აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როგორ იცავს სუდო კრემი ახალშობილის კანს

უკან

როგორ იცავს სუდო კრემი ახალშობილის კანს

10 ივნ 2025

 

სუდო კრემი ყიდვა

როცა ვსაუბრობთ თავის მოვლის საშუალებებზე, განსაკუთრებით კი კანზე ზრუნვაზე, მუდამ ეფექტიან და უსაფრთხო საშუალებებს ვეძებთ. თანამედროვე მედიცინა მუდმივად გვთავაზობს სიახლეებს, თუმცა თითოეული ჩვენგანი უპირატესობას მაინც ნაცად საშუალებებს ანიჭებს.

როცა ვსაუბრობთ მცირეწლოვან ბავშვებზე, ეს შფოთვა კიდევ უფრო ძლიერდება. ბავშვის სათუთ კანზე ზრუნვა ერთ-ერთია იმ მრავალ ყოველდღიურ გამოწვევას შორის, რომელიც მშობლის წინაშე დგება და ის მნიშვნელოვანი ყურადღების დათმობას მოითხოვს. საფენით გამოწვეული კანის დაზიანება, მაცერაცია, ეგზემა — თითოეული ჩამოთვლილი პრობლემა ის არის, რასთანაც შეხება მშობელს ერთხელ მაინც აუცილებლად ჰქონია. მათთან გასამკლავებლად კი მედიცინის არსენალში ყველაზე გამოცდილი და ეფექტიანი საშუალება ყველასათვის ცნობილი სუდო კრემია. 

რა არის სუდო კრემი და როგორ გამოვიყენოთ ის — ინსტრუქცია 

სუდო კრემი დაახლოებით 1 საუკუნის წინ, 1930-იან წლებში ირლანდიაში შექმნეს და დერმატოლოგებს შორის დღემდე პოპულარობით სარგებლობს. 

მის შემადგენელ ნივთიერებებს შორის ვხვდებით დისტილირებულ წყალს, თხევად პარაფინს, თუთიის ოქსიდს, მყარ პარაფინს, ლანოლინს (ნაკლებ ალერგიულ), მიკროკრისტალურ პარაფინს, ბენზილბენზოატს, სინთეტიკურ ცვილს, ბენზილის სპირტს, ლინალილაცეტატს, პროპილენგლიკოლს, ბენზილცინამატს, ლავანდის ზეთს, ლიმონმჟავას, ბუტილჰიდროქსიანიზოლსა და სორბიტანსეკვიოლეტს.

როგორც აღინიშნა, სუდო კრემი არის საშუალება, რომელიც გამოიყენება საფენით გამოწვეული დერმატიტის სამკურნალოდ. კრემი იცავს ბავშვის ნაზ კანს, აწყნარებს და აღადგენს მას. სუდოკრემის ჰიდროფობური (წყალმიუკარებელი) ფუძე წარმოქმნის დამცავ ბარიერს და აქცევს კანს გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედებისგან იზოლაციაში. გარდა ამისა, სუდოკრემის დამარბილებელი მოქმედება ეხმარება მგრძნობიარე, ანთებად კანს და ანიჭებს მას სირბილეს.

სუდოკრემი შეიძლება გამოყენებული იქნას კანის სხვა გაღიზიანების დროსაც, როცა საჭიროა დაწყნარება, დაცვა, აღმდგენი მოქმედება, იგი დამატებით ხასიათდება შემახორცებელი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით. მაგალითად, შეგიძლიათ დაიტანოთ სუდოკრემი სახეზეც. მედიკამენტი გამოიყენება ქირურგიაში ზედაპირული ჭრილობების, კოლოსტომებისა და ილეოსტომების ირგვლივაც. ასევე, მსუბუქი დამწვრობის, მზისგან მიღებული დამწვრობის, ფერისმჭამელების, სხვადასხვა სახის გამონაყარისა და მოყინული ადგილების დასამუშავებლად, ნაწოლების სამკურნალოდ. შესაბამისად, სუდო კრემის გამოყენება ასაკითა და კანის ტიპით შეზღუდული არ არის. 

ნუ გამოიყენებთ სუდოკრემს, თუ აღგენიშნებათ ან ბავშვს აქვს ჰიპერმგრძნობელობა ან სხვა ტიპის ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ. სხვა მხრივ, მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ამ სამკურნალო საშუალებას არ ახასიათებს. იშვიათ შემთხევებში, ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება კანის კონკრეტულ მონაკვეთზე განვითარდეს კონტაქტური დერმატიტის მსგავსი გამონაყარი. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ კრემის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

სუდო კრემი აკნესა და ეგზემისთვის

როგორ იყენებენ სუდოკრემს აკნესა და ეგზემის სამკურნალოდ?

სუდოკრემი ლიცენზირებულია აკნეს სამკურნალოდაც. გამომდინარე იქიდან, რომ აკნე საკმაოდ გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა, სუდოკრემს კი ანტისეპტიკური თვისებები აქვს, იგი აკნეს გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალებაა.

გარდა ამისა, სუდოკრემი ახორცებს ნაწიბურებს, ეხმარება კანს დამშვიდებაში და იცავს დაზიანებულ ადგილებს ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან.

რაც შეეხება ეგზემას, ეს არის კანის გავრცელებული დაავადება, რომელიც იწვევს ქავილს, გამონაყარს, ლაქებსა და ინფექციას. სუდოკრემი ასეთ შემთხვევაშიც ინიშნება, რადგან კრემის შემადგენელი აქტიური ნივთიერება, თუთიის ოქსიდი, ხელს უწყობს კანიდან სითხის დაკარგვის შემცირებას. ასევე, სუდოკრემის შემადგენელ ბენზილის სპირტს აქვს ადგილობრივი საანესთეზიო და ანტისეპტიკური თვისებები, რაც ხელს უწყობს დისკომფორტის შემცირებას.

სუდოკრემი კანის დაზიანებულ მონაკვეთზე თხელ ფენად დაიტანება. ხელის წრიული მოძრაობით ხდება პრეპარატის შეზელვა მანამდე, სანამ კარგად არ შეიწოვება კანში, მისი გამოყენების სიხშირე საჭიროების მიხედვით ინდივიდუალურად განისაზღვრება.

 

სუდო კრემი ახალშობილის კანისთვის

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

სუდოკრემი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა და 400გრ, 250გრ, 175გრ, 125გ და 60გრ ზომის შეფუთვებში გვხვდება.

მედიკამენტი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა 5 წელს შეადგენს და შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კრემის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ სუდოკრემს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

კანის მოვლის საშუალებებით სავსე მედიცინაში, სუდოკრემი შექმნიდან თითქმის 100 წლის შემდეგაც ინარჩუნებს ეფექტიანობასა და სანდოობას. არ აქვს მნიშვნელობა ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომლელთან საბრძოლველად იყენებთ მას, მისი მარტივი, თუმცა ძლიერი ფორმულა კანის გამოჯანმრთელებას აუცილებლად დაეხმარება. სუდოკრემი ამტკიცებს, რომ ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალი ის საშუალებაა, რომელმაც დროის გამოცდას წარმატებით გაუძლო.



10 ივნ 2025