როგორ გამოვიყენოთ კოლაგენის შემცველი პროდუქტები მობერებულ კანთან საბრძოლველად
7 ნოე 2025

კანის დაბერება ბუნებრივი და შეუქცევადი პროცესია. ცნობილი ფაქტია, რომ დაახლოებით 25 წლიდან იკლებს კოლაგენის სინთეზი, ანუ იმ მთავარი სტრუქტურული პროტეინის, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. კოლაგენის დეფიციტი იწვევს კანის მოდუნებას, ტონუსის დაკარგვასა და ნაოჭების წარმოქმნას. თანამედროვე დერმატოლოგია და კოსმეტოლოგია აქტიურად იყენებს კოლაგენის შემცველ პრეპარატებს, რათა შეანელოს ეს ცვლილებები და აღადგინოს კანის ბუნებრივი ბალანსი.
კორეული ბრენდი Mizon (მიზონი) ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მაღალი ხარისხის კოლაგენის შემცველ პროდუქტებს აწარმოებენ. ამ ბლოგში განვიხილავთ სწორედ ამ კორეული ბრენდის — Mizon-ის კოლაგენის შემცველ პროდუქტებს, რომლებიც დაფუძნებულია ზღვის ღრმა წყლებიდან მოპოვებულ კოლაგენზე და შექმნილია კანის დაბერების საწინააღმდეგოდ.
გაითვალისწინეთ, კოსმეტიკის ეს ხაზი არ შეიცავს პარაბენებს (მავნე ქიმიური ნივთიერებს), საღებავებსა და პარფიუმერულ დანამატებს, რაც მათ უსაფრთხოს ხდის სხვადასხვა ტიპის კანისთვის.
როგორ მოქმედებს კოლაგენის გამწმენდი ქაფი
კანის მოვლის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია რეგულარული და სიღრმისეული წმენდა. ეს პროდუქტი ღრმად წმენდს კანს, ასუფთავებს ფორებს, აშორებს მკვდარ უჯრედებსა და მაკიაჟის ნარჩენებს. გამწმენდი ქაფის შედგენილობაში შემავალი ზღვის კოლაგენი ანიჭებს კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას, ატენიანებს და ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. იგი აძლიერებს კანის ფენებს და ხელს უწყობს დაბერების ნიშნების შემცირებას.
მიზონის გამწმენდი ქაფის გამოყენება მარტივია: დაიტანეთ ქაფი ნოტიო კანზე, ნაზად შეიზილეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ამზადებს მას შემდგომი მოვლის ეტაპებისთვის. რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენება დილით და საღამოს.

კოლაგენის თვალის კრემი — მიზონის პროდუქტი კანის ლიფტინგისთვის
შესაძლოა კანის დაბერების პირველი ნიშნები თვალის ირგვლივ გაჩნდეს, კანის ტექსტურიდან გამომდინარე. მიზონის ეს თვალის კრემი შეიცავს 90%-იან ზღვის კოლაგენს, რომელიც მიღებულია თევზის ფარფლებისგან — ბიოლოგიურად აქტიური ფორმით, ადვილად ათვისებადი კანის უჯრედებისთვის. პროდუქტი ახდენს თვალის ირგვლივ კანის ლიფტინგს, ამცირებს მუქ წრეებს და ხსნის დაღლილობის კვალს. არ შეიცავს პარფიუმერულ დანამატებს, საღებავებსა და პარაბენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კანისთვის.
გამოყენების წესი აქაც მარტივია, დაიტანეთ კრემი მსუბუქი მასაჟით თვალის ირგვლივ, დილით და საღამოს.

როგორ გამოვიყენოთ მიზონის თვალის პაჩი კოლაგენის ექსტრაქტით
მიზონი თვალის პაჩის ეს ფირფიტები რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, თვალის ირგვლივ კანის გამკვრივებისა და ტონუსის მომატებისთვის.
წყალში ხსნადი გელისებური ფირფიტები გაჟღენთილია ზღვის კოლაგენის ექსტრაქტით. სხეულის ტემპერატურის გავლენით, კოლაგენი ღრმად აღწევს კანში, უზრუნველყოფს ტენიანობას, გამკვრივებას და ელასტიკურობას. შეიცავს ხიზილალას (ტონუსის მომატება), ალანტოინს (ანთების საწინააღმდეგო) და პანთენოლს (რეგენერაცია). ეს კომბინაცია ხელს უწყობს კანის განახლებას, რაც მხარდაჭერილია კვლევებით, სადაც ზღვის კოლაგენი ზრდის კოლაგენის დეპოზიციას და ამცირებს ოქსიდაციურ დაზიანებას
გამოყენების დროს გაითვალისწინეთ, შეფუთვას მოყვება ჩხირი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სტერილურად აიღოთ 1 ფირფიტა, პაჩი და მოათავსოთ თვალბუდის ძვალზე 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოიშორეთ და შეიზილეთ ნარჩენი თვალის ირგვლივ. შეფუთვაში სულ 60 ცალი, ანუ 30 წყვილი ფირფიტაა.

როგორ გამოვიყენოთ მიზონის კოლაგენის ლიფტინგ კრემი
კრემი უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს, კვებავს და ატენიანებს კანს. შემავალი ზღვის კოლაგენი და აქტიური კომპონენტები ამდიდრებენ კანს მინერალებითა და ვიტამინებით, აუმჯობესებენ სტრუქტურას და სახის ოვალს. მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება. რეგულარული გამოყენება ამცირებს ნაოჭებს და აძლიერებს კანის ბარიერს, რაც დადასტურებულია კვლევებით ტოპიკური კოლაგენის ეფექტურობაზე.
გაითვალისწინეთ, მიზონის კოლაგენის ლიფტინგ კრემი უნდა დაიტანოთ გასუფთავებულ კანზე დილით და/ან საღამოს, ტონერის, ესენციისა და შრატის შემდეგ.
კოლაგენის შემცველი თავოს მოვლის საშუალებები არ არის მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი — ისინი ბიოქიმიურად ეხმარებიან კანს შეინარჩუნოს თავისი ფუნქციური სტაბილურობა. Mizon-ის პროდუქტები კი, აერთიანებს ინოვაციურ კორეულ ტექნოლოგიასა და ბუნებრივი ინგრედიენტების სინერგიას, რაც მათ განსაკუთრებით ეფექტურს ხდის კანის მოვლისა და მობერების საწინააღმდეგო რუტინაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ დერმატოლოგს.
7 ნოე 2025