აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სლეზოლ ფორტე – პრეპარატი თვალის სიმშრალისა და გაღიზიანების წინააღმდეგ

უკან

სლეზოლ ფორტე – პრეპარატი თვალის სიმშრალისა და გაღიზიანების წინააღმდეგ

12 სექ 2025

სლეზოლ ფორტე 15მლ

 

კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა, სმარტფონის ხშირი გამოყენება, გარემოს მავნე ფაქტორები და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ხშირად „მშრალი თვალის სინდრომს“ იწვევს. სწორედ ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეიქმნა სლეზოლ ფორტე – ოფთალმოლოგიური დანიშნულების პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს „ხელოვნურ ცრემლს“ და თვალებს ტენიანობის აღდგენაში ეხმარება.

სლეზოლ ფორტეს ახასიათებს რქოვანას დამცავი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, რაც მას ეფექტიან საშუალებას ხდის როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ისე თვალის სერიოზული გაღიზიანებისა და სიმშრალით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად.

პსპ-ის აფთიაქებში პრეპარატი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. ხელმისაწვდომია სლეზოლ ფორტეს თვალის წვეთები 15-მილიანი ფლაკონით.

რას შეიცავს და როგორ მოქმედებს სლეზოლ ფორტე? 

პირველ რიგში, ვიდრე გამოყენებას დაიწყებთ, სლეზოლ ფორტეს ანოტაციას კარგად უნდა გაეცნოთ. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რას უნდა ელოდეთ პრეპარატით მკურნალობისგან.

სლეზოლ ფორტეში ორი ძირითადი აქტიური ნივთიერება შედის: დექსტრანი 70 (1 მგ/მლ) – ხელს უწყობს ცრემლის აპკის სტაბილურობის შენარჩუნებას და ზრდის მის დაცვით ფუნქციას; ჰიპრომელოზა (3 მგ/მლ) – მოქმედებს როგორც რქოვანას ეპითელიუმის დამცველი, უზრუნველყოფს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ ეფექტს, ახანგრძლივებს ხსნარის კონტაქტს რქოვანასთან და ხელს უწყობს ოპტიკური თვისებების აღდგენას.

დამხმარე კომპონენტების სახით პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, ნატრიუმისა და კალიუმის მარილებს, ნატრიუმის ტეტრაბორატს, ასევე pH-ის მარეგულირებელ საშუალებებს და საინიექციო წყალს.

ამ კომპონენტების კომბინაცია ცრემლის დეფიციტის შევსებაში, თვალის დატენიანებაში, ამასთან რქოვანას გაღიზიანებისგან დაცვასა და სიმშრალით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან არიდებაში გვეხმარება.

თვალის წვეთების გამოყენების წესი, დოზირება და უკუჩვენებები 

სლეზოლ ფორტეთი მხოლოდ ადგილობრივად, ჩაწვეთების გზით გამოიყენება. პრეპარატი ინიშნება საჭიროების მიხედვით – თითოეულ დაზიანებულ თვალში (ან ორივე თვალში) კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთი უნდა ჩავიწვეთოთ. მკურნალობა სიმპტომების არსებობისას მიმდინარეობს, თუმცა თუ გამოყენების დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში ეფექტი არ გამოვლინდა, რეკომენდებულია პრეპარატის ჩაწვეთების შეწყვეტა და სპეციალისტთან კონსულტაცია.

წამლის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას – საწვეთურის წვერი არ უნდა შეეხოს თვალის ზედაპირს ან ქუთუთოს, რათა არ მოხდეს ხსნარის დაბინძურება და ინფექციის განვითარების რისკის ზრდა.

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია თუ მას არ გამოიყენებთ. ასეთ შემთხვევაში სლეზოლ ფორტეს გამოყენებამშესაძლოა ალერგიული რეაქციები ან გაღიზიანება გამოიწვიოს.

 

სლეზოლ ფორტე გამოყენება

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი პრეპარატის მიღებისას 

სლეზოლ ფორტეს გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს გარკვეული არასასურველი რეაქციები, რომლებიც სიხშირის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ პაციენტში თავის იჩენს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, თუმცა მათი სიხშირე ზუსტად დადგენილი არ არის.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს თავის ტკივილი , რაც ნერვული სისტემის მხრივ რეაქციებთან არის დაკავშირებული.

მხედველობის ორგანოების მხრივ გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად აღინიშნება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია არამკვეთრი მხედველობა, რომელიც უმეტესად დროებითი ხასიათისაა.

შედარებით ხშირად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თვალების სიმშრალე, დისკომფორტი, უცხო სხეულის შეგრძნება ან ქუთუთოს მხრივ მცირე დარღვევები.

იშვიათად კი აღინიშნება სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, ქავილი, ჰიპერემია და თვალების გაღიზიანება.

უფრო იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ქუთუთოების სიწითლე ან შეშუპება, თვალის ტკივილი, გამონადენი, ქუთუთოს ნაპირებზე ფუფხების წარმოქმნა და მომატებული ცრემლდენა.

გარდა თვალებთან დაკავშირებული რეაქციებისა, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს დისკომფორტის საერთო შეგრძნება ჩაწვეთების შემდეგ, თუმცა ეს სიმპტომიც იშვიათად ფიქსირდება.

განსაკუთრებული მითითებები სლეზოლ ფორტეს გამოყენებისას 

სლეზოლ ფორტეს თვალის წვეთების შედგენილობაში არსებული ბენზალკონიუმის ქლორიდი შესაძლოა გახდეს თვალის მსუბუქი გაღიზიანების მიზეზი და შეცვალოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერი. ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ ლინზებს, აუცილებლად უნდა მოიხსნან ისინი პრეპარატის ჩაწვეთებამდე და ჩაწვეთებიდან არაუადრეს 15 წუთის შემდეგ ხელახლა ჩაისვან.

თუ წამლის გამოყენებისას გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები (მაგალითად, სიწითლე, ქავილი, შეშუპება ან დისკომფორტი), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ინსტილაციისთანავე ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება არამკვეთრი მხედველობა, რაც დროებით ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობას აფერხებს. ამიტომ რეკომენდებულია საქმიანობის მინიმუმ 15 წუთის შემდეგ გაგრძელება.

ორსულებსა და მეძუძურ დედებში სლეზოლ ფორტეს გამოყენების შესახებ კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, რის გამოც მისი დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასევე, ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობისას ინსტილაციებს შორის აუცილებელია 10-15-წუთიანი შუალედის დაცვა, რათა სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობა არ შემცირდეს.

12 სექ 2025