ტანის სკრაბი — გლუვი და ნაზი კანის საიდუმლო
8 ივლ 2025

დღეს ტანის სკრაბი სხეულის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ის არა მხოლოდ მომენტალურ სისუფთავესა და სიგლუვეს უზრუნველყოფს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერისა და გარემოს დაბინძურების, ასევე სტრესული ცხოვრებისა და არაჯანსაღი ჩვევების პირობებში.
PSP-ში ტანის მოვლის უამრავ საშუალებას აღმოაჩენთ, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით, ამა თუ ტიპის კანისთვის გამოიყენება. მათ შორის დიდია არჩევანი ტანის სკრაბების შემთხვევაში. აფთიაქების ქსელში წარმოდგენილ ტანის სკრაბის მწარმოებელ ბრენდებს შორის კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზიაია და ბიორომი.
ვიდრე სკრაბირების ეტაპზე გადახვალთ, სასურველია, სხეულის მოვლის რუტინა დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით დაიწყოთ. ეს სხეულზე დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყის ეფექტიანად მოშორებაში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია, თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურად, თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიოთ. საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის შეგიძლიათ პროფესიონალს მიმართოთ.
სხეულის მოვლის რუტინის შემდეგი ეტაპი სკრაბირებაა. რეკომენდებულია ტანის სკრაბის კვირაში 1-2-ჯერ გამოყენება. ის კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას უწყობს ხელს. ეს თქვენს სხეულს უფრო გლუვს გახდის და კანს ბზინვარებას შემატებს. აღსანიშნავია, რომ სკრაბირებული კანი დამატენიანებელს უკეთესად შეიწოვს და მას ფუნქციის შესრულებაში ეხმარება.
სხეულის მოვლის რუტინის მომდევნო და ბოლო ეტაპი სწორედ დატენიანებაა, რაც კანს სტრესის კვალისგან და ნაადრევი დაბერებისგან იცავს.
როგორც ხედავთ, ტანის სკრაბი სხეულის მოვლის რუტინის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. თუმცა, საყურადღებოა, რომ სკრაბის ხშირი გამოყენება ზოგჯერ კანის დაზიანებასა და გაღიზიანებას იწვევს.

PSP-ში პოლონური ზიაიას ტანის სკრაბების დიდი არჩევანია. მათ შორის ხელმისაწვდომია ზიაიას ტანის სკრაბი ბუნებრივი შაქრის კრისტალებით, სხვადასხვა არომატით, 300 მლ-იან შეფუთვაში. ეს სკრაბები კანს მკვდარ უჯრედებს ეფექტიანად აშორებს. პილინგის შემდეგ კანზე მსუბუქი დამცავი ფენა რჩება, რაც მას გამოშრობის საშუალებას არ ძლევს. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი კანის სიმშრალესა და სიუხეშეს ებრძვის და მას სირბილესა და სინაზე ანიჭებს.
ტანის სკრაბი სველ კანზე მცირე რაოდენობით უნდა დაიტანოთ, შემდეგ კი სკრაბწასმული ადგილი წრიული მოძრაობებით დაიმასაჟოთ. პროცედურის ბოლო ეტაპზე სხეული წყლით ჩამოიბანეთ და შეიმშრალეთ.
PSP-ს აფთიაქებში ასევე ხელმისაწვდომია ზიაიას ტანის სკრაბი შოკოლადის გრანულებით, რომელიც 200 მლ-იან შეფუთვაშია წარმოდგენილი.
PSP-ში შეხვდებით ზიაიას ტანის სკრაბს 2-1-ში, რომელიც 270 მლ-იანი შეფუთვითაა წარმოდგენილი. ეს პროდუქტი ერთდროულად აერთიანებს დამარბილებელ წვრილმარცვლოვან ტანის სკრაბსა და ტანის მუსს. აქვს ნატურალური, მსუბუქი ტექსტურა და ქოქოსის სურნელი. პროდუქტში შემავალ ამქერცლავ ნივთიერებას ბუნებრივი სილიციუმი წარმოადგენს. იგი კანის დარბილებას, აქერცვლას, კვებასა და დატენიანებას უზრუნველყოფს.
ბიორომის ტანის სკრაბები ისრაელში იწარმოება. PSP-ში ამ ბრენდის სხვადასხვა შედგენილობისა და ტიპის სკრაბებია წარმოდგენილი. მათ შორისაა ბიორომის ტანის სკრაბი Blossom, რომელიც 300-გრამიან შეფუთვაშია მოთავსებული.
ეს კონკრეტული პროდუქტი მკვდარი ზღვის ბუნებრივი მარილისგან, ნუშისა და ჟოჟობას ზეთისგან შედგება. ბიორომის ტანის სკრაბში ასევე შედის სხვა ეთერზეთები და ვიტამინ E. მათი დახმარებით სკრაბი კანს ასტიმულირებს და მას მკვდარ უჯრედებს აშორებს. შდეგად, ის უფრო ნაზი და გლუვი ხდება.
სკრაბში შემავალი მარილი და ზეთი მასაჟისა და სხეულის პილინგისთვის არის ეფექტიანი, რაც კანს აახლებს და აჯანსაღებს.
გარდა ამისა, PSP-ში ხელმისაწვდომია ბიორომი მკვდარი ზღვის ტანის სკრაბი მანდარინით, ასევე ყურძნის მარცვლებითა და ყავისფერი შაქრით გამდიდრებული ტანის სკრაბი Vinosculpt კოდალი. ეს ვეგანური სკრაბი ყველა ტიპის კანისთვის გამოსადეგია.
ისევე, როგორც თავის მოვლის ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში, ტანის სკრაბის შერჩევაც ინდივიდუალურად ხდება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვთ, ასევე დამწვრობის ან სხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ამ შემთხვევაში რჩევისთვის სპეციალისტს მიმართეთ.
8 ივლ 2025