რისი წამალია პრედნიზოლონი და როგორ გამოვიყენოთ ის?
30 ივნ 2025

პრედნიზოლონი უკრაინასა და ბელარუსში, ტაბლეტების, საინიექციო ხსნარისა და მალამოს ფორმით იწარმოება. თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით 0.005 გრამ პრედნიზოლონს შეიცავს. დამატებით პრეპარატში ასევე შედის დამხმარე კომპონენტები: რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი და კალციუმის სტეარატი.
რაც შეეხება პრედნიზოლონის მალამოს, ის 0.5 გრამ პრედნიზოლონს შეიცავს. ფუძე კი წარმოდგენილია შემდეგი კომპონენტებით: გლიცერინი, ვაზელინი, სტეარინის მჟავა, ემულგატორი №1, ნიპაგინი, ნიპაზოლი და გამოხდილი წყალი — სულ მოცულობა 100 გრამს შეადგენს.
1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მგ პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატს (გაანგარიშებული პრედნიზოლონის მიხედვით). დამხმარე ნივთიერებად გამოყენებულია დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, 96%-იანი ეთანოლი, პროპილენგლიკოლი და საინიექციო წყალი.
პსპ-ში პრედნიზოლონის ამპულა, ტაბლეტები და მალამო ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. აფთიაქებში ხელმისაწვდომია პრეპარატის 40-ტაბლეტიანი შეფუთვა, პრედნიზოლონის მალამო 10გ-იანი დოზით და პრედნიზოლონის საინიექციო ხსნარი, რომელიც ამპულებშია მოთავსებული (ერთ შეკვრაში სამი ამპულა).
პრედნიზოლონი ფართო სპექტრის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა c, ალერგიის ან ავტოიმუნური რეაქციის კონტროლია საჭირო.
იგი ხშირად ინიშნება სისტემური დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებების დროს, როგორიცაა: სისტემური წითელი მგლურა (ავტოიმუნური დაავადება, რომელიც სხვადასხვა ქსოვილის მწვავე ან ქრონიკული ანთებით მიმდინარეობს); დერმატომიოზი (კუნთების სისუსტით და კანზე სპეციფიკური გამონაყარით ხასიათდება); პოლიმიოზიტი (კუნთების ანთებითი პროცესის განვითარებითა და დეგენერაციით ხასიათდება); სისტემური ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთებითი დაავადება) და რევმატოიდული ართრიტი (სახსრების დაზიანებით ხასიათდება). პრეპარატი ეფექტიანია მწვავე რევმატიზმისა და რევმოკარდიტის სამკურნალოდაც.
პრედნიზოლონს მიმართავენ ენდოკრინული დარღვევების, მათ შორის ადისონის დაავადებისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის, აგრეთვე ადრენოგენიტალური სინდრომის დროს.
ის გამოიყენება რესპირატორული სისტემის დაავადებების, მათ შორის ბრონქული ასთმის მართვაში, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული ალერგიული რეაქციების – როგორიცაა მედიკამენტებისგან გამოწვეული ალერგია, შრატისმიერი დაავადება, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება – დროს.
პრეპარატი ინიშნება ღვიძლის ზოგიერთი პათოლოგიისას, მათ შორის ჰეპატიტისა და ღვიძლის კომის დროს, ასევე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობისას.
პრედნიზოლონს იყენებენ თირკმლის ავტოიმუნური ხასიათის დაავადებების სამკურნალოდ. ის ასევე ეფექტიანია სისხლის სისტემის ისეთი დარღვევების დროს, როგორებიცაა აგრანულოციტოზი, ლეიკოზის სხვადასხვა ფორმები, თრომბოციტოპენიური პურპურა და ჰემოლიტური ანემია.
იგი გამოიყენება ჰოჯკინის დაავადებისა (ლიმფური სისტემის სიმსივნე) და კანის გარკვეული პათოლოგიების (ეგზემა, ექსფოლიატიური დერმატიტი, ფსორიაზი, ლაიელას სინდრომი) დროსაც.
პრეპარატი ეფექტიანია ოფთალმოლოგიური დაავადებების, მათ შორის უჩირქო კერატიტის, ირიტის, ირიდოციკლიტის, უვეიტის და ქორიოიდიტის მკურნალობისას.
პედიატრიაში პრედნიზოლონი ინიშნება მწვავე რევმატიზმის, მცირე ქორეას, ბრონქული ასთმისა და ნეფროტული სინდრომის (თირკმლების ფილტრაციული სისტემის დაზიანება) დროს.

პრედნიზოლონის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკვების გაუთვალისწინებლად. პრეპარატის დოზირება, დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, ინდივიდუალურად განისაზღვრება.
მოზრდილი პაციენტების შემთხვევაში რეკომენდებული საწყისი დოზა დღიურად 20-დან 40 მგ-მდეა. მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ დოზა მცირდება და გადადის შენარჩუნებით რეჟიმზე, რომელიც შეადგენს დღეში 5-10 მგ-ს. მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ეს შესაძლოა დაავადების გამწვავების მიზეზი გახდეს. ამიტომ, თერაპიის შეწყვეტა დოზის თანდათანობით შემცირების გზით უნდა მოხდეს.
მკურნალობის დასრულების ეტაპზე, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მხარდასაჭერად, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს კორტიკოტროპინი დღეში 10-20 ერთეულის ოდენობით.
მოზრდილებში პრეპარატის ერთჯერადი მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0.015 გრამს, ხოლო სადღეღამისო მაქსიმალური დოზა – 0.1 გრამს.
ბავშვებში პრედნიზოლონის დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით:
ბავშვთა შემთხვევაშიც, დოზის შემცირება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და პაციენტის რეაგირებაზე.
პრედნიზოლონის მალამო მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად გამოიყენება. ის კანის დაზიანებულ მონაკვეთზე თხელი ფენით უნდა დაიტანოთ. პროცედურა დღის განმავლობაში 1-დან 3-მდე სიხშირით ტარდება, რისი შერჩევაც ინდივიდუალურად ხდება. მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების ტიპსა და პაციენტის რეაგირებაზეა დამოკიდებული და, ჩვეულებრივ, 6-დან 14 დღემდე გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, თერაპია შეიძლება მაქსიმუმ 20 დღემდე გაგრძელდეს.
მცირე ზომის დაზიანებულ კერებზე შესაძლებელია ოკლუზიური სახვევის გამოყენება, რაც გარკვეულ შემთხვევებში მკურნალობის ეფექტს აძლიერებს.
1 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს, ხოლო სტეროიდის შეწოვის გაზრდის რისკის თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენება ისეთი დამხმარე ზომები, როგორებიცაა ფიქსირებული, ოკლუზიური ან გამათბობელი საფენები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

პრედნიზოლონის ამპულა განკუთვნილია ინტრავენური, ინტრამუსკულარული ან სახსარშიგა შეყვანისთვის. არ შეიძლება მისი შერევა სხვა პრეპარატებთან ერთ შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში.
მოზრდილებში საწყისი სადღეღამისო დოზა 4-60 მგ-ია და ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. გადაუდებელ შემთხვევებში შეყვანა ხდება ინტრავენურად ნელა (3 წუთში) ან წვეთოვანი გზით 30-60 მგ დოზით. საჭიროების შემთხვევაში, ინიექცია მეორდება იმავე დოზით 20-30 წუთში.
ადისონის დაავადებისას დოზა იგივეა – 4-60 მგ/დღე.
სერიოზული ნაწლავური პათოლოგიებისას, მაგალითად:
სახსარშიგა შეყვანისას დოზა ასეთია:
ინიექცია ტარდება 3 დღეში ერთხელ, მკურნალობა გრძელდება მაქსიმუმ 3 კვირა.
ბავშვებმა (6 წლიდან) პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღონ. 6-12 წლის ასაკში სტანდარტული დოზაა 25 მგ/დღე, 12 წლიდან – 25-50 მგ/დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა მორგებულია ინდივიდუალურად. ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ზრდის გაკონტროლება და მინიმალური მოქმედი დოზების შერჩევა, რადგან ზრდის შეფერხების რისკი არსებობს.
შენიშვნა: დოზის ცვლილება ან გამეორება დასაშვებია მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.
პრედნიზოლონის გამოყენებისას საჭიროა თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვისა და ჰიპერგლიკემიის რისკის გათვალისწინება. ასევე მოსალოდნელია კალციუმის გამოდევნის გაძლიერება, რამაც შესაძლოა ოსტეოპოროზის განვითარებას შეუწყოს ხელი ან ქსოვილთა რეგენერაცია დააბრკოლოს.
შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ისეთი გართულებები, როგორიცაა: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების გამწვავება ან არადიაგნოსტირებული წყლულის პერფორაცია, ლორწოვანი გარსის დაზიანება, ჰემორაგიული პანკრეატიტი.
გარკვეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლის შედედების პროცესის დარღვევა – ჰიპერკოაგულაცია და თრომბების ფორმირება. პრეპარატმა შეიძლება შეამციროს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ.
ჰორმონალური მოქმედების ფონზე ხშირია წონაში მატება და მენსტრუალური ციკლის რღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ შეიძლება გამოვლინდეს უძილობა, განწყობის ცვლილება, ფსიქოზური მდგომარეობა ან კრუნჩხვები.
პრედნიზოლონის მალამოს გამოყენებისას ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს კანის სიწითლე (ჰიპერემია), შეშუპება და ქავილი. ხანგრძლივი გამოყენება მეორადი ინფექციების განვითარების რისკს ზრდის, მათ შორის კანის ბაქტერიული ან სოკოვანი დაზიანებებისას. მალამომ აგრეთვე, შესაძლოა გამოიწვიოს ატროფიული ცვლილებები და ჰიპერტრიქოზი (თმის ჭარბი ზრდა).
ამგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია პრეპარატის კომბინაცია ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან. დიდი ფართობის დაზიანებულ უბნებზე პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ჰიპერკორტიციზმის განვითარება გამოიწვიოს, რის შემთხვევაშიც პრეპარატის გამოყენების შეწყვეტაა აუცილებელი.
30 ივნ 2025