აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რა არის ატროპინი და რისთვის გამოიყენება ის?

უკან

რა არის ატროპინი და რისთვის გამოიყენება ის?

6 აგვ 2025

 რა არის ატროპინი და რისთვის გამოიყენება

 

ატროპინი ბუნებრივი წარმოშობის ალკალოიდია, რომელსაც ძაღლყურძენასებრთა (Solanaceae) ოჯახის მცენარეები შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარეები შხამიანია, მათში შემავალი ატროპინი, სწორად გამოყენების შემთხვევაში, მედიცინას მრავალი მიმართულებით უწევს დახმარებას. 

ატროპინი ანტიმუსკარინული აგენტია. ის მოქმედებს როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ M- ქოლინორეცეპტორებზე. ასევე, გავლენას ახდენს H- ქოლინორეცეპტორებზეც, თუმცა შედარებით სუსტად. 

ატროპინი მოქმედებს როგორც კუნთებზე, ისე ნერვულ სისტემასა და ჯირკვლებზე, რაც მის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს. 

როგორ მოქმედებს ატროპინი?

თანამედროვე მედიცინაში ატროპინი ხელმისაწვდომია ამპულების, თვალის წვეთებისა და ტაბლეტების სახით. ის მედიცინაში რამდენიმე დანიშნულებით გამოიყენება, ესენია:

  • კუნთების მოდუნება – ატროპინი ამცირებს შიდა ორგანოების კუნთების ტონუსს, რის შედეგადაც სუსტდება ბრონქების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტის, შარდსადენი არხებისა და შარდის ბუშტის შეკუმშვის უნარი. ის ეფექტიანია ნაწლავის სპაზმებისა და კუჭის მჟავიანობის დროს. 
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მართვა – ის იწვევს ტაქიკარდიას, გულისცემის აჩქარებას, ასევე, აუმჯობესებს გულის გამტარობას, რაც მნიშვნელოვანია ბრადიკარდიისა და ატრიოვენტრიკულური (AV) ბლოკადის დროს.
  • თვალის დიაგნოსტიკა – ატროპინი აფართოებს გუგებს, იწვევს თვალშიგა წნევის მომატებას, ასევე, აკომოდაციის დარღვევას (ახლო მანძილზე ფოკუსირების უნარის დაქვეითება). ოფთალმოლოგიაში ის დიაგნოსტიკური და თერაპიული მიზნით გამოიყენება. 
  • ჯირკვლების მიერ ნივთიერებების სეკრეციის დაქვეითება – მნიშვნელოვნად ამცირებს ნერწყვის, ბრონქული ლორწოს, ცრემლისა და ოფლის სეკრეციას. ამ მიზნით ატროპინი პაციენტს ანესთეზიის წინ უკეთდება, ასფიქსიისა და გართულებების რისკის შესამცირებლად. 
  • ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენა – ატროპინის შედარებით მცირე დოზები გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს დამამშვიდებელ ეფექტს და ასტიმულირებს სუნთქვით ცენტრს, რითაც აუმჯობესებს ღრმად შესუნთქვის უნარს.

 

ადამიანის თვალის გუგა გაფართოებული ატროპინის გამოყენების შემდეგ

ატროპინ დარნიცა – რა უნდა ვიცოდეთ ამ საინიექციო საშუალებაზე? 

ატროპინ დარნიცა გადაუდებელ სიტუაციებში, ოპერაციების წინ ან ინტენსიური თერაპიის დროს გამოიყენება. მისი ამპულები ატროპინის სულფატის ხსნარს, ასევე, დამხმარე ნივთიერებებს – ქლორწყალბადოვან მჟავასა და საინიექციო წყალს შეიცავს. ის შესაძლოა გაკეთდეს კანქვეშ, ინტრავენურად და კუნთში. 

როდის იყენებენ ატროპინის ამპულებს? 

  • ბრადიკარდიისას (ნელი გულისცემა) – ატროპინი აჩქარებს გულისცემას და აღადგენს გულის ნორმალურ რიტმს.
  • ანესთეზიის წინ და დროს – ამცირებს ნერწყვისა და ბრონქებიდან ლორწოს გამოყოფას, შესაბამისად, ამცირებს ასპირაციის რისკს და ბრონქოსპაზმს.
  • ორგანოფოსფატებით მოწამვლის დროს – ატროპინი ბლოკავს ჭარბ აცეტილქოლინს.
  • კუჭ-ნაწლავისა და შარდის ბუშტის სპაზმების დროს – იწვევს კუნთების მოდუნებას.

მედიკამენტის დოზები 

ატროპინის რეკომენდებული დოზებია:

  • ანესთეზიის წინ – 0.3-0.6 მგ ინიექცია, კეთდება ანესთეზიამდე 30-60 წუთით ადრე
  • ბრადიკარდიის მკურნალობისას – ინიექცია იწყება 0.5 მგ დოზით
  • მოწამვლის დროს – დოზები უფრო მაღალია, ხშირად 2 მგ-მდე. საჭიროებისამებრ კეთდება განმეორებით 20-30 წუთში

გაითვალისწინეთ, ატროპინის მოხმარებისას უმნიშვნელოვანესია დოზების დაცვა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გვერდითი მოვლენები. ინიექციის შემდეგ კი, საჭიროა გულისცემის, სუნთქვის, თვალის გუგის ზომისა და სხვა პარამეტრების მონიტორინგი.

ატროპინის თვალის წვეთები — გამოყენების ჩვენებები და დოზები

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ატროპინი ოფთალმოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება. ის ძლიერი მიდრიაზული საშუალებაა, რომელიც აფართოებს გუგას და აჩერებს თვალის ფოკუსირების უნარს (აკომოდაციას). მისი ამ ეფექტების დამსახურებით შესაძლებელია თვალის დიაგნოსტიკა. ატროპინის თვალის წვეთები ასევე გამოიყენება თერაპიული მიზნებითაც. 

როდის გამოიყენება ატროპინის თვალის წვეთები?

დიაგნოსტიკური მიზნებისთვის:

  • გუგის გაფართოება თვალის ფსკერის დეტალურად შესასწავლად
  • ბუნებრივი მხედველობის დარღვევების (რეფრაქციის) ზუსტი შეფასებისთვის
  • აკომოდაციის დროებითი დაქვეითება

თერაპიული მიზნებისთვის:

გამოყენების წესები და დოზები 

ატროპინის ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივის ტომარაში. ამ დროს მნიშვნელოვანია, საცრემლე გზების უბანზე დაწოლა, რათა არ მოხვდეს ხსნარი საცრემლე არხში და არ მოხდეს მისი შეწოვა. ატროპინის თვალის წვეთები გამოიყენება ზრდასრულებსა და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. მდგომარეობის მიხედვით, მისი რეკომენდებული დოზაა 1-2- წვეთი, დღეში დღეში 2-6-ჯერ.

გუგის გაფართოება ატროპინის ჩაწვეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში იწყება და ეფექტი 7-10 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. აკომოდაციის დაქვეითება კი 1-3 საათში აღინიშნება და 8-12 დღე გრძელდება. მისი ხანგრძლივი ეფექტის გამო, ატროპინის თვალის წვეთების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი იმ შემთხვევებში, როცა მხოლოდ სწრაფი, გუგის დროებით გაფართოებაა საჭირო. 

 

ატროპინის ამპულა და თვალის წვეთები სამედიცინო დანიშნულებისთვის

როგორია პრეპარატის გვერდითი ეფექტები და რა სიფრთხილის ზომები უნდა დავიცვათ მისი გამოყენებისას 

როგორც ყველა ძლიერი მედიკამენტი, ზოგიერთ პაციენტში ატროპინიც იწვევს გვერდით მოვლენებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მაღალი დოზებით ან ხანგრძლივად გამოიყენება. ატროპინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია:

გარდა ამისა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ვითარდება ანტიქოლინერგული სინდრომი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ძლიერ აგზნებას, ჰალუცინაციებს, კანის სიმშრალესა და სიწითლეს.

როგორია ატროპინის უკუჩვენებები

ატროპინის გამოყენება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს შემდეგი მდგომარეობები:

  • გლაუკომა – გუგების გაფართოებამ, თვალშიგა სითხის გადინების შეფერხებამ და თვალშიგა წნევის გაზრდამ, რასაც ატროპინის თვალის წვეთები განაპირობებს, გლაუკომის დროს შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.
  • პროსტატის ჰიპერპლაზია შარდვის შეკავებით – ატროპინს გააჩნია შარდსადენი არხების კუნთების მოდუნების უნარი, რაც ასეთი პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის განსაკუთრებით საფრთხილოა.
  • ტაქიარითმიები – პრეპარატი ხელს უწყობს გულისცემის აჩქარებას (ტაქიკარდიას), ამიტომ ტაქიარითმიების დროს მისი მოხმარება შეიძლება სერიოზული რითმული დარღვევების მიზეზი გახდეს. 
  • ორსულობა – პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სარგებლობა აჭარბებს პოტენციურ რისკებს. ასეთ დროს აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

დაბოლოს, უსაფრთხოება იწყება ინფორმირებულობით – გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.

6 აგვ 2025