რა არის პრაიმერი, რისთვის გამოიყენება და როგორ შევარჩიოთ
6 ივლ 2025

პრაიმერი ბაზაა, რომელსაც რაიმე ზედაპირს პირველ ფენად უსვამენ. თავის მოვლის კონტექსტში იგი პროდუქტია, რომელიც სახეზე მაკიაჟის წასმამდე გამოიყენება, რათა კანი ამისათვის შეამზადოს; სპეციალური პრაიმერი ფრჩხილის დაცვისა და შემზადების ფუნქციითაც არსებობს, რათა ფრჩხილზე ლაქის წასმამდე დავიტანოთ.
მიუხედავად ამისა, პრაიმერის განმარტება საკმაოდ ფართოა. ეს სიტყვა, შესაძლოა, სამშენებლო კონტექსტშიც კი მოვისმინოთ — მაგალითად, ბიტუმის პრაიმერი მასალაა, რომელსაც სხვადასხვა ზედაპირზე პირველ ფენად უსვამენ, რათა იგი ნესტის ანდა დაზიანებისგან დაიცვან დამატებით დამუშავებამდე.
სახის პრაიმერი პსპ-ში არაერთი ბრენდისა შეგხვდებათ, იქნება ეს Essence, Catrice თუ ალგოლოჟი. ამ და მსგავსი სხვა პროდუქტების მოძიებას PSP-ს ონლაინ აფთიაქში შეძლებთ, მანამდე კი თავად სახის პრაიმერის არსში გავერკვეთ, კერძოდ: რას აკეთებს კანზე და რისთვის გვჭირდება.
იმისათვის, რომ მაკიაჟი სახის კანზე მოხდენილად დაგვაჯდეს, მის დატანამდე ერთგვარი ბაზაა საჭირო. მაკიაჟის ბაზა პრაიმერია — პროდუქტი, რომლითაც შეგვიძლია, კოსმეტიკა კანზე უფრო ხანგრძლივად შევინარჩუნოთ. პრაიმერი სახის კანს მეტად ერთგვაროვანს ხდის. მაგალითად, შეუძლია, ფორები და ნაოჭები დაფაროს. ამასთანავე, შეიძლება სახეს ბზინვარებაც მიანიჭოს და დაგვეხმაროს როგორც ცხიმიანობის კონტროლში, ასევე კანის დატენიანებაში.
კონკრეტული ეფექტები თავად პროდუქტსა და მის ტიპზეა დამოკიდებული, თუმცა სახის პრაიმერის მთავარი დანიშნულება ერთია: იგი ბარიერია კანსა და მაკიაჟს შორის, რომელსაც დამატებითი სარგებელი შეუძლია მოგვიტანოს.
იმისათვის, რომ პრაიმერი ესთეტიკური და სიჯანსაღის კუთხით მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, მნიშვნელოვანია, მისი შერჩევისას ჩვენი საჭიროებები და კანის თავისებურებები გავითვალისწინოთ.
მაგალითად, ცხიმიანი ან შერეული კანისთვის სჯობს ისეთი პრაიმერი გამოვიყენოთ, რომელიც ბზინვარებას შეამცირებს და ფორებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის. მეორე მხრივ, მშრალი კანისთვის დამატენიანებელი მოქმედების მქონე პრაიმერია რეკომენდებული, რომელიც კანს დამატებით არ გამოაშრობს. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში უმჯობესია, პროდუქტის შერჩევაში დერმატოლოგი დავიხმაროთ.
ქართულ ბაზარზე არაერთი მაკიაჟის არაერთი ბაზა გვხვდება. მოდით, განვიხილოთ Essence-ის ბრენდის ბაზა მაკიაჟისთვის.

ესენსის პრაიმერი PORELESS მრავალმხრივი პროდუქტია, რომელიც ყველა ტიპის კანის საჭიროებებს ერგება და მაკიაჟისთვის ოპტიმალური ბაზის ფუნქციას ითავსებს. იგი კანს სიგლუვეს ანიჭებს და მაკიაჟისთვის ამზადებს; გარდა ამისა, კანს თანაბარ ფერს უნარჩუნებს და მაკიაჟის ეფექტსაც ახანგრძლივებს.
ესენსის პრაიმერი ამის პარალელურად ფორებს ასუფთავებს და მათ ნაკლებად შესამჩნევს ხდის. გარდა ამისა, იგი სახის კანის სიჯანსაღეზეც ზრუნავს — ატენიანებს მას და დაახლოებით 48 საათის განმავლობაში კვებავს.
Essence ბრენდის პრაიმერი ვეგანურია. იგი არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს და არც ცხოველებზე გაუვლია ტესტირება. ეს პროდუქტი პარაბენებსა და ზეთებს არ შეიცავს — შესაბამისად, იგი ფორების დახშობის რისკს ნაკლებად ქმნის და არც ცხიმიანობის შეგრძნებას ტოვებს. ამის გამო მისი გამოყენება ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანზეც არის შესაძლებელი. ზოგადად, ესენსის პრაიმერი ყველა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი.
მსგავსი მოქმედება იმის დამსახურებაა, რომ ეს პროდუქტი ნიაცინამიდს, პანთენოლსა და ალანტოინს შეიცავს. მეორე მხრივ, პრაიმერში ფერის, ასევე არომატის მიმცემი ნივთიერებები და სხვა პოტენციური გამღიზიანებლებიც გვხვდება. შესაბამისად, მგრძნობიარე კანზე გამოყენებისას უმჯობესია, პროდუქტი ჯერ პატარა არეალზე დაიტანოთ შესამოწმებლად.
მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებამდე პრაიმერის შეფუთვაზე მისი ინგრედიენტები დეტალურად ამოიკითხოთ; თუკი იცით, რომ რომელიმე კომპონენტზე ალერგიული ხართ, მოერიდეთ პროდუქტის გამოყენებას — ეს კანის გაღიზიანების ანდა დაზიანების პრევენციაში დაგეხმარებათ.
ესენსის პრაიმერი მშრალ კანზე უნდა დაიტანოთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც თითებით, ასევე ფუნჯის ან სპეციალური ღრუბლის გამოყენებით — ეს თქვენს სურვილსა და კომფორტზეა დამოკიდებული. პროდუქტი საკმაოდ სწრაფად შეიწოვება და სიმძიმის შეგრძნებასაც ნაკლებად ტოვებს.
მის ეფექტიანობას თუ გავითვალისწინებთ, Essence-ის ეს პროდუქტი საკმაოდ ხელმისაწვდომიც არის. პრაიმერის ფასი სააქციო პერიოდების შესაბამისად იცვლება, ამიტომ სასურველ დროს ამის გადამოწმებას PSP-ს ვებსაიტზე შეძლებთ.
6 ივლ 2025