აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როგორ ვებრძოლოთ კანის ნაადრევ დაბერებას?

უკან

როგორ ვებრძოლოთ კანის ნაადრევ დაბერებას?

31 ოქტ 2025

 

კანის დაბერება ბუნებრივი პროცესია, თუმცა ხშირად ის ჩვეულებრივზე ადრე იჩენს თავს. ნაოჭები, კანის ელასტიკურობის დაქვეითება, ტონუსის დაკარგვა და პიგმენტური ლაქები ის ნიშნებია, რომლებსაც ბევრი ადამიანი უკვე ოცდაათ წლამდე ასაკშიც ამჩნევს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გენეტიკა, ასევე ცხოვრების სტილი: მზის სხივების ზემოქმედება, მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მიღება, სტრესი, არაჯანსაღი კვება და უძილობა. 

ყველა ეს ფაქტორი აჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ისედაც უნდა მოხდეს. მაგრამ არსებობს სწორი მიდგომა, რომელიც ამ ყველაფერს შეანელებს და კანს გაცილებით დიდხანს შეუნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.

პირველ რიგში, აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ნაადრევ დაბერებასთან ბრძოლა მხოლოდ ერთი პროდუქტით ან პროცედურით ვერ შემოიფარგლება. ეს არის გრძელვადიანი გზა, სადაც ყოველდღიური მოვლის ჩვევები, ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები და ჯანსაღი ცხოვრების წესის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. სწორედ ამიტომ, დილისა და საღამოს კანის მოვლა უნდა იქცეს რიტუალად, რომელიც თითოეულ ნაბიჯზე გათვლილი და ფრთხილად შერჩეული პროდუქტებითაა გამყარებული.

დილით კანის მოვლის მთავარი ამოცანა არის გაღვიძების შემდეგ მისი გაწმენდა, დატენიანება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვა გარემოს მავნე ფაქტორებისგან. ამ პროცესში განსაკუთრებით ეფექტიანია ისეთი ნაზი დასაბანი საშუალება, როგორიცაა Bioderma Sensibio დასაბანი გელი, რომელიც კანს წმენდს ისე, რომ არ აშრობს და არ აზიანებს მის დამცავ ბარიერს. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში შესანიშნავი არჩევანია Bioderma Hydrabio მიცელარული წყალი, რომელიც ერთდროულად წმენდს, ატენიანებს და ამზადებს კანს შემდგომი მოვლისთვის.

გაწმენდის შემდეგ აუცილებელია დამატენიანებელი კრემი, რომელიც კანის ზედაპირს ტენიანობასა და სასარგებლო ინგრედიენტებს შეუნარჩუნებს. ზოგადად, კრემის არჩევისას ყველაზე მთავარი იმის გააზრებაა, რომ დილას და საღამოს კანი განსხვავებულად იქცევა და შესაბამისად განსხვავებულ საჭიროებებსაც მოითხოვს. დღის კრემი იქცევა დამცავ ფარად, რომელმაც პირველ რიგში უნდა დაიცვას კანი მზის სხივებისგან, ჰაერის დაბინძურებისგან და ყოველდღიური სტრესისგან. სწორედ ამიტომ, მსუბუქი ტექსტურა, სწრაფი შეწოვა და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული ფორმულა აქცევს მას საუკეთესო არჩევანად. მაგალითად, La Roche-Posay-ის Hydraphase UV Intense აერთიანებს ღრმა დატენიანებას SPF დაცვასთან, ხოლო Avène Hydrance Optimale UV Rich იყენებს თერმულ წყალს მგრძნობიარე კანის დასამშვიდებლად და UVA/UVB ფილტრებს მზისგან დასაცავად. Caudalie თავისი Vinosource Sorbet-ით კანს ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით ამარაგებს, Bioderma კი Hydrabio Gel-Creme-ის საშუალებით სთავაზობს მსუბუქ, გამაგრილებელ დატენიანებას, რომელიც კარგად ჯდება მაკიაჟის ქვეშაც.

 

 

თუ ისეთ დამატენიანებელს იყენებთ, რომელსაც SPF დაცვა არ გააჩნია, დილის რუტინაში აუცილებლად უნდა მოიაზროთ მზისგან დამცავი საშუალება. მზის ულტრაიისფერი სხივები ყველაზე მეტად აზიანებს კოლაგენს, იწვევს პიგმენტურ ლაქებს და აჩქარებს ნაოჭების წარმოქმნას. ამიტომაც, SPF არ უნდა ჩაითვალოს სეზონურ პროდუქტად — ის ყოველდღიური აუცილებლობაა. მსუბუქი ტექსტურის მქონე Bioderma Photoderm Aquafluide SPF50+ იდეალურია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, რადგან სწრაფად შეიწოვება და კანს უხილავ, მაგრამ ძლიერ დამცავ ფენას უქმნის. ლაქებისკენ მიდრეკილი კანისთვის ეფექტიანია Photoderm Spot SPF50+, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი პიგმენტაციის კონტროლისთვის.

საღამო კანისთვის აღდგენის დროა. მთელი დღის განმავლობაში მასზე გროვდება მტვერი, მაკიაჟი, ცხიმი და გარემოს სხვა დამაბინძურებელი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოიშოროთ, რათა ღამით კანი თავისუფლად აღდგეს. აქაც დაგეხმარებათ Bioderma Sensibio H2O მიცელარული წყალი, რომელიც მაკიაჟისა და სხვა ნარჩენებს ნაზად შლის. უფრო ღრმა გაწმენდისთვის შეიძლება გამოიყენოთ Bioderma Sebium დასაბანი გელი, რომელიც განსაკუთრებით კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის არის შესაფერისი.

ღამის რუტინა მხოლოდ წმენდით არ სრულდება. სწორედ საღამო არის საუკეთესო დრო აქტიური ინგრედიენტებისთვის, რომლებიც ნაადრევ დაბერებას უშუალოდ ებრძვის. რეტინოლი, პეპტიდები და ნაზი მჟავები ღამით ბევრად ეფექტიანად მუშაობს, რადგან კანის რეგენერაციული პროცესები ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურია. 

ამავდროულად, არსებობს ისეთი შრატები, რომლებიც საგრძნობლად ამცირებს კანის დაბერების პროცესს. მაგალითად, ასეთია Esthederm-ის Age Proteom ნაოჭების შრატი. კლინიკურად დადასტურებულია, რომ სახის შრატი ანელებს კანის დაბერებას 49%-ით და ამცირებს დაბერების 5 ხილულ ნიშანს: ნაოჭებს, ბზინვარების დაკარგვას, სიმკვრივის დაკარგვას, ოვალის შენარჩუნებას, ათანაბრებს სახის კანის ფერს. 

რა თქმა უნდა, კანის მოვლის პროდუქტები მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს. სილამაზე და ახალგაზრდული იერი დიდწილად დამოკიდებულია ცხოვრების წესზეც. საკმარისი ძილი, ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვება, წყლის საკმარისი რაოდენობა, სტრესის მართვა და ფიზიკური აქტივობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი კრემი ან შრატი. თუ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ერწყმის, შედეგიც უფრო ხანგრძლივი და თვალსაჩინო ხდება.

გახსოვდეთ, ნაადრევ დაბერებასთან ბრძოლა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც, სწორი პროდუქტების თანმიმდევრული გამოყენებით, რეალურ შედეგამდე მიგიყვანთ. 



31 ოქტ 2025