აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როგორ გავუმკლავდეთ მშრალ კანს ცივ ამინდში — რჩევები და პროდუქტები

უკან

როგორ გავუმკლავდეთ მშრალ კანს ცივ ამინდში — რჩევები და პროდუქტები

9 დეკ 2025

 

ზამთარი თავისი სუსხიანი ქარითა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებით ხშირად ჩვენს კანს სერიოზულ გამოცდას უწყობს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის ბუნებრივადაც მშრალი ან მგრძნობიარეა. ასეთ გარემოში კანი სწრაფად კარგავს ტენიანობას, ირღვევა მისი დამცავი ბარიერი და ჩნდება სიმშრალისა და დაჭიმულობის უსიამოვნო შეგრძნება. თუმცა მოვლის სწორი რუტინითა და ხარისხიანი პროდუქტებით, მარტივადაა შესაძლებელი ზამთრის ლამაზი დღეებიც კი თბილად, კომფორტულად და რბილი კანის შეგრძნებით გაატაროთ. ამაში კი კანის მოვლის რამდენიმე პროდუქტი ან მათი კობინაცია დაგეხმარებათ.

მათ შორისაა Caudalie-ის ჰიალურონის შრატი Vinohydra, რომელიც სწორედ მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის შეიქმნა. იგი ღრმა და ხანგრძლივი დატენიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. Caudalie-ის სახის შრატი ეპიდერმისის წყლის ბალანსს აღადგენს, რისი წყალობითაც კანი უფრო ჯანსაღად გამოიყურება. ამას კი პროდუქტში შემავალი ჰიალურონის მჟავა, ორგანული ყურძნის წყალი და პოლიფენოლები უზრუნველყოფს. მათი დახმარებით სახის კანი ელასტიკურობასა და სირბილეს ინარჩუნებს.

პროდუქტის უპირატესობებს შორისაა ისიც, რომ იგი არაკომედოგენურია და არ შეიცავს ზეთს, ამასთან, დერმატოლოგიურადაც არის შემოწმებული. რაც შეეხება შრატის გამოყენების წესს, იგი დილით და საღამოს, კრემის წასმამდე უნდა გამოიყენოთ. შეგიძლიათ, ამ შემთხვევაშიც აღნიშნული ბრენდის პროდუქტს, Caudalie-ის Resveratrol-ის ლიფტინგის კრემს მიმართოთ.

მგრძნობიარე კანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ასევე Caudalie-ის ფირმის კრემ-სორბეტი Vinohydra, რომელიც მსუბუქი ტექსტურით გამოირჩევა, მყისიერად დნება კანზე და სიწითლესა და გაღიზიანებას ხსნის. გარდა ამისა, იგი კარგად ატენიანებს და აღადგენს დაზიანებულ სახის კანს.

აღნიშნულ კრემ-სორბეტში შემავალი კამილას ექსტრაქტი და ორგანული ყურძნის წყალი კანის დარბილებას უწყობს ხელს და მის მიმართ გარე ფაქტორების ზემოქმედებას ანეიტრალებს. პროდუქტი ნორმალური ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. იგი დილით და საღამოს, შრატის შემდეგ უნდა გამოიყენოთ.

თუ ეძებთ ინტენსიურ, ბუნებრივ დამატენიანებელ კრემს, რომელიც ყოველდღიურად შეგინარჩუნებთ კანის ელასტიკურობას და სიჯანსაღეს, მაშინ Kool Beauty-ის ბუსტერი-კრემი შესანიშნავი არჩევანია. მისი ინგრედიენტების 94,57% ბუნებრივი წარმოშობისაა. E და A ვიტამინებით გამდიდრებული ფორმულა, ბროწეულის, კივისა და გარგარის ექსტრაქტებით, დატენიანებასთან ერთად კანს ბუნებრივ ბზინვარებასაც ანიჭებს. ეს ეფექტი კი მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება.

აღნიშნული პროდუქტი მშრალი და გაუწყლოებული კანისთვის არის განკუთვნილი. იგი დილით და საღამოს, შრატის შემდეგ ან შრატთან ერთად, შერევით გამოიყენება. კრემის წასმის დროს აუცილებლად მოერიდეთ თვალთან კონტაქტს.

 

 

Esthederm-ის უჯრედული აღდგენისთვის განკუთვნილი სახის კრემი ძლიერ დამატენიანებელ საშუალებათა კატეგორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული. იგი არა მხოლოდ კანის სიღრმისეულ დატენიანებას უზრუნველყოფს, არამედ მის ელასტიკურობასა და ტონუსსაც აუმჯობესებს.

კრემი მსუბუქი ტექსტურით არის გამორჩეული, რაც საშუალებას იძლევა, რომ ის გამოიყენოთ დღის კრემადაც და მაკიაჟის ბაზადაც. ეს პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში, როდესაც კანი ძლიერ სიმშრალესა და დაჭიმულობას განიცდის. აღნიშნული კრემი ამ პრობლემების წრაფად მოგვარებასა და მყისიერი კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

პროდუქტი დაფუძნებულია უჯრედულ წყალზე და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. კრემი გასუფთავებულ, მშრალ კანზე უნდა დაიტანოთ, რის შემდეგაც იგი სწრაფად შეიწოვება და მოქმედებას დაიწყებს. რეკომენდებულია მისი სახისა და ყელის მიდამოებში წასმა. დამატენიანებლის გამოსაყენებლად საუკეთესო დრო დილა და საღამოა. 

ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გამწმენდი საშუალების არჩევა, რომელიც კანს არ გამოაშრობს და, პირიქით, მის დატენიანებას უზრუნველყოფს. სწორედ ასეთია SVR-ის დასაბანი ბალზამი Topialyse Baume Lavant, რომელიც ნაზად წმენდს კანს, აუმჯობესებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს, ამშვიდებს გაღიზიანებულ უბნებს და დამატენიანებელი ეფექტი აქვს. აღსანიშნავია, რომ მას იყენებენ როგორც სახის, ასევე სხეულის დასაბანად. იგი რეკომენდებულია ყველა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებლებისთვის - ახალშობილებისთვის, ბავშვებისთვისა და ზრდასრულებისთვის.

პროდუქტში შემავალი აქტიური კომპონენტებია: გამწმენდი ბაზა, რომელიც სათუთად წმენდს და არ აშრობს კანს; ომეგა 3-6-9, რომლებიც ეპიდერმისის დამცავ ბარიერს აღადგენს და სხეულის საფარველს არბილებს; გლიცერეინი, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს და იცავს კანს გაწმენდის დროს.

ბალზამი სველ კანზე უნდა დაიტანოთ, მსუბუქად აიქაფოთ და წყლით ჩამოიბანეთ.                                                                             

ზამთარი მშრალი კანისთვის კიდევ უფრო რთულად გადასატანია, თუმცა მთავარია სწორად შერჩეული ინგრედიენტებით გაჯერებული პროდუქტები - შრატი, დამატენიანებელი კრემი, გამწმენდი თუ დასაბანი საშაუალებები, რომლებიც ერთად ქმნიან სიცივისა და სტრესული კლიმატის მავნე ზემოქმედებისგან დამცავ ფარს. ასე რომ, გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, და ზამთარშიც დატკბით ხავერდოვანი და ბზინვარე კანის შეგრძნებით.

 

9 დეკ 2025