როგორ მივიღოთ ფლავამედი — ეფექტიანი პრეპარატი ხველების შესაჩერებლად
30 ივნ 2025

ხველება და სუნთქვის გართულება სიმპტომებია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გამოუცდია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათ ზედაპირულად ვეკიდებით და მარტივად ვუყურებთ, ორივე მათგანს შეუძლია ყოველდღიურობაზე უარყოფითად იმოქმედოს, გაართულოს ძილი და შრომისუნარიანობა გააუარესოს.
განსაკუთრებით შემაწუხებელი აღნიშნული სიმპტომები მაშინ არის, როცა თან სდევს სქელი, ბლანტი ნახველი — ასეთ შემთხვევაში ყველა ეძებს ეფექტიან საშუალებას, რომელიც ამ გართულებისგან რაც შეიძლება მალე გაათავისუფლებს. ერთ-ერთი ასეთი საშუალება ფლავამედია.
ამბროქსოლი მუკულიზური აგენტია — ეს ნიშნავს, რომ ის გვეხმარება სასუნთქ გზებში დაგროვილი სქელი ნახველის დაშლასა და გათხელებაში, რაც ამოხველებას ამარტივებს. ხველების შემაკავებელი სხვა არაერთი პრეპარატისგან განსხვავებით, ამბროქსოლი მის მიზეზებს ებრძვის.
მედიკამენტი 1970-იან წლებში შეიქმნა და თანამედროვე რესპირატორული თერაპიის ქვაკუთხედად იქცა. ფლავამედი მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აღიარებული ბრენდირებული ფორმაა, რომელიც აფთიაქებში სიროფის, ტაბლეტებისა და შუშხუნა, წყალში გასახსნელი ტაბლეტების სახით გვხვდება.
სამივე ფორმაში პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას ამბროქსილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს, თუმცა განსხვავებულია დამხმარე ნივთიერებები:
მოერიდეთ ფლავამედის მიღებას, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნივთიერების მიმართ — წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არასასურველი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოთ.

ფლავამედის ნებისმიერი ფორმით მიღებისას, უნდა დაიცვათ მისი მიღების წესები და დოზები, რათა თავიდან აირიდოთ არასასურველი გვერდითი რეაქციების განვითარება.
მკურნალობა ფლავამედის შუშხუნა აბებით:
ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტებით მკურნალობისას, 12 წელს ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა პირველი 2-3 დღის განმავლობაში ნახევარი შუშხუნა ტაბლეტი სამჯერ დღე-ღამეში. ამის შემდეგ დოზა მცირდება ნახევარ შუშხუნა ტაბლეტამდე 2-ჯერ დღე-ღამეში (30მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 2-ჯერ დღეში). დღეში 90მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდზე მეტის მიღება არ არის რეკომენდებული.
12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის შუშხუნა ტაბლეტებით მკურნალობა უკუნაჩვენებია, ამიტომ ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები ფლავამედს უნდა მოერიდონ.
შუშხუნა ტაბლეტები იხსნება ჭიქა წყალში და აღნიშნული ხსნარი მიიღება საკვების მიღების შემდეგ.
მკურნალობა ფლავამედის 30მგ ტაბლეტებით:
თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, ფლავამედის ხველების საწინააღმდეგო 30მგ-იანი ტაბლეტების მიღების დროს საჭიროა ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის დაცვა. დაიცავით გამოყენების ინსტრუქცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატს არ ექნება სათანადო ეფექტი.
6-12 წლის ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 45მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს შეადგენს, შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ ნახევარი ტაბლეტი (15 მგ) სამჯერ დღეში.
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში რეკომენდებულია პირველი 2-3 დღის განმავლობაში სამჯერ დღეში თითო ტაბლეტის მიღება, შემდგომ დღეებში ეს დოზა დღეში 2 ტაბლეტამდე მცირდება.
6 წლამდე ბავშვებისათვის ფლავამედის 30მგ-იანი ტაბლეტებით მკურნალობა არ შეიძლება.
ფლავამედის ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. პრეპარატის დამოუკიდებლად მიღება შეიძლება არაუმეტეს 4-5 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა უნდა მიმართოთ ექიმს.
მკურნალობა ფლავამედის სიროფით:
2-5 წლის ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია საზომი კოვზის ნახევარი (2,5მლ) 3-ჯერ დღე-ღამეში, რაც შეესაბამება დღიურ 22,5მგ ამბროქსოლს დღის განმავლობაში.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში შესაძლებელია სრული საზომი კოვზი (5 მლ) 2-3-ჯერ დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 30-45მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში დოზა იწევს პირველი 2-3 დღის განმავლობაში ხსნარის 2 საზომ კოვზამდე 3-ჯერ დღე-ღამეში. ამ დროის გასვლის შემდეგ, დოზა მცირდება 2 საზომ კოვზამდე 2-ჯერ დღე-ღამეში.

როგორც ნებისმიერ პრეპარატის, ის ფლავამედის გამოყენების შემთხვევაშიც, გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა არსებობს. მიუხედავად ამისა, ჩამონათვალი ნუ შეგაშინებთ — თუ პრეპარატს ექიმის დანიშნულების ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად მიიღებთ, ამ არასასიამოვნო ეფექტების გამოვლენის ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებთ.
შედარებით ხშირად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ასევე პირის ღრუსა და ხახის დაბუჟება (ჰიპესთეზია). გვერდით მოვლენათა შორის ზოგჯერ შეიძლება შევხვდეთ ტკივილს კუჭის არეში, დიარეას, დისპეფსიას, სიმშრალეს პირის ღრუში, ალერგიულ რექციებს, მაგალითად, კანზე გამონაყარს, სახის შეშუპებას, ქოშინს, ქავილს, ტემპერატურის მომატებას.
იშვიათი გვერდითი ეფექტია ჭინჭრის ციება, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ხოლო ძალიან იშვიათად შეიძლება განგივითარდეთ მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მაგალითად, ლაიელის სინდრომი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
თუ რომელიმე ხსენებული გვერდითი მოქმედება გაგირთულდათ, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ჩამონათვალში არ არის, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ფლავამედი, თუ:
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ნუ მიიღებთ ფლავამედს დამოუკიდებლად — გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც ამ გადაწყვეტილებას რისკებისა და ჯანმრთელობის ბენეფიტების შეფასების შემდეგ მიიღებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფლავამედი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე.

ფლავამედი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ფლავამედს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ნუ მისცემთ ხველებას საშუალებას, რომ დაარღვიოს თქვენი და თქვენთვის საყვარელი ადამიანების სიმშვიდე — გამოიყენეთ ფლავამედი და გათავისუფლდით ნახველისგან.
30 ივნ 2025