რეპარონი — როგორ მოქმედებს პრეპარატი ბუასილის დროს?
13 დეკ 2024

რეპარონი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ჰემოროიდული დაავადებების: ბუასილის და ანალური ნაპრალების სიმპტომების შემსუბუქებისთვის. მისი ძირითადი კომპონენტები შეიცავს ადგილობრივ ანესთეტიკებს და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ტკივილს, ქავილს და ანთებას.
სააფთიაქო ქსელებში რეპარონი ხელმისაწვდომია ორი ფორმით: სანთლების და მალამოს სახით. პრეპარატის მთავარ აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს E. Coli (სტერილური ვაქცინა), რომელიც განსაზღვრავს რეპარონის ეფექტიანობას.
ჩვეულებრივ, რეპარონი გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:
რაც შეეხება პრეპარატის მოქმედებას, სანთლების და მალამოს შემთხვევაში, პრეპარატი მოქმედებს შემდეგნაირად:
როგორც ვიცით, რეპარონის სანთლების აქტიური ინგრედიენტს წარმოადგენს მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზია. თხევადი ფენოლის საშუალებით ნადგურდება Escherichia coli ბაქტერიების მყარი ელემენტები და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები.
როგორც წესი, კანსა და ლორწოვან გარსზე ბაქტერიული კულტურის სუსპენზიის ზემოქმედება იწვევს იმუნური პასუხის სტიმულაციას და ორგანიზმს იცავს ინფექციებისგან. გარდა ამისა, იგი აძლიერებს ქსოვილების ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს, ამცირებს ინფექციების მიმართ მგრძნობელობას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, რეპარონის მალამოს და სანთელს გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომლებიც, 10 000-დან 1-10 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა აქვე გიზიარებთ მის გავრცელებულ გვერდით ეფექტებს:
კანის ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) რეაქციები
ჭინჭრის ციების შემთხვევაში აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ გამონაყარი ძლიერია და მთელ სხეულზე ვრცელდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად!
ქვემოთ გამოვყოთ რეპარონის სანთელი და მალამო მოხმარების წესი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, პაციანტმა საუკეთესო შედეგის მისაღწევად პრეპარატი სწორი მეთოდებით გამოიყენოს.
პროცედურისთვის საჭიროა შემდეგი სახის მომზადება:
რაც შეეხება სანთლის სანთლის გამოყენებას: პირველ რიგში, ამოიღეთ სანთელი შეფუთვიდან სუფთა ხელებით. სანთელი ნაზად შეიყვანეთ ანალურ არხში, პროცედურის შემდეგ 15-20 წუთით დაწექით, რათა პრეპარატის სათანადოდ შეიწოვა დაიწყოს.
ჩვეულებრივ, გამოყენების სიხშირეს ექიმი განსაზღვრავს. ეს, დაახლოებით, დილით და საღამოს, 1-2 სანთელია დღეში.
ხოლო, რეპარონის მალამო გამოყენება შემდეგნაირად: მცირე რაოდენობის მალამო უნდა დაიტანოთ სუფთა თითით ან აპლიკატორით დაზიანებულ არეზე. ანალურ არხში სასურველია წაისვათ თხლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. როგორც წესი, მალამო გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციისამებრ.
რეპარონის გამოყენების დროს არსებობს გარკვეული შემთხვევები როდესაც მისი მიღება რეკომენდებული არ არის. აქვე, გიზიარებთ მათ:
როგორც ცნობილია, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეპარონის სანთლების გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტში კონსერვანტის სახით არსებული ფენოლის შემცველობა, აქამდე გამოყენებულ ხსნარებთან შედარებით, ძალიან დაბალია, არც დედისთვის და არც ბავშვისთვის რაიმე სახის საფრთხე მოსალოდნელი არ არის.
ამგვარად, რეპანოლის მალამოს და სანთლების გამოყენება სახიფათო არ არის, თუმცა მის გამოყენებამდე, ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, მათ მიმართეთ ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რათა დროულად გადაჭრათ არსებული პრობლემა.
13 დეკ 2024