აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როზამეტის მალამო: ფარმაკოლოგიური თვისებები, ჩვენებები და გამოყენების პრაქტიკა

უკან

როზამეტის მალამო: ფარმაკოლოგიური თვისებები, ჩვენებები და გამოყენების პრაქტიკა

11 სექ 2025

როზამეტის მალამო

 

სამედიცინო ჯგუფებში ხშირად კითხულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც დერმატოლოგიაში გამოიყენება, ეფექტიანად ამცირებს ანთებით პროცესებს და ამავდროულად, გამოირჩევა უსაფრთხო და მარტივი გამოყენებით. ყველა ამ კომპონენტს აკმაყოფილებს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომი — როზამეტის მალამო. 

როზამეტის კრემი დამზადებულია ხორვატიის ფარმაცევტული კომპანია Jadran-ის მიერ. მისი აქტიური კომპონენტია მეტრონიდაზოლი.  

როზამეტის ანოტაცია — რისგან შედგება და რა თვისებებით ხასიათდება ეს დერმატოლოგიური საშუალება

როზამეტის შედგენილობაში — მალამო 1%-იან (25 გ ტუბი) თითო გრამში შედის: 10 მგ მეტრონიდაზოლი. პრეპარატი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და სხვა მოქმედების მქონე პრეპარატების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.

რაც შეეხება როზამეტის ფარმაკოლოგიურ თვისებებს: მეტრონიდაზოლი ზემოქმედებს ანაერობულ ბაქტერიებსა და უმარტივესებზე, ინჰიბირებს ნუკლეინის მჟავების წარმოქმნას და ბლოკავს დნმ-ის სინთეზს, რითაც აფერხებს მიკროორგანიზმების ზრდასა და გამრავლებას. შესაბამისად, ამ თვისებებით პრეპარატი უზრუნველყოფს ეფექტურ და პრობლემაზე კონცენტრირებულ თერაპიას. 

როგორ გამოვიყენოთ როზამეტი — ინსტრუქცია

როზამეტი ადგილობრივად გამოიყენება ისეთი დერმატოლოგიური ჩვენების დროს, როგორიცაა ანთებითი პაპულები, პუსტულები და ერითემა. იგი განსაკუთრებით ეფექტურია აკნე-როზაცეას და აკნე ვულგარისის სამკურნალოდ. მალამო გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. აქ კი, გაგაცნობთ გამოყენების წესს, რომელიც ანოტაციაში არის გაწერილი: 

პირველ რიგში, დაიბანეთ კანი თბილი წყლით, ან გვირილის ნახარშით. უკვე დაბანილ კანზე, თხელი ფენის სახით წაისვით როზამეტი, 1–2-ჯერ დღე-ღამეში,. მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 1–2 თვემდე. მიჰყევით ექიმის ინსტრუქციას. ანოტაციის თანახმად, პირველი კლინიკური გაუმჯობესება, თუ შედეგი, როგორც წესი, სამი კვირის შემდეგ გამოვლინდება.

 

აკნე და როზამეტი

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები — რა უნდა გავითვალისწინოთ მალამოს გამოყენებამდე

ანოტაციაში წერია, რომ პრეპარატი სისტემურ გვერდით ეფექტებს არ იწვევს. თუმცა იშვიათად, შესაძლოა, გამოვლინდეს მსუბუქი სიმშრალე, გარდამავალი სიწითლე, ქავილი ან დაჭიმულობის შეგრძნება. ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

არ გამოიყენოთ როზამეტი, თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის მიმართ. განსაკუთრებულ მითითებებში ვკითხულობთ, რომ მალამოს გამოყენების შემთხვევაში თავიდან უნდა აიცილოთ თვალის ლორწოვანთან კონტაქტი, ასევე კანი უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებთან ხანგრძლივ ზემოქმედებას.

შეინახეთ როზამეტის მალამო არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის 2 წელი. გამოყენებამდე შემოწმეთ ვარგისიანობის ვადა. 

როზამეტის მალამო ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში ანთებითი გამონაყარის, მათ შორის აკნე-როზაცეასა და აკნე ვულგარისის სამკურნალოდ. სწორად გამოყენების შემთხვევაში როზამეტი ხელს უწყობს კანის მდგომარეობის სწრაფ გაუმჯობესებას. გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

11 სექ 2025