როგორ გამოვიყენოთ სწორად ხვეული თმის მუსი
6 ივლ 2025

ხვეული თმის მუსი ვარცხნილობის მოსაწესრიგებელი საშუალებაა, რომელიც ხვეული ან ტალღოვანი თმისთვის არის განკუთვნილი. მუსის მთავარი დანიშნულება თმის ბუნებრივი სტრუქტურის გამოკვეთა და შენარჩუნებაა (შესაბამისად, სწორ თმაზე მისი გამოყენება იმავე ეფექტს ნაკლებად მოგვცემს). მუსი ხვეულ/ტალღოვან თმას აფუებისგან ან აწეწვისგანაც იცავს.
თმის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, მუსს ქაფის მსუბუქი ტექსტურა აქვს. სწორად გამოყენების შემთხვევაში იგი თმას არ ამძიმებს და არც ხრაშუნა ან წებოვან შეგრძნებას ტოვებს.
თმის ფიქსაციის პროდუქტები, თუნდაც REF-ის ხვეული თმის კრემი, საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ხვეული თმის მოვლის საშუალებები პსპ-ში არაერთი ბრენდის წარმოებით არის ხელმისაწვდომი, ამ ჩამონათვალში კი Echosline-ისა და Keypro-ს, იტალიური ბრენდების, პროდუქტებსაც შეხვდებით.
ამ და სხვა საშუალებების მოძიებას ან შეძენას PSP-ს ონლაინ აფთიაქიდან შეძლებთ.
Echosline ხვეულის თმის მუსის რამდენიმე ვარიაციას გვთავაზობს. განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თმის ფიქსაციისთვის არის განკუთვნილი.
ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც ხვეულ, ასევე ტალღოვან თმაზე. იგი მისი სტრუქტურის გამოკვეთასა და შენარჩუნებას, ასევე აფუების პრევენციას ემსახურება. ეს საშუალება თმას მოცულობასა და ცოცხალ, ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. იგი ატენიანებს და დამცავ ფენას ქმნის ისე, რომ თმას არ ამძიმებს ან ტკეპნის.
ეკოსლაინის ხვეული თმის მუსი ხორბლის პროტეინებს შეიცავს, რომლებიც ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას ამცირებს; მათ ბალზამის ეფექტი აქვს, ანუ თმის დარბილებას უწყობს ხელს; ხორბლის პროტეინები თმის ღეროებს ამაგრებს და აღადგენს, პარალელურად კი თმის ფიქსაციაშიც გვეხმარება.
მუსში აბრეშუმის ამინომჟავებიც შედის, რომლებიც ასევე არაერთ ფუნქციას ითავსებს: აჩქარებს აღდგენით პროცესებს, თმას არბილებს და ატენიანებს, ამარტივებს მის დავარცხნასა და სტილისტურ დამუშავებას, ანიჭებს სიგლუვესა და ელასტიკურობას, აფიქსირებს კულულებს. ეს ნაწილობრივ თმის კუტიკულების, ანუ თმის ღერების გარე შრის, დახურვის დამსახურებაა — აბრეშუმის ამინომჟავები მათ ერთგვარ დამცავ გარსს უქმნის. “ღია” კუტიკულების ქონისას თმა ხშირად უსიცოცხლოა და მაღალი ტემპერატურის, ასევე ქიმიკატების მოქმედებისადმი მეტად დაუცველია.
ეკოსლაინის მუსი გამოყენებამდე კარგად უნდა შეანჯღრიოთ, რათა ხარისხიანი ქაფი გადმოვიდეს. პროდუქტი ხელით უნდა დაიტანოთ ნოტიო თმაზე; შეგიძლიათ, თმას “მოჭყლეტით” ან თითის სპირალური მოძრაობებით სასურველი ფორმა მისცეთ. ხვეულების შესანარჩუნებლად უმჯობესია, თმა ბუნებრივად (ფენის გარეშე) ან დიფუზორის გამოყენებით გაიშროთ.

Kaypro ხვეული თმის მოვლის ხაზს გვთავაზობს, რომელიც შამპუნს, კონდინციონერს, სპრეისა და კრემს მოიცავს. გარდა ამისა, ამ ბრენდის ასორტიმენტში ფიქსაციისთვის ხვეული თმის მუსსაც შეხვდებით. ეს პროდუქტი თმის მოწესრიგების ბოლო ეტაპზე გამოიყენება მისთვის ფორმის შესანარჩუნებლად.
უფრო ზუსტად, ძლიერი ფიქსაციის მუსი თმას სიმკვრივეს ანიჭებს და საშუალებას გვაძლევს, ვარცხნილობის ფორმა ვაკონტროლოთ. თმის ხვეულები ან ტალღები მეტად გამოხატული ხდება, თმა კი მოწესრიგებულია და მცირდება აფუებაც.
მუსი მარულას ზეთს შეიცავს. იგი თმას ატენიანებს და იცავს, ამავდროულად კი მის სირბილესა და ბზინვარების შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ეს ფიქსაციის შედეგს მეტად მიმზიდველს ხდის — თმას ბუნებრივი და მოვლილი შესახედაობა დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნდება.
კეიპროს ხვეული თმის მუსი მშრალ თმაზე უნდა დაიტანოთ — მას შემდეგ, რაც თმის მოწესრიგების სხვა ეტაპებს გაივლით — საჭირო რაოდენობით, თმის სიგრძისა და მოცულობის შესაბამისად. შეგიძლიათ, ხვეულებს ან ტალღებს ხელით სასურველი ფორმა მისცეთ.
თმის ფიქსაციისთვის არაერთი საშუალება არსებობს, ამიტომ პროდუქტის შერჩევისას ჩვენი საჭიროებები და სხვადასხვა დეტალი უნდა გავითვალისწინოთ.
როგორც წესი, სპრეისგან განსხვავებით მუსი ხვეულებს ან ტალღებს მეტად გამოკვეთს და უფრო ძლიერი ფიქსაცია ახასიათებს. მეორე მხრივ, მუსთან შედარებით თმას გელი მეტად ამაგრებს, შედარებით მძიმეა და მეტად სველ ეფექტსაც ტოვებს. განსხვავებით მათგან, კრემი თმის გაჯანსაღებისა და დარბილების ფუნქციას უფრო ასრულებს, ხოლო ფიქსაციისთვის ნაკლებად გამოიყენება.
თანამედროვე მუსების შედგენილობაში ხშირად დამატენიანებელი ინგრედიენტებიც გვხვდება, მათ შორის პანთენოლი, გლიცერინი ანდა ბუნებრივი ზეთები. ეს კომპონენტები თმას გამოშრობისა და მტვრევისგან იცავს, რაც ხვეული თმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამის გამო მუსი შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც ბუნებრივი, ჯანმრთელი და დახვეწილი ხვეულების მიღება სურს. ცხადია, ამისათვის ხვეული თმის მოვლაც უნდა ვიცოდეთ.
6 ივლ 2025