სტაფილოკოკური ინფექცია: რა სიმპტომები აქვს, გადამდებია თუ არა და როგორ მკურნალობენ?
10 ივნ 2025

სტაფილოკოკი ბაქტერიების მრავალრიცხოვანი ჯგუფია. ეს ბაქტერიები ადამიანის კანზე, პირის ღრუში თუ სხვა ლორწოვან გარსებზე ბუნებრივად ცხოვრობენ და, როგორც წესი, პრობლემებს არ იწვევენ. მიუხედავად ამისა, ზოგი სახეობა, განსაკუთრებით ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus), მეტად სახიფათოა და შეიძლება სერიოზულ ინფექციებამდე მიგვიყვანოს. ამის რისკი მაშინ იზრდება, როცა იმუნიტეტი დაქვეითებულია ან კანი დაზიანებულია.
ვახსენეთ, რომ სტაფილოკოკი პირის ღრუში, კანსა და სხვა გარსებზე ბუნებრივად ბინადრობენ და ხშირად პრობლემებსაც არ იწვევენ. მაშ, რისგან ჩნდება სტაფილოკოკის ინფექცია?
ამას უმეტესად კანის ან ლორწოვანი გარსის მდგომარეობა განაპირობებს. თუკი ისინი დაზიანებულია, სტაფილოკოკის ბაქტერია შიგნით ბევრად მარტივად აღწევს და მრავლდება. ამ დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმუნიტეტი. თუკი იგი დაქვეითებულია, შეიძლება ძლიერი თავდასხმის მოგერიება ვერ შეძლოს, ასეთ დროს კი სტაფილოკოკური ინფექცია ჩნდება.
ამის გათვალისწინებით, სტაფილოკოკის გადადება შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის არ ხდება. საქმე ისაა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტით შეიძლება სტაფილოკოკი კანზე ან სხვა ადგილებში იმაზე დიდი რაოდენობით “გადმოვიყვანოთ”, ვიდრე აქამდე იყო. თუკი ორგანიზმი ამას სათანადოდ ვერ შეეწინააღმდეგება, ინფექციის სიმპტომები დაიწყება და ვიტყვით, რომ სტაფილოკოკი გადაგვედო.
საბოლოო ჯამში, როგორ გადადის სტაფილოკოკი?

სიმპტომები უმეტესად იმაზეა დამოკიდებული, თუ სხეულის რომელ უბანში მიმდინარეობს ინფექცია. მაგალითად, სტაფილოკოკი ყელში და სტაფილოკოკი კანზე სხვადასხვანაირად ვლინდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის ფიზიოლოგიური მდგომარეობა.
სხვადასხვა ადგილას ინფექციას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

სტაფილოკოკური ინფექცია ბავშვებში საკმაოდ ხშირია და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. პატარა ასაკში ადამიანები ხშირად ეხებიან სახეს, ცხვირს, პირსა და თვალებს, შედეგად კი მათ ლორწოვან გარსებზე ბაქტერიები ხვდება. გარდა ამისა, მათ ერთმანეთთან ახლო კონტაქტი აქვთ და არაერთ ზედაპირს ეხებიან. ბავშვებში ხშირად სწორედ ესენი ხდება სტაფილოკოკის გამომწვევი მიზეზები.
ზოგადად, კანის სტაფილოკოკური ინფექციების გამოვლინება ბავშვობის ასაკში ნაკლებად განსხვავდება ზრდასრულობაში გამოვლენილისგან. ეს შეიძლება იყოს როგორც იმპეტიგო, ასევე ფურუნკულები და კარბუნკულები. მიუხედავად ამისა, ბავშვებში, განსაკუთრებით ახალშობილებსა და 5 წლამდე ასაკში, მეტად ხშირია სტაფილოკოკური დათუთქული კანის სინდრომი. ეს მდგომარეობა ხშირად კანის გაწითლებას, ბუშტუკების წარმოქმნასა და შემდეგ მათი ზედაპირის ჩამოშლას იწვევს, რაც გარეგნულად შეიძლება დამწვრობას მივამსგავსოთ.
სტაფილოკოკი ყელში ბავშვებში ძირითადად ყელის ტკივილს, წვას, ყლაპვის გაძნელებასა და ცხელებას იწვევს, რაც შეიძლება ვირუსული ინფექციების სიმპტომებში აგვერიოს. ამის გამო ექიმთან კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინფექციის გართულება მძიმე შედეგები ავირიდოთ თავიდან.
სტაფილოკოკური ინფექციების მკურნალობა ინფექციის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ხშირად სტაფილოკოკის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი ინიშნება, რომლებიც პერორალურად ან ინიექციის სახით მიიღება. ოქროსფერი სტაფილოკოკის მკურნალობა ზოგჯერ ძლიერ ანტიბიოტიკებს საჭიროებს — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მულტირეზისტენტულ შტამებთან (MRSA) გვაქვს. სტაფილოკოკის ანტიბიოტიკები აფთიაქებში საკმაოდ ბევრია, ჩვენთვის შესაფერისი კი აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს.
როცა ინფექცია ლოკალურია და, მაგალითად, სტაფილოკოკის მკურნალობა სახეზე ან კანზე გვიწევს, ექიმმა შეიძლება სტაფილოკოკის მალამო, კრემი ან ლოსიონი დაგვინიშნოს. ასეთი საშუალებები ამ ჯგუფის ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებს შეიცავს და ინფექციის გამომწვევ პათოგენებს ეფექტიანად ანადგურებს. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა მოლისანის ლოსიონი, რომელიც PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ.
როცა სტაფილოკოკის მკურნალობა ყელში გვიწევს, შეიძლება ორალური ანტიბიოტიკების, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება დაგვჭირდეს.
მაშინ, როცა საქმე რთულ ან ქრონიკულ შემთხვევებთან გვაქვს, ექიმები ზოგჯერ ალტერნატიულ ან დამატებით საშუალებებსაც იყენებენ. მაგალითად, სტაფილოკოკური ანატოქსინი ბაქტერიული ტოქსინია, რომელიც ადამიანისთვის უვნებელია და სხეულს ეხმარება, სტაფილოკოკისადმი იმუნიტეტი გამოიმუშაოს. მეორე მხრივ, სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი ბაქტერიებზე მოქმედი ვირუსია, რომელიც ინფექციის გამომწვევ სტაფილოკოკებს ებრძვის, მათ შორის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ სახეობებსაც.
ნებისმიერ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ სტაფილოკოკის სამკურნალო მედიკამენტები ექიმმა უნდა შეარჩიოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროს ანტიბიოტიკები გამოიყენება. ამ წამლების თვითნებური მიღებით, გარდა გვერდითი მოვლენებისა, შეიძლება რეზისტენტობაც განვითარდეს — ბაქტერიები ანტიბიოტიკის მიმართ მედეგობას გამოიმუშავებენ და წამალი მათ ვეღარ დაამარცხებს, ეს კი მკურნალობას ძალიან გაართულებს.
თუკი ინფექციას ებრძვით და ექიმმა სტაფილოკოკის წამალი დაგინიშნათ, მის შეძენას PSP-ს ონლაინაფთიაქში შეძლებთ.
10 ივნ 2025