ტერჟინანი: ეფექტიანი და მრავალფუნქციური პრეპარატი გინეკოლოგიური პრობლემებისათვის
13 დეკ 2024

ტერჟინანი წარმოადგენს თანამედროვე, კომბინირებული მოქმედების მედიკამენტს, რომელიც განკუთვნილია გინეკოლოგიური ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. მისი უნიკალური შედგენილობა და მოქმედების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა, რომ ტერჟინანის ტაბლეტი გამოიყენებოდეს ვაგინიტის სხვადასხვა ფორმისა და მიზეზის წინააღმდეგ.
ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტი გამოირჩევა კომპლექსური შედგენილობით. თითო ტაბლეტი მოიცავს რამდენიმე აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას:
ამ კომბინაციის წყალობით, ტერჟინანის ტაბლეტი უზრუნველყოფს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სტაბილურობას, pH ბალანსის დაცვას და ინფექციის ლოკალიზაციას.
საქართველოში ხელმისაწვდომია ტერჟინანი 10 და ტერჟინანი 6 ვაგინალური ტაბლეტი - ეს ნიშნავს, რომ შეფუთვაში არის 10- და 6-ტაბლეტიანი ფირფიტები.
ხშირია მომხმარებლების მიერ ტაბლეტების ტერჟინანის სანთლებში არევა. თუმცა, ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი არის მედიკამენტი მხოლოდ ვაგინალური ტაბლეტის ფორმით.
ტერჟინანი გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის. ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტები რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
ტერჟინანის ანოტაცია გვეუბნება, რომ ტაბლეტი გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად და მოითხოვს მარტივ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლის დაცვას:
მკურნალობის ხანგრძლივობა, სტანდარტულად 10 დღეა, თუმცა, რთულ შემთხვევებში კურსი შეიძლება გაგრძელდეს 20 დღემდე.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს - მედიკამენტის მიღება დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად. მკურნალობის ხანგრძლივობა, დოზები სწორედ მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს.
ტერჟინანი ორსულობის დროს შესაძლებელია გამოყენებული იყოს, მაგრამ მხოლოდ მეორე ტრიმესტრიდან და ექიმის მკაცრი მითითებით. პრეპარატის დანიშვნისას გასათვალისინებელია, რომ მისი სარგებელი უნდა აღემატებოდეს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. იგივე მიდგომაა საჭირო ლაქტაციის პერიოდში.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი ეფექტები იშვიათია, ტერჟინანის ტაბლეტებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები:
ამგვარი მოვლენების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ტერჟინანი ხელმისაწვდომია სხვადასხვა აფთიაქში, მათ შორის, PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც. რაც შეეხება ღირებულებას - ტერჟინანის ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს აფთიაქების მიხედვით.
13 დეკ 2024