აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ტრიპტოსედი — პრეპარატი ნერვული სისტემის სიმშვიდისა და უკეთესი ძილისთვის

უკან

ტრიპტოსედი — პრეპარატი ნერვული სისტემის სიმშვიდისა და უკეთესი ძილისთვის

8 აგვ 2025

 ტრიპტოსედის კაფსულები სტრესისა და ნერვული სისტემის მხარდაჭერისთვის.

 

აჩქარებულ ცხოვრების ტემპსა და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს ხშირად თან ახლავს სტრესი, რომელიც ძილის დარღვევებს, ქრონიკულ დაღლილობასა და ემოციურ გადაწვას იწვევს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის მხარდაჭერა, რისთვისაც ზოგჯერ საკვებ დანამატებს მიმართავენ.

სწორედ ამგვარ კომპლექსურ ბუნებრივ პრეპარატს წარმოადგენს ტრიპტოსედი, რომელიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: მელატონინს, ვალერიანის ექსტრაქტს, L-ტრიპტოფანს, მელისას ექსტრაქტს, მაგნიუმსა და B ჯგუფის ვიტამინებს. მათი კომბინაცია მიზანმიმართულად მოქმედებს ძილის ხარისხის გაუმჯობესებაზე, შფოთვის შემცირებასა და ორგანიზმის ბუნებრივი ბალანსის აღდგენაზე.

პსპ-ს აფთიაქებში ტრიპტოსედი კაფსულების სახით არის ხელმისაწვდომი და პრეპარატი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. ერთ შეკვრაში ტრიპტოსედის 30 კაფსული შედის.

როგორია ტრიპტოსედის შედგენილობა და ნივთიერებების მოქმედების მექანიზმი?

ტრიპტოსედი აერთიანებს ბუნებრივ, ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, რომლებიც როგორც ძილის პროცესებზე, ასევე ნერვული სისტემის სტაბილურობაზე დადებითად მოქმედებს. მისი აქტიური კომპონენტები შერჩეულია ისე, რომ ერთმანეთის მოქმედება გააძლიეროს და კომბინირებული ეფექტი უზრუნველყოს.

მელატონინი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც ძილისა და სიფხიზლის ციკლის რეგულაციაზეა პასუხისმგებელი. ის ორგანიზმს ბუნებრივი ბიორიტმის აღდგენაში ეხმარება და ჩაძინების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს. მელატონინი ეფექტიანია იმ შემთხვევებში, როცა ცირკადული რიტმი დარღვეულია — მაგალითად, სტრესის, დროის სარტყლის ცვლილების ან ასაკობრივი ცვლილებების გამო.

ვალერიანის ექსტრაქტი ძველი დროიდან ცნობილია როგორც ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალება. მისი ძირებიდან მიღებული აქტიური ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ვეგეტაციური ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, ამცირებს შფოთვასა და გაღიზიანებადობასა და ხელს უწყობს ღრმა, ხარისხიან ძილს. ვალერიანი განსაკუთრებით ეფექტიანია B ვიტამინებთან და ტრიპტოფანთან კომბინაციაში.

L-ტრიპტოფანი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც ორგანიზმში ვერ სინთეზირდება და მხოლოდ საკვებიდან ან დანამატებიდან მიიღება. იგი წარმოადგენს სეროტონინის — „ბედნიერების ჰორმონის“ — წინამორბედს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს განწყობაზე, ემოციურ სტაბილურობასა და ძილის ხარისხზე. ტრიპტოფანის საკმარისი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესულ პერიოდში, დეპრესიისას ან უძილობის დროს.

მელისას ექსტრაქტი ამცირებს შფოთვას და ნერვული სისტემის ბალანსს უზრუნველყოფს. გარდა დამამშვიდებელი მოქმედებისა, მელისას აქვს კოგნიტიური ფუნქციების სტიმულირების უნარი, კერძოდ ხელს უწყობს კონცენტრირებას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

მაგნიუმი ფართოდ გავრცელებული მიკროელემენტია, რომელიც 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს. ის მნიშვნელოვანია ენერგიის გამომუშავებისთვის, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის, კუნთების ტონუსის რეგულაციისა და არტერიული წნევის შენარჩუნებისთვის. მაგნიუმის დეფიციტი ხშირად ქრონიკულ დაღლილობასთან, შფოთვასთან და ძილის დარღვევებთან ასოცირდება.

ვიტამინი B3 (ნიაცინი) მონაწილეობს ენერგიის ცვლაში და დნმ-ის აღდგენაში, ასევე ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ის მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ის ნეიროტრანსმიტერების სინთეზში მონაწილეობს, რომელთა მეშვეობითაც ტვინსა და სხეულს შორის სიგნალები გადაეცემა.

 

კომპლექსური საკვები დანამატი ქრონიკული დაღლილობისა და ემოციური გადაწვის დროს.

როგორია პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება 

ტრიპტოსედი პერორალური გზით, პირის ღრუს გავლით მისაღები პრეპარატია. კაფსულის გადაყლაპვის გასამარტივებლად, მისთვის წყლის მიყოლებაა შესაძლებელი.

აღნიშნული საკვები დანამატი რეკომენდებულია მოზრდილთათვის, ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. ტრიპტოსედი მიიღება დღეში ერთხელ, 1 კაფსულის ოდენობით, უშუალოდ ძილის წინ.  

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, არ არის მიზანშეწონილი რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. ტრიპტოსედი არ უნდა ჩაითვალოს სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელად, პირიქით, მისი ეფექტიანობა მეტად იზრდება მაშინ, როცა მასთან ერთად ინარჩუნებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ასევე მრავალფეროვან და ჯანსაღ კვებას.

პრეპარატი არ საჭიროებს ექიმის რეცეპტს, თუმცა ქრონიკული დაავადებების ან მედიკამენტებთან შესაძლო ინტერაქციის შემთხვევაში, მიზანშეწონილია სპეციალისტთან კონსულტაცია.

როგორია ტრიპტოსედის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 

ტრიპტოსედი, როგორც ბუნებრივი წარმოშობის საკვები დანამატი, ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და უმეტეს შემთხვევაში გვერდით ეფექტებს არ იწვევს. თუმცა იშვიათად, განსაკუთრებით ინდივიდუალური მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის რომელიმე კომპონენტმა მსუბუქი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

რეკომენდებული დოზის დაცვა და სპეციალისტთან წინასწარი კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის, ლაქტაციის, ქრონიკული დაავადებების ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციის შემთხვევაში, რათა გვერდითი ეფექტები თავიდან იქნას არიდებული.

ნებისმიერი უჩვეულო, არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

8 აგვ 2025