რა სიმპტომები ახასიათებს კატარაქტას და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას
10 ივნ 2025

კატარაქტა — ეს სიტყვა ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს სმენია. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებაა. ამ დროს მხედველობა ნელ-ნელა ბინდდება. თვალის კატარაქტა უმეტესად ასაკთან არის დაკავშირებული, თუმცა არსებობს სხვა ფორმებიც — მათ შორის თანდაყოლილი, ტრავმული და გართულებული.
კატარაქტა არის მდგომარეობა, როდესაც თვალის ბუნებრივი ბროლი ხდება ნაწილობრივ ან სრულად დაბურული. ეს იწვევს დაბინდულ, ბნელ ან ბუნდოვან ხედვას. კატარაქტის გარეშე ბროლი სინათლეს თავისუფლად ატარებს ბადურამდე. ამ მდგომარეობის დროს კი ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, რის გამოც ადამიანი ხედავს ბუნდოვნად.
კატარაქტა ხშირად შეუმჩნევლად იწყება და დროთა განმავლობაში ძლიერდება. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
ყველაზე ხშირად კატარაქტა 60 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანებში ვლინდება – ეს არის ასაკობრივი კატარაქტა. თუმცა, არსებობს ამ დაავადების თანდაყოლილი ვარიანტიც, რომელიც ახალშობილებში ან ბავშვებში ვლინდება. ახალგაზრდებში კი ის შესაძლოა განვითარდეს თვალის ტრამვის, შაქრიანი დიაბეტის, ან გადაჭარბებული UV ზემოქმედების შედეგად.
კატარაქტა მხოლოდ ადამიანებს არ ემართებათ – ის ხშირია ძაღლებშიც. ძაღლებში კატარაქტა, ადამიანების მსგავსად იწვევს მხედველობის დაბინდვას და უგულებელყოფის შემთხვევაში შინაური ცხოველი სიბრმავემდეც შეიძლება მიიყვანოს. დიაგნოზი დგინდება ვეტერინარული შემოწმებით და მკურნალობაც ხშირად ქირურგიულია.
მაშინ, როდესაც სიმპტომები სუსტია, შეიძლება საკმარისი იყოს ახალი სათვალე ან განათების გაუმჯობესება. თუმცა, პროგრესირების შემთხვევაში ერთადერთი ეფექტური გზა კატარაქტის ოპერაციაა – დაზიანებული ბროლის მოცილება და ხელოვნური ლინზის ჩადგმა.
კატარაქტის მკურნალობის მეთოდები ასეთია:
ოპერაცია ჩვეულებრივ არის უსაფრთხო და უმტკივნეულო, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს შემდეგი გართულებები:
ამ გართულებათა უმეტესობა მართვადია დროული რეაგირებით.

ინტერნეტში გავრცელებულია რჩევები კატარაქტის სამკურნალო ხალხური საშუალებების შესახებ – მაგალითად, ბალახეული წვეთები ან თაფლის გამოყენებაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს მეთოდები დადასტურებული არ არის სამეცნიერო კვლევებით და მათი გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეიძლება სახიფათოც კი იყოს და მდგომარეობაც დაამძიმოს.
კატარაქტა – გავრცელებული და თანდათანობით პროგრესირებადი მდგომარეობაა, რომელიც დროული დიაგნოზითა და მკურნალობით შეიძლება წარმატებით მოგვარდეს.
თუ შენ ან შენს ახლობელს უჩნდება კატარაქტის ნიშნები – არ გადადო ოფთალმოლოგთან ვიზიტი. მხედველობა სიცოცხლის ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია
10 ივნ 2025