ტრიმეიკი — პრეპარატი, რომელიც მაღალ არტერიულ წნევას ებრძვის
6 სექ 2024

მაღალი არტერიული წნევა, იგივე ჰიპერტენზია, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში სისხლი მომატებული წნევით მიმოიქცევა. ეს გულს უბიძგებს, მეტი ძალისხმევით იმუშაოს, რაც რისკის შემცველია. სწორედ ამიტომ, წნევის შესამცირებლად ექიმები პაციენტებს სხვადასხვა მედიკამენტს უნიშნავენ.
ერთ-ერთი მათგანი ტრიმეიკია, აპკიანი გარსის მქონე ტაბლეტი, რომელშიც სამი აქტიური ნივთიერება შედის: პერინდოპრილი, ინდაპამიდი და ამლოდიპინი.
დამხმარე ნივთიერებებს შორისაა: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინიზირებული სახამებელი და სპეციალური ფხვნილი, რომლისგანაც გარე შრე მზადდება.
ტრიმეიკის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატ ტრიმეიკის შედგენილობაში არსებული სამივე აქტიური ნივთიერება — პერინდოპრილი, ინდაპამიდი და ამლოდიპინი — არტერიულ წნევას აქვეითებს. მედიკამენტში მათი კომბინაცია პაციენტს წნევის ეფექტიანად გაკონტროლების შესაძლებლობას აძლევს.
მაგალითად, პერინდოპრილი ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ის სისხლძარღვებს აფართოებს და გულიდან სისხლის გადატუმბვას აადვილებს.
მეორე მხრივ, ინდაპამიდს შარდმდენი ეფექტი აქვს, ანუ დიურედიკის ტიპში ერთიანდება, თუმცა, სხვა ამგვარ ნივთიერებებთან შედარებით, შარდის რაოდენობას მხოლოდ უმნიშვნელოდ ზრდის.
რაც შეეხება ამლოდიპინს, ის დიჰიდროპირიდინების ჯგუფში შედის და კალციუმის არხების ბლოკირების ეფექტი აქვს. მისი გავლენით სისხლძარღვების ტონუსი ქვეითდება, შედეგად კი მათში სისხლის მოძრაობა ადვილდება.
ტრიმეიკი სხვადასხვა დოზის მქონე ტაბლეტების სახითაა ხელმისაწვდომი. იმას, თუ რომელი მათგანის მიღებაა საჭირო და დღეში რამდენჯერ, ექიმი განსაზღვრავს. ამ დროს პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და ჰიპერტენზიის დონეს ითვალისწინებენ.
ტრიმეიკი 8/2.5/10 მგ. დოზით 8 მგ. პერინდოპრილის ერბუმინს შეიცავს. მასში ამლოდიპინის ბესილატის კონცენტრაცია 2.5 მგ-ა, ხოლო ამლოდიპინის ბესილატისა — 13.87 მგ, რაც 10 მგ. ამლოდიპინს შეესაბამება. ტრიმეიკი 8/2.5/5 მგ. დოზით 8 მგ. პერინდოპრილის ერბუმინს, 2.5 მგ. ინდაპამიდსა და 6.935 მგ ამლოდიპინის ბესილატს შეიცავს, რაც 5 მგ. ამლოდიპინს შეესაბამება.
ტრიმეიკი 4/1.25/10 მგ. დოზით 4 მგ. პერინდოპრილის ერბუმინს, 1.25 მგ. ინდაპამიდსა და 13.87 მგ. ამლოდიპინის ბესილატს აერთიანებს, რაც 10 მგ. ამლოდიპინის ეკვივალენტურია. დაბოლოს, ტრიმეიკი 4/1.25/5 მგ დოზით 4 მგ. პერინდოპრილის ერბუმინს, 1.25 მგ. ინდაპამიდას და 6.935 მგ. ამლოდიპინის ბესილატს შეიცავს, რაც 5 მგ. ამლოდიპინს შეესაბამება.
პრეპარატის ნებისმიერი დოზა წყალთან ერთად მიიღება, უმჯობესია დილით, საუზმემდე. თუ პაციენტს პერინდოპრილისა და ინდაპამიდის ფიქსირებული დოზების კომბინაცია, ხოლო ცალკე ამლოდიპინი აქვს დანიშნული, შეუძლია, 1 ტაბლეტი ტრიმეიკი მიიღოს, რომელიც ამ სამივე კომპონენტს შეიცავს (მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია).
თუ ტრიმეიკის საჭიროზე მეტ დოზას მიიღებთ, არტერიული წნევის სერიოზულად დაქვეითების რისკი იმატებს, რაც თავბრუსხვევით, ძილიანობით, შარდის რაოდენობის შემცირებით, ცნობიერების დაბინდვითა და სხვა სიმპტომებით გამოიხატება. შესაძლებელია, ადამიანმა გონებაც დაკარგოს და შოკი განუვითარდეს, ამიტომ დოზის გადაჭარბების შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს. სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე არაა რეკომენდებული ტრიმეიკით მკურნალობის შეწყვეტაც.
პოტენციური გვერდითი მოვლენები თითქმის ყველა მედიკამენტს აქვს. ამ მხრივ ტრიმეიკიც არაა გამონაკლისი. მისი მიღებისას შესაძლოა, გამოვლინდეს:
ტრიმეიკი არ უნდა მიიღოთ, თუ მისი კომპონენტების მიმართ ალერგია გაქვთ. ასევე, თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება, დაბალი არტერიული წნევა, თირკმლის სერიოზული პრობლემა, კალიუმის დაბალი დონე, შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქვლის შევიწროება, გულის უკმარისობა ან იმყოფებით დიალიზზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრიმეიკი ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად არ მიიღება, რის შესახებაც ექიმს უნდა გაესაუბროთ.
ის არ ენიშნებათ ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ორსულებსა და მეძუძურ დედებს, რადგან შესაძლოა, პრეპარატმა ნაყოფსა და ჩვილზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ორსულობისა და ლაქტაციისას, მსგავსი ტიპის მედიკამენტის საჭიროების შემთხვევაში ექიმი ტრიმეიკის ალტერნატივას შემოგთავაზებთ.
6 სექ 2024