შემცირებაში ეხმარება. შესაბამისად, სწორად შერჩეული პროდუქტი კანს არამხოლოდ იცავს, არამედ აჯანსაღებს კიდეც.

საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ მზის სხივები ყველა სეზონსა და ღრუბლიან დღეებშიც კი აქტიურია, რადგან 80%-მდე UVA სხივი კანის ზედაპირამდე მაინც აღწევს. ამიტომ მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღე გამოყენებად აუცილებელ პროდუქტად უნდა იქცეს, იქნება ეს ზამთარში, წვიმიან ამინდში, ზღვის სანაპიროსა თუ მთის გარემოში.

დღეს ბაზარზე არსებული ფორმულების დიდი ნაწილი მსუბუქია, არ ტოვებს ცხიმიან ფენას და სხვადასხვა ტიპის კანს მარტივად ერგება. არსებობს სპეციალური პროდუქტები მგრძნობიარე ან აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაც, რომლებიც ფორებს არ ახშობს და გაღიზიანებასაც არ იწვევს.

ასეთი კომფორტული და მრავალფუნქციური მზისგან დამცავი საშუალებები ქმნის სრულყოფილ ბალანსს დაცვასა და მოვლას შორის. მრავალი კომპანია, მათ შორის პოპულარული კორეული ბრენდი Missha, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რომ ეს საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ქვემოთ მის რამდენიმე ასეთ პროდუქტს გაგაცნობთ.

 

 

Missha-ს მზისგან დამცავი ჰიპოალერგიული კრემი 

 

მზისგან დამცავი ჰიპოალერგიული კრემი განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის საჭიროებების გათვალისწინებითაა შექმნილი. მაღალი დამცავი ფაქტორი SPF50+ ეფექტიანად ეწინააღმდეგება UVA და UVB სხივების ზემოქმედებას, რაც კანის დაწვასა და ფოტოდაბერების ნიშნების გაჩენას ხელს უშლის. შეფერილი ტექსტურა კანს არამარტო მზის მავნე გავლენისგან იცავს, არამედ ვიზუალურადაც აუმჯობესებს ტონს, სიწითლეს ამცირებს და ერთგვაროვან, გლუვ ზედაპირს ქმნის. მსუბუქი კონსისტენცია ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან კვალს, რის გამოც იდეალურია მაკიაჟის ქვეშ გამოსაყენებლად.

Missha-ს Cover SPF50+ კრემი იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ყოველდღიურად სურს მზისგან დაცვა, თან ისე, რომ კანი გამოიყურებოდეს თანაბრად, ბუნებრივად და სუფთად, ზედმეტი სიმძიმის გარეშე.

Missha-ს მზისგან დამცავი ჰიდრატაციისთვის

Aqua SPF50+ კრემი ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ და კომფორტულ მზისგან დამცავ ფორმულას ემყარება, რომელიც 75%-ით წყლის საფუძველზეა შექმნილი. ამის დახმარებით იგი კანს მომენტალურ სიგრილეს, სირბილესა და ხავერდოვან შეგრძნებას ანიჭებს. პროდუქტი ეფექტიანად იცავს UVA და UVB სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ასევე ამცირებს პიგმენტური ლაქებისა და კანის გაწითლების რისკს.

Aqua ფორმულა არაკომედოგენურია — არ ახშობს ფორებს და არ ტოვებს ცხიმიან ბზინვარებას, რის გამოც შესაფერისია როგორც ცხიმიანი, ისე მგრძნობიარე კანისთვის. დერმატოლოგიურად ტესტირებული კრემი არ შეიცავს PABA მჟავას და სხვა გამაღიზიანებელ ნივთიერებებს, რაც კანის სიმშვიდესა და დაცულობას მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს.

მსუბუქი ტექსტურის წყალობით პროდუქტი სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს თეთრ კვალს და იდეალურია როგორც სახის, ასევე სხეულის ზედაპირზე გამოსაყენებლად.

 

Missha-ს მზისგან დამცავი ყოველდღიური გამოყენებისთვის

 

მზისგან დამცავი კრემი SPF45+/PA+++ ფილტრით შესანიშნავი არჩევანია ყოველდღიური გამოყენებისთვის. სრული სპექტრის UVA და UVB დაცვა მზის სხივების მავნე ზემოქმედებას ხელს უშლის და ფოტოდაბერების რისკს ამცირებს. ფორმულა გამდიდრებულია ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტების ნაზავით, რომელიც კანს სძენს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ ეფექტს ზედმეტი წებოვნების გარეშე.

მისი ნაზი, მსუბუქი ტექსტურა მარტივად ერგება ყველა ტიპის კანს: მშრალს, მგრძნობიარესა თუ კომბინირებულს. პროდუქტი სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს თეთრ ან ცხიმიან ფენას და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვასა და კომფორტს დღის განმავლობაში. Missha-ს ეს კრემი ადვილად გამოიყენება როგორც სახეზე, ისე კისერზე, მხრებსა და მკლავებზე — ყველა იმ ზონაზე, რომელიც მზის ზემოქმედების ქვეშ ექცევა. 

მაშასადამე, MISSHA-ს მზისგან დამცავი ხაზის პროდუქტები აერთიანებს ეფექტიან დაცვას, მსუბუქ ტექსტურას, დამატენიანებელ ეფექტსა თუ სხვა თვისებებს. ეს საშუალებას გაძლევთ, კანის ჯანმრთელობა და ბზინვარება ყოველდღიურად შეინარჩუნოთ.

 

7 ნოე 2025