აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სტოპდიარი — ტაბლეტები და სიროფი ბაქტერიული დიარეის დროს

უკან

სტოპდიარი — ტაბლეტები და სიროფი ბაქტერიული დიარეის დროს

8 ივლ 2025

სტოპდიარი ტაბლეტი

 

დიარეა — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულებაა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია საკვებისადმი ჰიგიენის წესების უგულებელყოფასთან, წყლის დაბინძურებასთან ან ინფექციურ აგენტებთან. 

დიარეა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით განვითარდეს: ვადაგასული საკვებით, დაბინძურებული წყლით, ან ინფექციებით. ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით საყურადღებოა ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა იმატებს და ბაქტერიების გავრცელება უფრო ადვილად ხდება.  როდესაც დიარეის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, მნიშვნელოვანია სწორი და მიზანმიმართული მკურნალობა ექიმთან კონსულტაციით. სააფთიაქო ქსელებში კი, ერთ-ერთი ხელმისაწვდომი პრეპარატი ბაქტერიული დიარეის სამკურნალოდ არის — სტოპდიარი.

სტოპდიარის ანოტაცია — რა უნდა ვიცოდეთ

სტოპდიარის ტაბლეტი, სტოპდიარის სუსპენზია, ან სტოპდიარის სიროფი პსპ-სა და სხვა აფთიაქებში სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ. თუმცა ორივე შემთხვევაში პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ნიფუროქსაზიდია და მიღების ჩვენებაც მსგავსია: გამოიყენება ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეის დროს, ან დიარეის თანმხლები სხვა დაავადებების დროს, მაგალითად როგორიცაა მწვავე კვებითი ტოქსიკოინფექცია.

სტოპდიარის სიროფი 220 მგ / 5 მლ ღია ყვითელი ფერის სუსპენზიაა, რომელსაც ბანანის სუნი და ტკბილი გემო აქვს. ხოლო სტოპდიარის ტაბლეტი ვიზუალურად არის მრგვალი, ორმხრივად ამობურცული  და ყვითლი ფერის. 

რაც შეეხება ფარმაკოლოგიურ ჯგუფს, პრეპარატი ანტიდიარეულ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ იმ საშუალებებს მიეკუთვნება, რომლებიც ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. 

 

სტოპდიარი პრეპარატი

სტოპდიარის მიღების წესი — ინსტრუქცია 

სტოპდიარის მიღების წესი და დოზირება დამოკიდებულია თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებაზე, შესაბამისად პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. აქ კი, გამოყენების იმ მეთოდს გაგაცნობთ, რაც ანოტაციაშია მითითებული. 

სტოპდიარის ტაბლეტი განკუთვნილია 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და ასევე, მოზრდილებისთვის. შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ 2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ. იყავით ყურადღებით, რადგან სტოპდიარის 100 მგ ტაბლეტი რეკომენდებულია მიიღოთ ყოველ 6 საათში, დროის ტოლ შუალედებში, საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად (არ დაღეჭოთ, არ დაფშვნათ), მიაყოლეთ წყალი მცირე ოდენობით. 

მწვავე დიარეის დროს რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში მედიკამენტის მიღება, თუ სიმპტომები არ გაქრა და ჩივილები კვლავ სახეზეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

დიარეით მიმდინარე სხვა დაავადებების მკურნალობის კურსი, ანოტაციის მიხედვით, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 7 დღეს. 

გათვალისწინეთ, რომ თუ ბავშვი 6 წელზე პატარა ასაკის არის, რეკომენდებულია სტოპდიარის სუსპენზიის დანიშვნა. რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინოთ მკურნალი ექიმის დანიშნულება, ანოტაციაში კი, სტოპდიარის სიროფის დოზირება შემდეგნაირად არის განაწილებული: 

  • 2-6 თვის ასაკის ბავშვები: სტოპდიარი 110მგ-220მგ, 12 საათში ერთხელ, ერთი მცირე, ან ერთი დიდი დოზირებული კოვზი, 2-ჯერ დღეში.
  • 7 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: სტოპდიარი 220მგ, 8 საათში ერთხელ, ერთი დიდი დოზირებული კოვზი, 3-ჯერ დღეში.
  • 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: სტოპდიარი 220მგ, 6 საათში ერთხელ, ერთი დიდი დოზირებული კოვზი, 4-ჯერ დღეში. 

როგორია სტოპდიარის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

სტოპდიარის შედგენილობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისა და ალერგიის შემთხვევებში არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი. 

სტოპდიარით მკურნალობის კურსის განმავლობაში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რადგან ალკოჰოლმა შესაძლოა გაამწვავოს დიარეა, გამოიწვიოს ღებინება, მუცლის ტკივილი და ა.შ. 

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულებსა და ლაქტაციის პროცესში მყოფ ქალ პაციენტებთან. აუცილებლად მიმართეთ ექიმს ზუსტი დანიშნულებისა და რეკომენდაციისთვის. თუ დაიწყეთ სტოპდიარის მიღება და განვითარდა ახალი სიმპტომები, ან ჩივილები.

პრეპარატის მიღების დროს უმეტესწილად არ ვლინდება გვერდითი ეფექტები, თუმცა, კლინიკური ცდების ფარგლებში, იშვიათი გვერდითი მოვლენების სახით, აღწერილია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და დიარეის გამწვავება. იშვიათად ვლინდება კანის გამონაყარიც. სიმპტომების მნიშვნელოვანი გამწვავებისას, ცხადია, აუცილებელი ხდება ამ მედიკამენტით მკურნალობის შეწყვეტა. 



8 ივლ 2025