აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რისთვის გამოიყენება კომბინირებული საკვები დანამატი — ბაგა

უკან

რისთვის გამოიყენება კომბინირებული საკვები დანამატი — ბაგა

8 ივლ 2025

ბაგა ანოტაცია

“აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი”, — ეს ბაგას ზოგადი ფარმაკოლოგიური თვისებებია. 

პრეპარატის ამ მრავალმხრივ თვისებებს, პირველ რიგში, მისი შედგენილობა განაპირობებს. ბაგას სიროფი 5 მლ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, როგორიცაა გამა-ამინოერბოს მჟავა, გლიცინი, გლუტამინის მჟავა, მაგნიუმი, ვიტამინი B6.

ბაგას წვეთები ნოოტროპების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ანუ იმ ნივთიერებების, რომლებიც გამოიყენება ტვინის ფუნქციის, მეხსიერების, კონცენტრაციის, შემეცნებითი უნარების და ზოგადი გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. 

გაერთიანებულ სამეფოში წარმოებული ეს პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში სიროფის ფორმით არის ხელმისაწვდომი. ბაგა ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა მიიღოთ, თქვენი ჯანმრთელობის და ჩივილების გათვალისწინებით, ამ ბლოგში კი მოგიყვებით რისთვის გამოიყენება ეს პრეპარატი და რა უკუჩვენებები აქვს. 

ბაგას ანოტაცია — რისთვის და როგორ გამოიყენება ეს საკვები დანამატი? 

ანოტაციაში შემდეგი ჩვენებებია ჩამოთვლილი, თუ როდის უნდა მიიღოთ ბაგა: დაღლილობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, შფოთვა, თავბრუსხვევა, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის და მეტყველების დარღვევა, ბავშვთა ცერებრული დამბლა, ან ბავშვის გონებრივი განვითარების დარღვევა, ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმა, ქალა-ტვინის სისხლძარღვების დაზიანება.

გაითვალისწინეთ, რომ ბაგას წვეთები უნდა მიიღოთ კვების წინ. მიღების წესი, დოზირება და ხანგრძლივობა თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს სიმპტომებისა და ზოგადი ანამნეზის მიხედვით. მიღების წინ აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ ფლაკონი. 

ანოტაციაში დოზირების რეჟიმი შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

  • 2 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 5-15 წვეთი, 2-ჯერ დღეში;
  • 2-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 15-25 წვეთი, 2-ჯერ დღეში;
  • 6-14 წლის ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 15-25 წვეთი, 3-ჯერ დღეში;
  • მოზრდილებში კი, რეკომენდებულია 25-35 წვეთი, 3-ჯერ დღეში;

ბაგა წვეთები ფასი

როგორია ბაგას უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები? 

ბაგა სიფრთხილით ინიშნება ერთ წლამდე ბავშვებში. არ შეიძლება პრეპარატის მიღება, თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ან ღვიძლის მძიმე დაავადებები. არ მიიღოთ ბაგას წვეთები თუ ორსულად ხართ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. 

თუკი მიიღეთ ბაგას წვეთები და გაქვთ ღებინება, უძილობა, დეპრესია — ეს მდგომარეობები აღწერილია როგორც პრეპარატის გვერდითი მოვლენები. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს შემდეგი რეკომენდაციისთვის. თუკი ბაგას წვეთები მაღალი დოზით მიიღეთ, შეიძლება კუჭის არეში მსუბუქი დისკომფორტი იგრძნოთ. ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ამ შემთხვევაში დოზის შემცირებით სიმპტომები გაქრება.   

8 ივლ 2025

პროდუქცია