ტუბერკულოზი - ყველაფერი დაავადების შესახებ
12 მარ 2024

სარჩევი:
როგორ ხდება ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა
რა არ არის რეკომენდებული ტუბერკულოზის დროს
როგორ ავიცილოთ თავიდან ტუბერკულოზი
გაიგეთ მეტი ტუბერკულოზის, საფრთხილო ინფექციური დაავადების შესახებ. ჩვენ სახელმძღვანელოში მიმოვიხილეთ სიმპტომები, პრევენციის საშუალებები და მკურნალობის ვარიანტები, რათა მოგცეთ ცოდნა უკეთესი ჯანმრთელობისთვის.
ტუბერკულოზი გადამდები ინფექციაა. ის აზიანებს ფილტვებს, მაგრამ ასევე შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე, მაგალითად ტვინზე. მას იწვევს Mycobacterium tuberculosis ბაქტერია.
დაავადებას ძალიან დიდი ისტორია აქვს. გამომწვევი ბაქტერია 3 მილიონ წელზე მეტია არსებობს. დაავადების შესახებ უძველესი ცნობები ძველ საბერძნეთსა და რომშიც კი გვხვდება.
ტუბერკულოზი, მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში ამჟამად დიდწილად კონტროლდება, ის მაინც კლავს მილიონზე მეტ ადამიანს ყოველწლიურად მსოფლიოში.
აივ ინფექციით/შიდსით დაავადებული და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები ტუბერკულოზის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათ სხეულს უჭირს ბაქტერიებთან ბრძოლა.
დაავადების რამდენიმე ეტაპი და ფორმა არსებობს.
ეს არის ტუბერკულოზის ინფექციის პირველი ეტაპი. იმუნურ სისტემას შეუძლია გაუმკლავდეს მიკრობებს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ანადგურებს ყველა მათგანს და ისინი მრავლდებიან. ამ ეტაპზე ყოველთვის არ არის გამოხატული ტუბერკულოზის სიმპტომები, ან გრიპის მსგავსი სიმპტომებია წარმოდგენილი.
პაციენტს სხეულში მიკრობები აქვს, მაგრამ იმუნური სისტემა ხელს უშლის მათ გავრცელებას. სიმპტომები ჯერ არ არის გამოხატული და ადამიანი არაა გადამდები, მაგრამ ინფექცია ცოცხალია და შეიძლება ერთ დღეს გააქტიურდეს.
მიკრობები მრავლდებიან და ადამიანი ავადდება. პაციენტი ამ დროს უკვე გადამდებია. მოზრდილებში ამ ტიპის დაახლოებით 90% ტუბერკულოზის ლატენტური ინფექციითაა განვითარებული.
ტუბერკულოზის ინფექცია, რომელიც ვრცელდება ფილტვებიდან სხეულის სხვა ნაწილებზე, ცნობილია როგორც ექსტრაფილტვის ტუბერკულოზი.
ლატენტური ან აქტიური ტუბერკულოზის ინფექცია ასევე შეიძლება იყოს წამლის მიმართ რეზისტენტული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მედიკამენტები არ მოქმედებენ ბაქტერიების წინააღმდეგ.
ლატენტურ ტუბერკულოზს სიმპტომები არ აქვს. ამ შემთხვევაში ტუბერკულოზის ანალიზი არის საჭირო - კანის ან სისხლის, რომ დადგინდეს დაავადების არსებობა.
ფილტვებში აქტიური ტუბერკულოზის სიმპტომებია:
როდესაც ტუბერკულოზი ფილტვების მიღმაა, ზოგჯერ იგივე სიმპტომები და ტკივილი ინფიცირებულ ზონასთან შეიძლება იყოს.
ტუბერკულოზის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს მოზარდებში, ბავშვებში და ჩვილებში. მოზარდების სიმპტომები მოზრდილების სიმპტომების მსგავსია. 1-12 წლის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ წონის კლება და ცხელება, რომელიც არ ქრება.
ტუბერკულოზი ბავშვებში ასეთი ნიშნებითაა გამოხატული:
თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ტუბერკულოზის ანალიზი.
როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული ახველებს, აცემინებს, ლაპარაკობს, იცინის ან მღერის, ის გამოყოფს პატარა წვეთებს, რომლებიც შეიცავს მიკრობებს. თუ თქვენ შეისუნთქავთ ამ მიკრობებს, შეიძლება დაავადდეთ. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც აქვთ აქტიური ტუბერკულოზი ფილტვებში ან ყელში, უფრო ხშირად აინფიცირებენ სხვებს.
რისკ ფაქტორები:
აქტიური ტუბერკულოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ ხართ, თუ გაქვთ:
ან გამოიყენეთ:
დიაგნოზის დასასმელად, ექიმმა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური გამოკვლევა, რომელიც მოიცავს ფილტვების მოსმენასა და ლიმფური კვანძების დათვალიერებას.
შემდეგი ეტაპი კი უკვე არის ტუბერკულოზის ტესტები.
ტუბერკულოზის ორი საერთო ტესტი არსებობს:
ტუბერკულოზის მკურნალობა, როგორც წესი, ანტიბიოტიკების კომბინაციით მიმდინარეობს. წამლის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის განვითარების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მედიკამენტების მთელი კურსის დასრულება.
ტუბერკულოზის დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია:
ტუბერკულოზმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, თუ მკურნალობა არ გაგრძელდა, ან არაადეკვატურად მიმდინარეობდა.
პრევენციული ზომები მოიცავს:
მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ:
დასკვნის სახით, ტუბერკულოზი გლობალურად რჩება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემად. მაგრამ სათანადო პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, მისი გავლენა შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს. ადრეული გამოვლენა და დროული ჩარევა გადამწყვეტია ტუბერკულოზის გავრცელების კონტროლისა და მისი ეფექტურად მართვისთვის.
დაავადებამ შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს. მაგრამ ტუბერკულოზი განკურნებადია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ტუბერკულოზის მკურნალობამ 74 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა 2000-დან 2021 წლამდე.
სწორი კვება მნიშვნელოვანია ტუბერკულოზის დროს. რეკომენდებულია მაღალი პროტეინის შემცველი საკვები, ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები, ჯანსაღი ცხიმები.
დიახ, ტუბერკულოზის განკურნება შესაძლებელია სათანადო სამედიცინო მკურნალობით. ტუბერკულოზის სტანდარტული მკურნალობა არის ანტიბიოტიკების კურსი მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული შტამების მკურნალობა შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს.
დიახ. BCG (Bacille Calmette-Guérin) ვაქცინა ხელმისაწვდომია და ხშირად აძლევენ ახალშობილებსა და ბავშვებს იმ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზი გავრცელებულია.
12 მარ 2024