აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რისი წამალია სამბოვინი და როგორ იყენებენ მას

უკან

რისი წამალია სამბოვინი და როგორ იყენებენ მას

30 ოქტ 2025

სამბოვინი ფასი პსპ

 

თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ხშირი გამოწვევაა, იმუნური სისტემის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვასაშუალება არსებობს, მედიკამენტების მხრივ, ერთ-ერთი ხელმისაწვდომი პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში სამბოვინია (Sambovin). 

ეს არის მრავალკომპონენტიანი პრეპარატი, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ ბეტა გლუკანს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს — აუცილებელს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის გასაძლიერებლად.

რისგან შედგება და რისი წამალია სამბოვინი?

გაერთიანებულ სამეფოში წარმოებული სამბოვინი იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებების ფარმაკოთერაპიული ჯგუფის მიეკუთვნება. 

რაც შეეხება ჩვენებებს, სამბოვინი გამოიყენება იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისას, სხვადასხვა ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, ქრონიკული დაავადებების გამწვავების პრევენციისთვის. იგი სასარგებლოა ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ასევე გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

სამბოვინის მთავარი აქტიური კომპონენტი არის ბეტა გლუკანი, შვრიისგან მიღებული ბუნებრივი პოლისაქარიდი. მას გააჩნია უნარი, გააქტიუროს იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედები — მაკროფაგები, ნეიტროფილები და ბუნებრივი მკვლელი უჯრედები. შედეგად, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ბაქტერიების, ვირუსების და სოკოს მიმართ. ბეტა გლუკანი ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს და დადებითად მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე.

ვიტამინი C ამაგრებს ანტიოქსიდანტურ დაცვას, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, სისხლწარმოქმნაში და აუმჯობესებს კაპილარების მდგომარეობას. ის აუცილებელია ინფექციების მიმართ მდგრადობის გასაზრდელად და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისთვის.

ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას და მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.

 

თუთია მონაწილეობს ასობით ფერმენტული რეაქციის რეგულაციაში, ამაგრებს იმუნურ პასუხს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას და აუცილებელია სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

სელენი წარმოადგენს ორგანიზმის ერთ-ერთ მთავარ ანტიოქსიდანტს. ის იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ინფექციების შემდეგ აღდგენის პერიოდს და იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება

სამბოვინი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ანოტაციაში მოცემულია პრეპარატის მიღების შემდეგი წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით.

  • ბავშვებში 6-12 წლის ასაკში — 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
  • მოზრდილებში  პროფილაქტიკისთვის — 1 ტაბლეტი დღეში 1-2-ჯერ, მკურნალობისთვის — 2-3-ჯერ.

გვერდითი ეფექტები იშვიათია და ძირითადად უკავშირდება ინდივიდუალურ აუტანლობას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.

 

სამბოვინი ქიდსის ყიდვა პსპ-ში

სამბოვინი ქიდსი — როდის ინიშნება საბავშვო სიროფი 

ბავშვებისთვის სპეციალურად შექმნილია სამბოვინი ქიდსი სიროფი, რომელიც შეიცავს იგივე კომპონენტებს, მაგრამ ასაკობრივად ადაპტირებულ დოზებში. სიროფი ეხმარება ბავშვებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში, ამცირებს სტრესისა და გადაღლის გავლენას, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს სწრაფ რეაბილიტაციას დაავადების შემდეგ.

სააფთიაქო ქსელში სამბოვინი ქიდსი ხელმისაწვდომია მუყაოს ყუთით — 150 მლ ფლაკონით, საზომ კოვზთან და ფურცელჩანართთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება აუცილებლად მკურნალმა ექიმმა უნდა გამოგიწეროთ. ანოტაციაში კი შემდეგი დანიშნულებაა მოცემული:

  • სამბოვინი ქიდსის სიროფი ინიშნება 1-2 ჯერ დღეში ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
  • 4-14 წლამდე ბავშვები: 5 მლ 1-2-ჯერ დღეში.
  • 14 წლის ზემოთ ბავშვები და მოზრდილები: 10 მლ 1-ჯერ დღეში ან 5 მლ 2-ჯერ დღეში.

სიფრთხილის ზომები — რა უნდა გავითვალისწინოთ

სამბოვინი უსაფრთხოა, თუმცა აუცილებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გათვალისწინება. არ შეიძლება სამბოვინის მიღება, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, ან ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. არ მიიღოთ თვითნებურად.  სამბოვინი ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ გარემოში.

30 ოქტ 2025