აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა და როგორ გვეხმარება ის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლაში

უკან

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა და როგორ გვეხმარება ის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლაში

31 ოქტ 2025

 

მედიცინა სიახლეებით დატვირთული და ამოუწურავი მეცნიერებაა — მისი ქოლგის ქვეშ მუდმივად ჩნდება მკურნალობის ახალ-ახალი გზები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისათვის საფრთხეების არიდებას ემსახურება. ტექნოლოგიური განვითარების ეპოქა, რომელიც გასული საუკუნის მე-2 ნახევარში დაიწყო, ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს და ამრავალფეროვნებს. 

ორთომოლეკულური მედიცინა სწორედ ტექნოლოგიური განვითარების პროდუქტია — ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების — ორთომოლეკულების   განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. 

ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

შესაბამისად, ორთომოლეკულური მედიცინა არ არის ფოკუსირებული რომელიმე კონკრეტული ორგანოს ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე — პირიქით, მისი სამიზნე მთელი ორგანიზმია. გამონაკლისი არც რესპირატორული დაავადებებია. 

სასუნთქი გზების პრობლემებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ფაქტობრივად, თითოეული ადამიანი აწყდება — მარტივი გაციებიდან და სეზონური გრიპიდან დაწყებული, მეტად რთული ბრონქიტითა და პნევმონიით დამთავრებული, ნებისმიერ რესპირატორულ დაავადებას შეუძლია, ჩვენი ყოველდღიურობა ჯოჯოხეთად აქციოს — სუნთქვის გაძნელება, ხველება, ყელის ტკივილი, დაღლილობა — ეს სიმპტომთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. 

აქედან გამომდინარე, ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის შესაბამისი ნუტრიენტებით გაძლიერება მნიშვნელოვანია და ამ გზით შესაძლებელია, ჩამოთვლილი გართულებები თავიდან აირიდოთ.  

 

 

Orthomol რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ

 

ორთომოლი (Orthomol) აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც 34 წლის წინ გერმანიაში დაარსდა და მას შემდეგ, ორთომოლეკულური მედიცინის მიმდევართა შორის მყარი ნდობით სარგებლობს. ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებით და  არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს. რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად ექიმები ორთომოლ იმუნის (Orthomol Immun) ტაბლეტებს, ტაბლეტებისა და ხსნარის კომბინაციასა და წყალში გასახსნელ გრანულებს გვთავაზობენ. 

ორთომოლ იმუნში შემავალი თუთია პასუხისმგებელია რინოვირუსების, მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების, გავრცელებისათვის ხელის შეშლაზე. გარდა ამისა, დანამატი შეიცავს ყველასათვის კარგად ცნობილ C ვიტამინს, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ანტისხეულთა წარმოქმნაში, მაკროფაგების აქტივობის გაზრდაში — შესაბამისად, ორგანიზმის ქრონიკული დაავადებებისგან დაცვაში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამავე საქმეს გვიკეთებს ორთომოლ იმუნში შემავალი რკინის, D ვიტამინისა და კალიუმის კომბინაცია — გვიცავს ქრონიკული ანთების განვითარების რისკებისგან. 

ეს ყველაფერი არ არის — A და E ვიტამინები, სელენთან ერთად, იცავენ კანსა და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ყელის ტკივილი კი სწორედ ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას უკავშირდება. ბოლოს კი, არ უნდა დაგვავიწყდეს მოლიბდენიც, რომელიც  ორგანიზმის უჯრედულ დონეზე დეტოქსიკაციაზეა პასუხისმგებელი. 

რა თქმა უნდა, აღნიშნული ჩამონათვალი სრული არ არის და ორთომოლ იმუნი კიდევ  არაერთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ყოველივე ჩამოთვლილის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ორთომოლს მიმართოთ დასახმარებლად, თუ თქვენი მიზანი იმუნიტეტის გაძლიერება, მწვავე და ნაკლებად მწვავე რესპირატორული დაავადებების დამარცხება და ამ პროცესებთან დაკავშირებული ფსიქო-ემოციური სტრესის დაძლევაა.

ორთომოლ იმუნს გამოარჩევს მისი მიღების მრავალფეროვნებაც — შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ხსნარი იოდისა და ფოლიუმის ტაბლეტებთან ერთად, ასევე წყალში გასახსნელი გრანულები და მხოლოდ ტაბლეტები. მთავარია, ასეთ დროს ზუსტად იცოდეთ მიღების წესი, რისთვისაც უმჯობესია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ. 

ფლაკონისა და ტაბლეტების კომბინაციის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, ჭამის დროს ან მის შემდეგ. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ სანამ იოდის (თეთრ) ტაბლეტს მიიღებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია არ გაწუხებთ. 

ტაბლეტებისა და კაფსულების კომპლექტის მოხმარების შემთხვევაში, მიიღება 2 კაფსულა + 4 ტაბლეტი ყოველდღე ჭამის დროს ან მის შემდეგ 100-150მლ. წყალთან/ხილის წვენთან ერთად. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია როგორც ერთად, ისე დღის მანძილზე გადანაწილებით. რეკომენდებულია იოდის ტაბლეტის ცალკე მიღება.

ხოლო წყალში სახსნელი გრანულების სახით, მიიღება ორთომოლ იმუნის 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი გრანულები იხსნება 150 - 200 მლ წყალში) დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში.

ერთი სიტყვით, ორთომოლ იმუნის ეფექტიანობა მარტივ ჭეშმარიტებას ემყარება — რაც უფრო ძლიერია თქვენი იმუნური სისტემა, მით უფრო სუსტია ინფექციის გამომწვევი მიზეზი — ხოლო C, D, E, B ვიტამინების კომპლექსი, თუთია, სელენიუმი და სხვა მიკრონუტრიენტები ამ ჭეშმარიტებას უფრო დამაჯერებელს ხდიან. 



31 ოქტ 2025